ეს გამოკვეთილად უნდა ითქვას ზუგდიდში… გაკეთდეს შემოძახილი მთელი საქართველოსთვის სწორედ სამეგრელოდან!

საინტერესო შეხვედრა და საუბარი გვექნება ყოველგვარი პომპეზურობის, ტაშისა და ფამილარობის გარეშე.

ტაშმა და მოჩვენებითმა,ხათრისა და იძულების შეხვედრებმა დაანგრია ქვეყანა და ქართული სული.

აშკარაა,რომ სხვა სტანდარტების პოლიტიკა და ურთიერთობა გვჭირდება.სოციალური დემაგოგია და ტყუილი პოლიტიკაში წარსულს უნდა ჩაბარდეს,თუ ვფიქრობთ მომავლის საქართველოზე.წარსულს უნდა ჩაბარდეს გარედან დაფინანსებული და მართული,უცხოელი იმიჯმეიკერების მიერ შეფუთული და მათ მიერ ხალხის მოტყუებაში გაწვრთნილი პოლიტიკოსები!

ჩვენ გვჭირდება მაღალი რეპუტაციის ადამიანების შერჩევის სისტემა. სისტემა,რომელიც ხელისუფლებაში არ შეუშვებს არაპროფესიონალს, გაუნათლებელს, გამოუცდელს,სუსტსა და მატყუარას .. სისტემა,რომელიც ძლიერზე -რწმენის კაცზე,საქმის კაცზე იქნება დამყარებული. სისტემა,რომელიც ნებისმიერ პოლიტიკოსს,სახელმწიფო მოხელეს ანგარიშვალდებულს გახდის ხალხის წინაშე და არა მისი უცხოელი,თუ ჩვენებური პატრონის.

ამ მძიმე დასკვნებში დამარწმუნეს იმ შეხვედრებმა,რომელიც პირველი სექტემბრიდან, 15 დღის განმავლობაში, ხელმოწერების პარალელურად გვქონდა მთელი საქართველის მასშტაბით, მე და ჩემს მეგობრებს, საინიციატივო ჯგუფის წევრებსა და მის ხელმძღვანელს,ბატონ ზაურ ნაჭყებიას..

ამ საკითხებზე მძაფრი,მაგრამ გულიანი საუბარი გვქონდა თბილისის უბნებში,ბათუმში,ოზურგეთში ქუთაისში.ამასცე გვწერენ სოციალურ ქსელში ჩვენი მხარდამჭერები, გულშემატკივრები მთელი მსოფლიოდან,საქართველოს ყოველი კუთხიდან .

პოლიტიკის დიდი გასუფთავების ეს პროცესი უცილობლად დასაწყებია და იგი უნდა წარიმართოს გონებით,ყოველგვარი დაპირისპირების, ანგარიშსწორების, ჩემიანებად და სხვისიანებად დაყოფის, ქუჩის ბრძოლების გარეშე.საერთოდ ქუჩის პოლიტიკა და ქუჩის პოლიტიკოსების კარპაში უნდა დამთავრდეს საქართველოში.ეს ქართული გზა არ არის!

ყველაფერ ამაზე გამოკვეთილად უნდა ითქვას ზუგდიდში და მთელი საქართველოსთვისაც გაკეთდეს შემოძახილი სწორედ სამეგრელოდან.

ველოდები ადამიანებს,რომელთაც ბევრი შეკითხვა აქვთ,აწუხებთ დღევანდელობა და ფიქრობენ მომავალზე.

ზუგდიდი სიბრძნის ქალაქია, სამეგრელო  – ქვეყნის დიდი საყრდენი..უნდა დამთავრდეს სიბრძნესთან და საყრდენთან პოლიტიკური თამაში, რომელიც ათწლეულებია გრძელდება და უძლიერესი რეგიონი უმძიმესად დაასუსტა.

მართალი საუბრით და რეალური კაცების თავგანწირული საქმიანობით შეუძლებელს შევძლებთ,ვიცხოვრებთ ბედნიერებით სავსე სამშობლოში.

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *