(ვიდეო) თემურ შაშიაშვილი: “მე ვიბრძვი, რომ ვიყო ხალხის კანდიდატი!”

  • დღეს ყველას ჰყავს თავისი კანდიდატი. მხოლოდ ხალხს არ ჰყავს ჯერ კანდიდატი. მე ვიბრძვი იმისთვის, რომ ვიყო ხალხის კანდიდატი!
  • ჩვენ არ გვექნება საარჩევნო შტაბები და არც შეხვედრებზე მომხრეების შეკრებებზე დავხარჯავთ თანხებს
  • ადამიანებმა უნდა იფიქრონ არა იმაზე, თუ ვინ რა აჩუქა, პური თუ ფქვილი, არამედ იმაზე, თუ ვინ რას გააკეთებს ქვეყნისთვის მომავალში! მე ვარ პროფესიონალი: ყველა საფეხური გავიარე. ხუთი წელი უცხოეთში ვიცხოვრე და ვისწავლე – ამერიკაში, ევროპაში, რუსეთსა და უკრაინაში. მაქვს დიდი გამოცდილება, დიდი კონტაქტები გარე სამყაროსთან. მე საკუთარი თავი მოვამზადე იმისთვის, რომ ეს გადაწყვეტილება მიმეღო…
  • ძლიერი ქუთაისი და თბილისი საქართველოს საყრდენია.
    აღმოსავლეთში თბილისი და დასავლეთში ქუთაისი, რომელიც არის გამაერთიანებელი და ეროვნული განწყობის ქალაქი. ცდილობენ ქუთაისს წაართვან ეროვნული განწყობა, რაც იქნება დიდი უბედურება!მე ვიქნები იმისთის რომ ქუთაისი იყოს დიდი ეროვნული ქალაქი!
Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *