ქვეყანას პატრონი სჭირდება და ეს ფუნქცია ხალხმა უნდა დაიბრუნოს!

ისეთი სითბო მაგრძნობინეს ქუთაისის ავტოქარხნის დასახლების მცხოვრებლებმა,რომ ამისთვის ღირდა ცხოვრება…

 სიკვდილის ტოლფასია ნებისმიერი ხელისუფალისთვის,რაც ამ დასახლებაში,ქარხნის ტერიტორიაზე ხდება. გაუსაძლისია აბსოლუტური უმრავლესობის ყოფა. ამდენი პროფესიონალი,თანაც უნიკალური,ასე უსაქმურად და დეპრესიულ მდგომარეობაში იყოს, დანაშაულია.

ვიცოდი,ჩინელები ჭკვიანები იყვნენ. ამაში დავრწმუნდი კიდევ ერთხელ – წალკოტი ჩაიგდეს ხელში,მთელი საქართველოს ტერიტორიიდან ეზიდებიან უნიკალური ჯიშის ხე-ტყეს და ავეჯად გვიბრუნებენ ჩინეთიდან,იმ ქვეყანას,რომელიც ერთ-ერთი გამორჩეული იყო და არა მარტო საბჭოთა სივრცეში,ავეჯის წარმოების კუთხით! ჩინელებს რას ვერჩით,ეს ჩვენ გავყიდეთ და ვყიდით კაპიკებად ქვეყანას!

სისტემური ცვლილებების და ამის საფუძველზე ქვეყანაში წესრიგის დამყარების გარეშე,მომავალი არ გვაქვს!

მოქმედების დროა! ქვეყანას პატრონი სჭირდება და ეს ფუნქცია ხალხმა უნდა დაიბრუნოს,  წესიერი,მოუსყიდავი და გაბედული პიროვნებების,პირველ რიგში ქართული ღირსების მატარებელი პრეზიდენტის არჩევით.

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *