ჩვენ უნდა გავიმარჯვოთ – ნარკოტიკებზე, უზნეობაზე, გაუნათლებლობაზე!

-ამ განცხადებას ვავრცელებ იმ გაუგონარი პოლიტიკის გამო, რომელსაც ასე ღიად და დაუფარავად, თითქმის საკუთარი მოქალაქეების ჯიბრზე ახორციელებს საქართველოს ხელისუფლება ნაცმოძრაობის რამდენიმე ნაწილად დაქსაქსულ, მისგანვე ხელდასმულ ოპოზიციასთან უნისონში. დიახ, ასეთი სახე აქვს მთავრობის ნარკოკამპანიას, ყოველ შემთხვევაში ჩემთვის. კამპანია – ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ – ასე დავარქმევდი.

მე არ მაინტერესებს ხელისუფლების შტოები და შიდადინებები, მე მაინტერესებს, რომ ხელისუფლებას ჰქონდეს ერთი სახე, ერთი პოლიტიკა და ერთი პირი. შიდადაპირისპირებებით მანიპულირება და ბუტიაობის თამაში, განთავისუფლებულ, მაგრა არა კანონის ძალით გასამართლებულ ყოფილ მთავრობის წევრებთან, ვერ ჩამორეცხავს იმ შეცდომებს და დანაშაულობებს, რასაც მოქალაქეები საკუთარი თვალით ხედავენ.

ჩვენ, ხალხმა, მათ შორის მათ, ვის კისერზეც გადავიდა მოძალადე ნაციონალური ხელისუფლების გაშვება, ვერ მიიღო ვერაფერი ამ პროცესიდან. ვიღაცეებმა, კი ბატონო, მიიღეს გავლენები, ჩაენაცვლნენ თუ კოჰაბიტირდნენ ნაციონალურ მოძრაობის სხვადასხვა ჯგუფებთან და იმავე მეთოდოლოგიითა და რიტორიკით, უცვლელად ამართლებენ ყოვლად მიუღებელ უპატიებელ პოლიტიკურ შეცდომებს თუ აშკარა დანაშაულობებს.

ჩვენ ბევრი რამ ვაპატიეთ ხელისუფლებას – ბოლომდე ვერ მივყევით ვერც ქართული მიწის,

– მართლმადიდებლობის და ჩვენი დედა ეკლესიის საკითხებს.

ხალხის ღირსეული საქციელისა და მოთმინების ხარჯზე ასე თვალსა და ხელს შუა შეგვიბღალეს ღირებულებები და შეურაცხყოფას აყენებენ ყველაფერს, რაც წმინდაა ქართველი კაცისთვის.

იმდენი პრობლემა დაგვახვიეს თავს, რომ ყოველდღიური რუტინით დაღლილი ადამიანების ყურადღება გაიფანტა და დაიქსაქსა.

ფაქტიურად გვართმევენ ქვეყანას და თან ურცხვად გვიმტკიცებენ, რომ ამას ჩვენთვის სჩადიან და რომ ეს სწორია.

ჩვენ არ გვაქვს მეტი დრო. მეტს ეს ქვეყანა და ყოველდღიური პრობლემებით დაღლილი ხალხი, ვეღარ გაუძლებს. დღეს და მხოლოდ დღეს უნდა დავდგეთ ერთად და საბოლოოდ დავიბრუნოთ ყველაფერი. ჩვენ სხვა გზა არ დაგვრჩენია, ან ვიბრუნებთ ყველაფერს, რაც ღირებულ;ია და აუცილებელი ჩვენი ქვეყნის განვიტარებისთვის, ან ვკარგავთ და ხელს ვუწყობთ ხელისუფლებაში მოკლათებულ ავანტიურისტებს ქვეყნის და ჩვენი მომავლის დაღუპვის საშუალებას.

მე მოვუწოდებ ყველა მოძრაობას, ყველა პარტიას, მზად ვარ თანამშრომლობისთვის, პირველ რიგში ჩვენ ერის და ქვეყნის სულიერ მამას უნდა მოვუსმონოთ.

ჩემის მხრივ ვპირდები ყველას, ჩემი პრეზიდენტობის შემთხვევაში, მოხმარება არ იქნება დაჭერის საფუძველი, მაგრამ დაწესდება ჯარიმები და ნარკოტიკებს და მოსაწევს ვეტყვით უარს

ჩვენ უნდა გავიმარჯვოთ – ნარკოტიკებზე !

გავიმარჯვოთ – უზნეობაზე ; გაუნათლებლობაზე !

გავიმარჯვოთ – ჩვენი ქართული მიწისთვის !

დავიმარჯვოთ – ჩვენი დამსახურებული მოხუცების პატივსაცემად !

გავიმარჯვოთ – ჩვენი ჯანსაღი მომავალი თაობებისთვის !

ერთად გავიმარჯვოთ საქართველოსთვის !

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *