თეიმურაზ შაშიაშვილი: მარტოკამ უნდა ვიომო!

ჩვენ არ უნდა გავაცდინოთ დრო ერთმანეთთან შეხვედრების და ერთმანეთისთვის ერთგულების მტკიცებისთვის.მხარდამჭერთა თეატრალიზებული შეხვედრები ფამილარობის დემონსტრაციად იქცა.

თუ ჩვენ ქვეყნისთვის ვიბრძვით და არა საკუთარი კეთილდღეობისთვის, ამოცანად უნდა დავისახოთ საარჩევნო შტაბების ამ ფორმით ფუნქციონირების დასრულება .

დღეს ჩვენ რეალურად საქმე გვაქვს ბიზნეს-შტაბებთან,ანუ ფულის შოვნის საამქროებთან…

ჩვენ უნდა შევქმნათ ნამდვილი ქარხნები ,ბიზნეს-ცენტრები და გავაცნობიეროთ ,რომ საარჩევნო შტაბებს ამ ფორმით დამანგრეველი ფუნქცია აქვთ.სწორედ მათთან არის დაკავშირებული სიყალბე,მატყუარების მოყვანა პოლიტიკასა და ხელისუფლებაში. ეს კეთდება ე.წ. იმიჯმეიკერების მიერ,რომლებიც კარგად ფუთავენ ნაგავსა და უვარგისს. ჩვენთვის მთავარი უნდა იყოს არა კარგად შეფუთული პრეზიდენტობის კანდიდატი ,არამედ მისი,როგორც პიროვნების რეპუტაცია, რეპუტაცია იმ პარტიის და ჯგუფის,რომელიც წარადგენს პრეზიდენტობის კანდიდატს!

წინ დიდი ბრძოლა გველის..

ცალ-ცალკე გულიან ბრძოლას შეუძლია შეგვაერთოს გამარჯვებაში.

ჩემგან ღალატი არ იქნება-მზად ვარ თავგანწირული ბრძოლისთვის!

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *