(ქრონიკა)თემურ შაშიაშვილი: „პრეზიდენტის ავლაბრის რეზიდენციაში მოკალათებულია „ნაციონალების“ რევანშისტთა ბანდა

 

ქრონიკას ესაუბრება პარტია „თეთრების“ ლიდერი, თემურ შაშიაშვილი

– ბატონო თემურ, მართალია, ამ წუთას თქვენ საქართველოში არ იმყოფებით, მაგრამ ვიცი, რომ უკანასკნელ დღეებში განვითარებული მოვლენების შესახებ ინფორმაციას ზედმიწევნით ფლობთ… როგორ ჩანს, ევროპიდან ის, რაც ბოლო დროს ასე აქტუალურია საქართველოში – რევანში, სააკაშვილის შუქისა და თვითმფრინავის უსაშველოდ დიდი ხარჯების სეკვესტრი, გააქტიურებული დევნილები, შენობებში შევარდნები, საბოტაჟი, რას იტყვით ყოველივე ამის შესახებ?
– ყველა ის თემა, რომელიც ამ ბოლო დროს თითქოს გააქტიურდა, რომელია თქვენი გაზეთისთვის უცხო? ჯერ კიდევ როდის ვამბობდი, თუ როგორ ხრავდა ქვეყანას კაგებეს გენერალი გენერალოვი, რომელიც საქართველოში თემურ ალასანიამ ჩამოიყვანა!.. ევროპაში ყველას ვისაც ვხვდები, ვეუბნები: შევარდნაძის დროს ფული ბიუჯეტამდე არ მიდიოდა, შევარდნაძის შემდეგ ბიუჯეტი თითქოს გაიზარდა, მაგრამ კორუფციამ მიაღწია კატასტროფულ მასშტაბებს-მეთქი!. ისინი კი თავის მხრივ ღიმილით მპასუხობენ: რაც ამ დღეებში გამოვლინდა ბიუჯეტის უკანონო ხარჯვასთან დაკავშირებით, ზღვაში წვეთია იმასთან შედარებით, რაც აწი გამოვლინდებაო!.. ანუ თურმე ევროპელ ექსპერტებს ყველაფერი სცოდნიათ ჩვენი უბედურების შესახებ. სწორედ მათ ჩამოაყალიბეს შეხვედრის დროს ასეთი ფორმულა და მითხრეს, სააკაშვილი იყო და რჩება საქართველოშო ამერიკული სომხური ლობისტური ფირმის „პეტერსონ ბლექნაბის“ მოსამსახურედ და სანამ მიშა საქართველოში იქნება, ის ამ პოლიტიკას გააგრძელებსო!’’. როგორც იტყვიან, სააკაშვილი არის „მაოხრებელი გზირი!“ …
მეორე და ყველაზე მთავარი, რასაც ევროპელი ექსპერტები მეუბნებიან, – თუ ახალმა ხელისუფლებამ არ დაიწყო ტრანშების ადა ჰუმანიტარული დახმარებების აღრიცხვა და დათვლა, რომელიც 1992 წლიდან და განსაკუთრებით – 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ შემოვიდა საქართველოში, თუ ახალი ხელისუფლებისაგან ამის დათვლა პრინციპულად არ მოითხოვა დასავლეთმა და ამერიკამ, მაშინ ჩნდება სერიოზული ეჭვი იმის შესახებ, რომ შევარდნაძისა და სააკაშვილის ხელისუფლებებთან ერთად ამ დახმარებებთან კორუფციული ურთიერთობა აკავშირებდათ როგორც ევროპულ, ასევე ამერიკულ სტრუქტურებსო!…

– ბატონო თემურ, რა თანხებზეა ლაპარაკი?
– ძალიან უხეში გათვლებით, 1992 წლიდან მოყოლებული, საქართველოში ევროპიდან და ამერიკიდან ჰუმანიტარული დახმარების სახით შემოვიდა დაახლოებით 40 მილიარდ დოლარზე მეტი!… ამ 40 მილიარდიდან 8 მილიარდი შემოსულია აგვისტოს ომის შემდეგ.

– სად წაიღეს და რა უქნეს ამდენ ფულს?
– მეტსაც გეტყვით, უცხოეთში გადახვეწილ ბიზნესმენებს რომ ვხვდები, რომლებსაც აურაცხელი ქონება წაართვა ამ ხელისუფლებამ, რასაც ისინი მეუბნებიან, რა თანხებზეც ისინი საუბრობენ, საერთო ჯამში დაახლოებით 50 მილიარდი დოლარი შავი ფული ტრიალებდა და ტრიალებს სააკაშვილის, მისი ოჯახის, მეგობრების კლანის წევრებისა და მეგობარი ბიზ~ზნესმენების გარშემო (!!!). თუ „ნაციონალური მოძრაობა“, როგორც პარტია არ გასამართლდა, ქვეყანას წინსვლა ვერ ეღირსება, რადგან ბიძინა ივანიშვილის პროგრამას, რომელიც არის უნიკალური, მხოლოდ იმ შემთხვევაში უწერია განხორციელება, თუ ხელისუფლებას ჰყავს არა ჩასაფრებული, არამედ კონსტრუქციული და ქვეყანაზე მოფიქრალი ოპოზიცია. ჩვენ, „თეთრები“, რომლებსაც ბევრი გვყავს გუნდში სახელმწიფო კაცები, რომლებიც თავს არ იკლავენ თანამდებობისთვის, მეცნიერები აკეთებენ საინტერესო გათვლებს. ჩვენ შევიკრიბეთ და 15 ნოემბერს ჩვენ ალბათ, მივმართავთ ხელისუფლებას!… ესენი კი არიან ჩაასფრებულები და შემთხვევით არ უთქვამს ბიძინა ივანიშვილს სააკაშვილისთვის დატოვე ავლაბრის რეზიდენცია და სახელმწიფო კანცელარიის შენობაში დაიკავე ადგილი, სადაც პრეზიდენტის ფლიგელი დღემდე დალუქულიაო!..

– რას გულისხმობთ, ავლაბრის რეზიდენცია ჩასაფრებასთან რა კავშირშია?
– „ნაციონალური მოძრაობა’’ გაბოროტებულია იმის გამო, რომ ბიძინა ივანიშვილი მათ არ დევნის!.. ესენი ჩასაფრებულებიც არიან და გაბოროტებულებიც.!.. ეჭვგარეშეა, რომ ესენი სერიოზულად ემზადებიან რევანშისთვის და ავლაბრის რეზიდენცია, სადაც სააკაშვილია მოკალათებული გადაქცეულია რევანშისტების ბუდედ, სადაც რა ხდება, რა გეგმებს აწყობს სააკაშვილი ქვეყნის დასაქცევად, კაციშვილმა არ იცის (!!!). მეორე შტაბი კი სააკაშვილის ბრძანებით გადაიტანეს დასავლეთ ევროპაში, კერძოდ მიუნხენში(!!!). უკვე მერამდენედ გადავამოწმე და ამ ეტაპისათვის ზუსტია ინფორმაცია, რომ იუსტიციის ყოფილი მინისტრი ადეიშვილი სწორედ გერმანიას, უფრო კონკრეტულად კი მიუნხენს აფარებს თავს, სადაც ძალიან სერიოზული მოძრაობები და შეხვედრები შეინიშნება…. აქ ორი ვერსიაა განსახილველი. ადეიშვილი უშუალოდ სააკაშვილის დავალებით გაემგზავრა რევანშისტული შტაბის შესაქმნელად. მეორე ვერსიით კი ადეიშვილმა, რომლის შესახებ ყველა ამბობს, რომ არის ძალიან ძლიერი იურისტი, მაგრამ ამავე დროს ბოროტებისა და საშინელების განსახიერება იყო, შეიტყო, რომ სააკაშვილისაგან, ბოკერიასაგან და სხვებისაგან განსხვავებით მას არ ჰქონდა ხელშეუხებლობის გარანტია და ქვეყნიდან ყველაზე ადრე გაიქცა!!!

-ბატონო თემურ, თქვენ ფიქრობთ, რომ სააკაშვილისა და სხვა, ჩემის აზრით დამნაშავეების შესახებ ვინმემ ხელშეუხებლობის გარანტია გასცა?
– ეს ვერსიაა მხოლოდ, მაგრამ მე მჯერა, რომ ახალი ხელისუფლება დაინტერესდება სააკაშვილისა და მისი ხროვის მიერ ჩადენილი დანაშაულებით და ყველა საკადრისად დაისჯება!..

– ზურაბ ჟვანიას ძმამ, გოგლა ჟვანიამ პირდაპირ დაადო ხელი სააკაშვილს, მერაბიშვილს, ადეიშვილს და ბარამიძეს, მათ მოაწყვეს „უბედური შემთხვევის ინსცენირებაო!.. ასევე საუბარი იყო იმის შესახებ, რომ სასამართლოზე გამოვა თვითმხილველი, რომელიც ყველაფერ სიტყვის.. როგორ ფიქრობთ, ეს ის თვითმხილველია, რომლის შესახებაც ჩვენ პირველებმა ვისაუბრეთ „ქრონიკის“ ფურცლებზე, თუ სხვა ვინმეა?
– დიახ, სავარაუდოდ ეს ის თვითმხილველია!.. ბატონი გოგლა იყო ჩემთან მოსული და ე.წ. სკაიპით დავალაპარაკე იმ პიროვნებას, რომელიც თავის მეუღლესთან ერთად სასწრაფოდ ჟვანიას მკვლელობის დილას, როგორც კი ეს ამბავი გამოაცხადეს, სასწრაფოდ გაიქცა ქვეყნიდან!.. მოგეხსენებათ, ის ირლანდიაში იმყოფება. მე გამოვედი ოთახიდან, და ბატონი გოგლა კარგა ხანს ესაუბრებოდა მას. ჩვენ ვთქვით პირველად, რომ არსებობდა აუდიომასალა, რომ ზურა ჟვანია არის მოკლულიდა არავითარ უბედურ შემთხვევას არ ჰქონია ადგილი. ეხლა უკვე საუბარია იმის შესახებ, რომ თურმე არსებობს ვიდეოკადრებიც. მე არაფერს გამოვრიცხავ. თუმცა ერთი რამ უნდა ვთქვა, ამას გადაჭარბებაში ნურავინ ჩამითვლის, მაგრამ სწორედ ჩვენმა საგაზეთო ინტერვიუებმა აარიდა ცხონებული ზურაბ ჟვანიას ის სირცხვილი, რომელიც მის სახელის გასანადგურებლად და დასამარხად შემუშავებული და დაგეგმილი ჰქონდა მიხეილ საააკაშვილსა და მის ნაძირალა გუნდს!.. ისე კი ცხონებული ჟვანიასა და შევარდნაძის ერთობლივი პროდუქტია ეს შლეგი და ველური კაცი, ეს ბოროტების სიმბოლო – „მიხეილ სააკაშვილი!“. ჟვანიამ მიიყვანა შევარდნაძე „პეტერსონ ბლეკნაფში“ და იქ ერთობლივად შეთანხმდნენ სომხურ ლობთან, რომ სააკაშვილს შეიყვანდნენ პოლიტიკაში!..

– ბატონო თემურ, საუბარია იმის შესახებ, რომ ბაღდათელებისა და სამტრედიელების საინიციატივო ჯგუფმა სადაც შუალედური არჩევნები უნდა აცატარდეს, შემოგთავაზათ ან ბაღდათში, ან სამტრედიაში იყაროთ კენჭი… საუბარია გუბერნატორობის არჩევითობაზეც, რას აპირებთ?
– მასწავლებლები გამოვიდნენ ასეთი ინიციატივით, დიდი მადლობა მათ ამისთვის. ბაღდათის რაიონში ძალიან ღირსეული ადამიანები – ბატონი პეტრე ჩხეიძე და ბნატონი ვაჟა ლორთქიფანიძე თუ დააყენებენ თავიანთ კანდიდატურებს, მე რა თქმა უნდა მათ ხელს არ შევუშლი!.. რაც შეეხება გუბერნატორის არჩევნებს, თუ ეს მოხდება ძალიან მალე, იქნება ძალიან კარგი, რადგან ცენტრალურ ხელისუფლებასა და ხალხს შორის არ არსებობს შემაკავშირებელი, შუალედური რგოლი. პირიქით, შუალედური რგოლი – გუბერნატორები, მერები, საკრებულოს თავმჯდომარეები მტრულად არიან განწყობილი ამ ხელისუფლებისადმი და მეტიც, ისინი არიან ჩასაფრებულნი!. მე ვაპირებ იმერეთში გუბერნატორის არჩევნებში მივიღო მონაწილეობა, მაგრამ თუ არჩევნები ჩატარდება ხუთი – ექვსი თვის შემდეგ, ეს იქნება ძალიან დაგვიანებული!

ესაუბრა დიტო ჩუბინიძე

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *