თემურ შაშიაშვილი: „დღეს ქართულ სახელმწიფოს სამი რამ ებრძვის…“

 

„ქრონიკას ესაუბრება პარტია „თეთრების“ ლიდერი, თემურ შაშიაშვილი.

– ბატონო თემურ, თქვენ მართალი აღმოჩნდით, ოლეგ მელნიკოვი ნამდვილად უკრაინაში იმყოფებოდა, იქ დაიჭირეს!

– სააკაშვილი არის უზნეო და ველური კაცი… ქვეყანას ჰყავს პრეზიდენტი, რომელიც პრემიერ- მინისტრს, ბიძინა ივანიშვილს გარიგებას სთავაზობს – ოთხი კაცი გამოუშვი ციხიდან და ელჩების შეცვლაზე დავილაპარაკებთო!

– ხო, მეც გაოგნებული ვარ, ასე „ჰესბოლასა და „ჰამასის“ ლიდერები ელაპარაკებიან იმ ქვეყნის ლიდერებს, რომელთა მოქალაქეებიც მძევლად ჰყავთ აყვანილი…

– დღეს საქართველოს ელჩების დიდი ნაწილი გრძნობს მოახლოებულ საფრთხეს და ისინი ცდილობენ ყველაფერი გააკეთონ „ნაცმოძრაობის“ სასარგებლოდ და ქვეყნისთვის საზიანოდ. რაც ახალი ხელისუფლება მოვიდა, ქვეყანაში ათამდე პიროვნება დააპატიმრეს, რომელსაც ინტერპოლი ეძებდა, ბუნებრივად ისმის კითხვა, რატომ არ იჭერდა ამ ხალხს სააკაშვილის რეჟიმი? იმიტომ ხომ არა, რომ ინტერპოლის მიერ ძებნილ ხალხთან ისინი თანამშრომლობდნენ? დღეს საქართველოს ებრძვის სამი რამ გამორჩეულად, – ჩასაფრებული სააკაშვილი, რომელიც ბოღმისაგან დიდი ხანია ჭკუაზე აღარ არის , მეორე – ნაცმოძრაობასთან და ბიძინა ივანიშვილთან ახლობლობით გაყოყოჩებული მედროვეები და მესამე – ქართულ სახელმწიფოს ასევე ებრძვის ის გაბოროტებული ადამიანი, რომელიც ვერ გახდა მინისტრი, ან ვერ შევიდა პარლამენტში „ქართული ოცნების“ სიით!.. აი, ეს სამი კატეგორიის ხალხი – ჩასაფრებული, გაყოყოჩებული და გაბოროტებული ადამიანები არიან დღეს საქართველოს სახელმწიფოს დაუძინებელი მტრები!..
– პარლამენტში კინაღამ მუშტი კრივი გაიმართა!.. თქვენ ალბათ იცით ნუკრი ქანთარიას გამოსვილის შესახებ, რასაც დიდი ვაი-უშველებელი მოჰყვა! რას იტყვით?
– ნუკრი ქანთარია დიდი რეჟისორია და ხომ ხედავთ, რა უცებ გაწირეს? საქართველოში „თავისუფლების ინსტიტუტის“ იდეოლოგია უნდა ამოიშანთოს, რადგან ვატყობ და ვხედავ, რომ ამ იდეოლოგიის ხალხი „ქართულ ოცნებაშიც“ მრავლად არიან. მე მძულს სამოქალაქო საზოგადოება, მე ადამიანური საზოგადოება მიყვარს და გეტყვით, რასაც ვგულისხმობ!.. მაგალითად, მოქალაქე დიტო ჩუბინიძე „თავსიუფლების ინსტიტუტისა“ და ამერიკისა და ევროპისათვის მისაღებია, მაგრამ ცნობიერად ქართველი დიტო ჩუბინიძე, მათთვის მიუღებელია!.. მთავარია იყო კანონმორჩილი, მაგრამ თუ სული გაქვს, თუ სულიერი და ეროვნული მისწრაფებები გაქვს, მაშინ ამ სექტისთვის ხარ მიუღებელი!.. რაც შეეხება ნუკრი ქანთარიას ნათქვამს, „პოლიტიკური მეძავობა“ და „პოლიტიკური სუტენიორობა“ – ეს არის ჩვეულებრივი პოლიტიკური ტერმინი, რომლებსაც გამოიყენებენ… მეტსაც გეტყვით, „პოლიტიკური მეძავი“ და „პოლიტიკური სუტენიორი“ უფრო მეტად მეძავი და ზნედაცემულია, ვიდრე ნამდვილი მეძავი და სუტენიორი!… ერთიც უნდა გითხრათ, ნუკრი ქანთარია იმდენად დიდი რეჟისორია, რომ პარლამენტს გარეთ უფრო ძლიერია, ვიდრე პარლამენტში!..

– ბატონო თემურ, მეთანხმებით იმაში, რომ სააკაშვილი არის დამნაშავე?
– რა თქმა უნდა!

– მაშ, როგორ წარმოგიდგენიათ ქვეყანაში სააკაშვილის დაპატიმრების გარეშე სამართლიანობის აღდგენა?
– სააკაშვილის ხელისუფლებას და „ნაცმოძრაობას“ თუ პოლიტიკური სასამართლო არ მოვუწყვეთ, ქვეყანას მომავალი არ აქვს!.. ამ სასამართლოს წინ უნდა უსწრებდეს საქართველოში უცხოელ ექსპერტთა ჩამოყვანა და მათი სერიოზული მუშაობა, რომლებიც კომპეტენტურ დასკვნებს დადებენ! „თავისუფლების ინსტიტუტმა“ გაანადგურა და გარყვნა ქვეყანა. მათი მითითებით საქართველოში ისეთი პარტიებია, რომლებიც კაცის კაცზე და ქალის ქალზე დაქორწინებას ემხრობიან და რაზე ვლაპარაკობთ საერთოდ(!!!)?’

– ბევრი საუბრობს იმის შესახებ, რომ აპრილში სააკაშვილი მთვრობას და პარლამენტს დაითხოვს და რევანშის განხორციელებას შეეცდება!…
– ბიძინა ივანიშვილს დღეს აქვს უდიდესი მისია – ერთი წლის განმავლობაში მან უნდა მოახერხოს „ნაცმოძრაობა“ როგორც ოპოზიციური ძალა უნდა დაშალოს და გაანადგუროს!.. აი, მთავარია ეს პროცესი ჩატარდეს უსისხლოდ და ბიძინა ივანიშვილმა ამის განსახორციელებლად უნდა გაიაროს დანის პირზე. მე ეჭვი არ მეპარება, რომ სააკაშვილი იმდენად ველური, ბინძური, დაბოღმილი და არაქართული ცნობიერების მატაერბელია, რომ აპრილში, როცა კონსტიტუციით ექნება ამის შესაძლებლობა, ის აუცილებლად შეეცდება დაითხოვოს პარალმენტი და მთავრობა.

– და თუ ეს მოხდა, მაშინ რას უნდა ველოდეთ?
– სისხლი დაიღვრება!.. მაგრამ მე ეჭვი არ მეპარება, რომ პოლიტიკური ძალა, როემლიც ქვეყნის სათავეშია, ფიქრობს ამ საკითხზე! ამ ერთი წლის განმავლობაში ბიძინა ივანიშვილმა იმოქმედა დიდი სიზუსტით, მაგრამ ეხლა დიდი სიზუსტე არ არის საკმარისი, ეხლა არნახული სიზუსტეა საჭირო!.. ბიძინა ივანიშვილს უფრო მეტი მხარდაჭერა სჭირდება, ვიდრე არჩევნების წინ. მე არ მაინტერესებს, რა დამოკიდებულება აქვს ჩემთან, მე მაინტერესებს ქვეყნის ბედი და უნდა გითხრათ, რომ ასეთი კარგი და პროფესიონალებით დაკომპლექტებული მთავრობა საქართველოს ჯერ არ ჰყოლია!.. ვინც მინისტრი ვერ გახდა, ილანძღება და ლანძღავს ქვეყანას!.. „ნაციონალების“ მიერ დანგრეულ ქვეყანაში დღეს თანამდებობაზე ფიქრი იმაზე უ უფრო საშიშია, ვიდრე რომელიმე მამალი „ნაციონალის“ ბოდვა!.. კიდევ ერთხელ ვაცხადებ, – ჩვენ მსოფლიოს ვერ შევუტრიალებთ ტვინს, ვერ გავაქარწყლებთ იმას, რასაც სააკაშვილი ჩხავის საზღვარგარეთ, ჩვენ ქვეყანა ავაყვავეთო!, – თუ აქ არ ჩამოვიყვანთ მსოფლიოში ცნობილ ეკონომისტებსა და თუ ისინი არ დადებენ კომპეტენტურ დასკვნას, ბოლოს და ბოლოს დაიქცა თუ აყვავდა ეს ქვეყანა!.. გლოვობენ სააკაშვილის პოლიტიკური მეგობრები თუ პარტნიორები მას შემდეგ, რაც პარლამენტმა პოლიტპატიმრების განთავისუფლებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო. მე დღეს ვგებულობ, რომ თავის დროზე, გოჩა ძასოხოვს ბათუმის ოფისში შეუვარდნენ , იქაური დეპუტატი, რომელსაც წინა დღით რამდენიმე მილიონი ასესხა, გაიქცა… წამოიყვანეს გოჩა ძასოხოვი, შეიყვანეს კეზერაშვილის კაბინეტში რომელიც მაშინ იყო თავდაცვის მინისტრი და ეუბნებიან ბატონ გოჩას, – ყველა ბიზნესი ჯოზეფ კეის სახელზე გადააფორმეო!… არ არის ეს პოლიტიკური დევნა? ანდა ვისაუბროთ შესანიშნავ პიროვნებაზე, კონსტანტინე სალიაზე, რომელიც აფხაზი გახლავთ და ნათესავების 90 პროცენტი აფხაზეთში ჰყავს. გერმანელებთან ერთად ჰქონდა ბიზნესი და გააქციეს ს აქართველოდან, დღეს გერმანიაში ცხოვრობს, სადაც პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო!… ვინ არის საქართველოს დაუძინებელი მტერი, ვისაც არ უნდა, რომ ქართველების, ა ფხაზებისა და ოსების ერთობის დამცველი და ამ ერთობაზე მზრუნველი ხალხი ქვეყნიდან განდევნოს და გააქციოს? ან ბატონ მინდია ქაშიბაძეს რა უქნეს, ან ბატონ ქიბარ ხალვაშს რა უქნეს? ეს ადამიანები პოლიტდევნილები არიან, აბა ვინ არიან? ბატონმა გოჩა ძასოხოვმა საოცარი რამ თქვა ათასკაციან აუდიტორიაში, – ამერიკელებმა და რუსებმა გვაცალეთ ქართველები, ოსები და აფხაზები შევქმნით ისეთ სახელმწიფოს, რომლითაც მსოფლიო იამაყებსო!.. მეტი რა უნდა ეთქვა და ასეთი კაცი გადახვეწეს ამ ქვეყნიდან!..
დაბოლოს, ჩვენი საუბრის დასასრულს მინდა ყურადღება მივაქციო იმ ფაქტს, რომ ვამბობდი, სააკაშვილსა და მის გუნდზე, ესენი თანამდებობის გარეშე არარაობები არიან -მეთქი. ხომ გამართლდა? დააკვირდით მერაბიშვილს, ის უკვე არის არარაობა!..

ესაუბრა დიტო ჩუბინიძე

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *