პრეზიდენტის შეზღუდული უფლებებიდან გამომდინარე, ალბათ ბევრი ფიქრობს ,რომ არავითარი მნიშვნელობა არ აქვს თუ ვინ იქნება ამ თანამდებობაზე არჩეული.მიმაჩნია, რომ ეს პოსტი არის ერთ- ერთი მნიშვნელოვანი ტრიბუნა, რომელიც ქვეყნის და ხალხის საკეთილდღეოდ იქნება გამოყენებული ღირსეული პრეზიდენტის მიერ

.დღეს ერთი პატარა ამბავი მინდა მოგითხროთ, რომელმაც შეცვალა ერთი ადამიანის ცხოვრება და ეს ადამიანი ჩემი ნაბოლარა და არის. ოთხმოცდაათიანი წლები იყო, გასაჭირი, უშუქობა,უფულობა, უმუშევრობა. საპენსიო ასაკს მიღწეულ ჩემ მშობლებს, ჩემი ნაბოლარა და დარჩათ დასაბინავებელი და მას რომ უმაღლეს სასწავლებელში ესწავლა, თითქმის არანაირი შანსი არ ჰქონდა. იყო მცდელობა, მაგრამ სწავლის ფული ვერ გადაუხადეს და იძულებული გახდნენ სახლში დაეჯინათ. ( სინამდვილეში ,ჩემი და ჩემი ბიძაშვილია, ის რვა თვის დაობლდა და ჩემმა მშობლებმა იშვილეს და გაიზარდეს).

ამ პერიოდში ქუთაისის მერი თეიმურაზ შაშიაშვილი იყო. იგი ადგილობრივ ტელევიზიაში საჯარო გადაცემებს აწყობდა,  ნებისმიერ მოქალაქეს შეეძლო მასთან დაკავშირება და მის პრობლემებზე პირადად საუბარი. ხოდა, ერთ საღამოს იმედდაკარგულმა ცხონებულმა დედაჩემმა აიღო ტელეფონი და პირდაპირ ეთერში შაშიაშვილს დაუკავშირდა. სიტუაციის მოსმენის შემდეგ, ბატონმა თეიმურაზმა პირდაპირ ეთერშივე გასცა კატეგორიული ბრძანება, მიეღოთ, მოესმინათ და ჩვენს სასარგებლოდ გადაეწყვიტათ ეს პრობლემა. მეორე დღესვე ყველაფერი გადაწყდა და ჩემი და სწავლის საფასურის გადახდის გარეშე გახდა ქუთაისის უნივერსიტეტის ეკონომიური ფაკულტეტის სტუდენტი. , რომელიც მან წარჩინებით დაამთავრა და დღეს იგი ბატონი თეიმურაზის წყალობით შემდგარი პიროვნებაა.

დღეს თეიმურაზ შაშიაშვილი კენჭს იყრის საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნებში. ეს ადამიანი ღირსეულთა შორის ღირსეულია, ზუსტად ვიცი იგი თითოეული თქვენთაგანის პრეზიდენტი იქნება,რომ იგი აუცილებლად გამონახავს გზებს შემოაღწიოს თითოეული თქვენთაგანის ოჯახში და გადაჭრას და გულთან მიიტანოს თქვენი პრობლემები, ისე როგორც გულთან მიიტანა და გადაწყვიტა ჩვენი ოჯახის პრობლემა. მოგიწოდებთ ხმა მისცეთ თეიმურაზ შაშიაშვილს.

პ. ს. ეს ამბავი ალბათ ბატონ თეიმურაზს არც კი ახსოვს და მისთვის ეს დიდი სიურპრიზი იქნება. მე მას გამარჯვებას და წარმატებებს ვუსურვებ.

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *