შოთა ზოიძე: დამოუკიდებელი პრეზიდენტობის კანდიდატის, თემურ შაშიაშვილის სასარგებლოდ ვიმუშავებ. ამასვე მოვუწოდებ „ქართულ ოცნებასაც“, ქართველ ხალხსაც

მე მაინც, დამოუკიდებელი პრეზიდენტობის კანდიდატის, თემურ შაშიაშვილის სასარგებლოდ ვიმუშავებ. ამასვე მოვუწოდებ „ქართულ ოცნებასაც“, ქართველ ხალხსაც, მარგველაშვილით რომ შეირცხვინეთ თავი, ისიც კმარა. ოპოზიციური კანდიდატებიდან (უსუფაშვილი, ბაქრაძე, ვაშაძე) არც ერთი არ უქბნია ბუნებას. მათ ხსენებაზე ხალხს გული ერევა. ერთადერთი დამოუკიდებელი კანდიდატი, რომელსაც ხალხში მაღალი რეიტინგი და სუფთა წარსული აქვს სახელმწიფო მოღვაწეობაში, თემურ შაშვილია. იგი არის უშიშარი და პირდაპირი, აკეთებს ზუსტ ეკონომიკურ ანალიზს, უყვარს ქართველი ხალხი და არ იქნება უცხოეთის მონა-მორჩილი, არც არავის დაისვამს თავზე, არც არავის დაჩაგრავს. გვახსოვს, როცა გუბერნატორები დაცვით დადიოდნენ, ბატონი თემური ტანკებს გადაუდგა წინ. სწორედ, რომ ასეთი პრეზიდენტი სჭირდება ჩვენს გაღატაკებულ მოსახლეობას.

“საქართველოს რესპუბლიკა”  #179 (13.09.2018წ)

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *