(ქრონიკა) თემურ შაშიაშვილი: “ისეთ რამეებს გაიგებს ხალხი, გაოცდებით, თმები ყალყზე დაგიდგებათ…”

jvania1 ოქტომბრის საბედისწერო არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე გარკვევით ითქვა და მედიითაც გაცხადდა, რომ ან არჩევნებამდე, ან არჩევნების შემდეგ საზოგადოება იხილავდა შოკისმომგვრელ ვიდეოკადრებს, რომლითაც საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის,ზურაბ ჟვანიას მკვლელობა დასტურება!

პირველი განცხადებები იმის შესახებ, რომ ჟვანიას მკვლელობის დამადასტურებელი ვიდეომასალები ბუნებაში არსებობდა, თვეების წინ ექსკლუზიურად „კვირის ქრონიკაში“ გაკეთდა და მისი ავტორი გახლდათ „თეთრების“ ლიდერი თემურ შაშიაშვილი, თუმცა ჩვენთან ინტერვიუში იგი გარკვევით ამბობდა, რომ ეს იყო აუდიომასალა და არა ვიდეოკადრები! როგორც ჩანს, იქ, სადაც მავანმა ჟვანიას მკვლელობის დამადასტურებელი აუდიოჩანაწერები გააკეთა, იმის შეასხებაც „იზრუნა“, რომ ამ ყველაფრის დასადასტურებლად ვიდეოკადრებიც „აეკრიფა:

ქრონიკა თემურ შაშიაშვილს ესაუბრა:
– ბატონო თემურ, საზოგადოება ყველაფერთან ერთად იმის მოლოდინშიც გახლავთ, თუ როდის იხილავს ჟვანიას მკვლელობის ამსახველი ვიდეოკადრები დღის სინათლეს. აქამდე თქვენი მეშვეობით ვიცოდით, რომ არსებობდა პრემიერ-მინისტრის მკვლელობის დამადასტურებელი აუდიომასალა, მაგრამ ახლა უკვე საუბარია ვიდეოკადრებზე! რა ხდება, ეს სულ სხვა მასალაა? თქვენ იცოდით ამ ვიდეომასალის შესახებ?
– საერთოდ მინდა გითხრათ, რომ საზოგადოებას წინ ელოდება ისეთი მასალები, ხალხი შოკში ჩავარდება!.. შეიძლება ვინმემ იკითხოს, – მეტი რაღა უნდა გვიჩვენონ, რაც ციხეებში არსებული მდგომარეობის შესახებ გვიჩვენესო, მაგრამ მერწმუნეთ, კიდევ უფრო საშინელი და ენითაუწერელი სიბინძურის ამსახველი მასალები და კადრები არსებობს!.. იმ ადამიანებისაგან, რომლებმაც ქვეყანა დატოვეს , ისეთ რამეებს გაიგებს ხალხი, გაოცდებით, თმები ყალყზე დაგიდგებათ! .. ზურაბ ჟვანიაზე მე ვლაპარაკობდი აუდიოკასეტაზე, დღეს ლაპარაკობენ ვიდეოკასეტაზე… მე არ მეპარება ეჭვი, რომ გადაღებულია სერიოზული მასალები და ალბათ, ოქტომბერშივე იქნება შესაძლებელი დაკავშირება ირლანდიაში იმ ქალბატონთან, რომლისგანაც მე უამრავი სკანდალური ინფორმაცია მაქვს მიღებული ჟვანიას მკვლელობასთან დაკავშირებით. ეს ქალბატონი ეროვნულ მოძრაობასთან დაკავშირებული პიოროვნებაა, ძალიან ღირსეული და გამორჩეული ადგილი ეჭირა ეროვნულ მოძრაობაში და არ არის ხელწამოსაკრავი პიროვნება!..

– ბატონო თემურ, ეს ის ქალბატონია, რომელიც სრულიად შემთხვევით შეეჩეხა სადარბაზოში იმათ, ვისაც იმ ავადსახსენებელ სახლში ჟვანიას ცხედარი შეჰქონდათ?
– დიახ, დიახ! ამ ქალბატონმა ყველაფერი ნახა თავისი თვალით, როგორ შემოჰქონდათ აწ განსვენებული ჟვანიას გვამი იმ ბინაში… როცა დილით ადრე მერაბიშვილმა გამოგვიცხადამ, რომ ზურაბ ჟვანია თურმე გაზმა გაგუდა, ის ქალბატონი მაშინვე ყველაფერს მიხვდა და იმ დილითვე მეუღლესთან ერტად დატოვა საქართველო!.. ესენი მაშინ შეშინებულები და დაბნეულები იყვნენ, თორემ იმ ქალს არ აცოცხლებდნენ, მაგრამ რადგან სააკაშვილი და მისი გარემოცვა არეული იყო და შეცდომის შეცდომაზე უშვებდა, იმ ქალბატონმა გაასწრო!.. ეს ქალბატონი სკაიპითაც კი არ მელაპარაკება, ისეა შეშინებული. ყოველ ფეხის ნაბიჯზე უსმენენ და გითხარით ისიც, რომ როცა საგანგებო პრესკონფერენცია უნდა მოეწვია და ჟვანიას მკვლელობის შესახებ ჟურმალისტების, ირლანდიის პრემიერ მინისტრისათვისა და არასამთავრობოებისათვისრაც თავისი თვალით ნახა, უნდა ეთქვა ყველაფერი, ორი დღით ადრე ქუჩაში მანქანა დააჯახეს და ლოგინს მიეჯაჭვა. იმ ქალბატონის დაქალმა დამირეკა ესპანეთიდან ტელეფინით და მამცნო, – ბატონო თემურ, ასე და ასეა საქმე და თქვენს კონგრესზე იმიტომაც ვერ ჩაერთო ჩემი მეგობარი სკაიპითო!.. იქ მცხოვრებ ქართველებს , ამ ხელისუფლების მსახურებს აბრალებენ ამ ავტოავარიას!. ეს ის ხალხის, რომლებსაც ირლანდიაში ამას წინათ ქართველი მღვდელი არ შეუშვეს, რომელიც „ნაცმოძრაობას“ არ აწყობდა(!!!)ესენი არიან უზნეო ადამიანები და ამის დასამტკიცებლად გავიხსენებ ერთ ისტორიას, – ცხონებული ობოლა ციმაკურიძე და საჩხერის გამგებლის შვილი, საჩხერესთან დაკავშირებული ეს ორი ახალგაზრდა ბიჭი დაკრძალულიც არ იყო , რომ საჩხერელმა უზნეო მიხეილ მაჭავარიანმა უზარმაზარი ქორწილი გადაიხადა „არაგვში“ ორი საათი ალოდინეს ხალხი ა სტუმრების სუფრასთან არ დასვეს მანამ, სანამ შევარდნაძე არ მოვიდა!

– ბატონო თემურ, კიდევ ერთხელ გეკითხებით, თქვენ ჟვანიას მკვლელობის დამადასტურებელი ის აუდიოკასეტა გაქვთ?
– მე ეს კასეტა არ მაქვს და ვისაც აქვს, დროზე გამოაქვეყნოს!… ვიმეორებ, მე ვიდეოკასეტები არ მაქვს ნანახი, მხოლოდ აუდიოკასეტენისრამდენიმე წუთი მაქვს მოსმენილი და ამაზრზენია ის, რაც მე მოვისმინე!

– მაინც რა მოისმინეთ?
– ისმის რამდენიმე ადამიანის ფეხის ხმა…
– სააკაშვილის ხმა ისმის?

– კი, რა თქმა უნდა!.. სააკაშვილის ხმა გარკვევით ისმის(!!!)

– მაინც რას ამბობს მიშა?
მიშა განკარგულებას იძლევა, – ახლა როგორც შევთანხმდით, ისე მოაწესრიგეთ ყველაფერიო!.. აშკარად ჩანს, რომ ყველანი არიან საშინლად დაბნეულები… მერე ისევ ისმის ფეხის ბაკუნის ხმა.. მხოლოდ სამწუთიან მონაკვეთს მოვუსმინე და სულ ეგ იყო.. ღმერთის წინაშე ვაცხადებ, დღეს პირველად იმას, რაც 1999 წელს ზურაბ ჟვანიამ მითხრა, – საქართველოს ტრაგედია გარდაუვალია, რადგან ხელისუფლების სათავეში მოდის მიხეილ სააკაშვილი და ამის თავიდან აცილება აუცილებელია პოლიტიკური ძალების გაერთიანებაო(!!!) ღმერთის წინაშე ვაცხადებ ამას!…

– პირდაპირ გაოგნებული ვარ, ბატონო თემურ, ასე დაპირისპირებული ხალხი ერთად როგორ აღმოჩნდა?
– როცა ნინო ბურჯანაძეს ვუთხარი – ნუ ერთიანდებით ამ კაცთან-მეთქი! -ბურჯანაძემ მიპასუხა, – სააკაშვილის სახით უბედურება მოდის, მაგრამ მის გუნდში ყოფნით უფრო გავანეიტრალებთ მიშასო!… გაანეიტრალეს? ჟვანია მოკლულია, ხოლო ბურჯანაძე – ხელისუფლებას ჩამოშორებულია!… პატარკაციშვილიც იმავეს მეუბნებოდა, – ამერიკაში ყველაზე ბინძური და ყველაზე საშიში ძალები სააკაშვილს უჭერენ მხარსო!… ყველა, ვინც სააკაშვილის შესახებ კომპორმატებსა და ჩანაწერებს ფლობდა, დღეს ცოცხალი აღარ არის!… სააკაშვილის სულ ბოლო მსხვერპლი ამ თვალსაზრისით აღმოჩნდა ბონდო შალიკიანი, რომელსაც სხვისი ინიციატივით სულ ერთხელ შევხვდი ცხოვრებაში, ერთადერთხელ ჩამოვართვი ხელი და მან მითხრა ისეთი ჩანაწერები და ფოტოები მაქვს სააკაშვილის შესახებ, საზოგადოება შოკში ჩვარდებაო!..შალიკიანი სულ ახლახანმს მოკლეს… ჩემი ინფორმაციით ის აპირებდა ამ კომპრომატების გამოქვეყნებას, მაგრამ მოკლეს… მოკლეს ასევე გენერალი რომან დუმბაძეც, რომელიც სააკაშვილის შესახებ უსერიოზულეს კომპრომატებს ფლობდა… სააკაშვილის სექსუალური აღვირახსნილობის შესახებ კომპორმატები და ვიდეოჩანაწერები ჰქონდა ჯემალ გოგიტიძესაც, რომელიც ასევე ცოცხალი აღარ არის!.. მოკლულია ბიზნესმენი მამუკა ჯინჭარაძე, რომელმაც გამოქვაბულში სააკაშვილისა და ჯორბენაძის საიდუმლო მოლაპარაკება ჩაწერა!.. ასევე მოკლულია ჯემალ გოგიტიძის მოადგილე – ისიც გვარად ჯინჭარაძე, რომლებმაც იცოდა ჟვანიას მკვლელობის დამადასტურებელი კასეტის შესახებ და მე მეუბნებოდა, უამრავი ჩანაწერი და კომპრომატი მაქვს სააკაშვილზე და ყველაფერს თქვენ გადმოგცემთო!… სხვათა შორის ჟვანიას მკვლელობის დამადასტურებელი კასეტა რომ მე ხელთ არ მაქვს, ამაში დიდი როლი ითამაშა იმ პირველი კასეტის გამოქვეყნებამ!.

რას გულისხმობთ, ბატონო თემურ?

ვგულისხმობ იმ ჩანაწერს, რომელიც ანგარიშვალდებულმა მამუკა ჯინჭარაძემ გამოქვაბულში გააკეთა სააკაშვილსა და ჯორბენაძეს შორის!.. მე დავარღიე შეთანხმება და ეს კასეტა თქვენი გაზეთის საშუალებით სამზეოზე გამოვიტანე, რადგან 2010 წლის არჩევნების შემდეგ ამ კასეტის გამოქვეყნებას არანაირი აზრი არ ჰქონდა. ამის შემდეგ, ამ ადამიანებთან მე ურთიერთობა დამეძაბა… ურთიერთობა, რა თქმა უნდა გვაქვს და ათი დღის წინ, როცა საბერძნეთში ვიყავი, მაშინაც დავურეკე და ვუთხარი, – ახლა არის ყველაზე უფრო შესაფერისი დრო და მომენტი ამ კასეტის გამოსაქვეყნებლად – მეთქი!

– რა გიპასუხეს?
მიპასუხეს ასე, ვიდრე ეს ხელისუფლება არის, ამ კასეტას ძალა არ ექნება, რადგან დღე ერთია და ოც აუდიოჩანაწერს მაინც უშვებენ ტელევიზიით ერთმანეთის საწინააღმდეგოდ საერთოდ, აუდიოჩანაწერს არ ექნება ამ ეტაპზე საზოგადოებაზე ეფექტიო!.. ეს არის უცხოეთში მცხოვრები ქართველების არგუმენტი, მაგრამ მე მაინც ვფიქრობ, რომ არის კიდევ ერთი დეტალი, რომელიც ამ მასალების გამომზეურებას სერიოზულად უშლის ხელს!…

რას გულისხმობთ?
– როგორც ჩანს, ევროპაში მცხოვრები ქართველები ერიდებიან იმ პიროვნებას, რომელიც დღეს ევროპაში ცხოვრობს, ორმელიც იყო ამ დამნაშავე რეჟიმის ერთ-ერთი შემოქმედი და ჩემის აზრით ზურაბ ჟავნიას კასეტებტან გარკვეულწილად დაკავშირებულია (!!!)

– ბატონო თემურ, უსათუოდ ირაკლი ოქრუაშვილს გულისხმობთ, ხომ?
– არ გვინდა სახელის და გვარის დაკონკრეტება!… ეს უბრალოდ ჩემი ვარაუდია… ეს კასეტა რო მ დამუშავდეს, ძალას კარგავს… ეს მაშინ იყო ერთი გუნდი, ერთი ბანდა და დღემდე რჩება ერთ ბანდად. წარნმოიდგინეთ, ჟვანიას დედამ რა მიმართვა გააკეთა და რა უპასუხა მაჭავარიანმა და ბარამიძემ!.. ეს არის დამნაშავე ბანდა, რომლის თითოეული წევრი უმძიმესი დანაშაულით არის ერთმანეთთან დაკავშირებული,

– სააკაშვილის შესახებ თუ ვინმეს ჰქონდა რამე კომპრომატი და ჩანაწერი,თქვენი საუბრიდან გამომდინარემ ყველა მოკლეს!თქვენი აზრით, ცოცხალია თუ მკვდარი ის პიროვნება, ვინც გარისკა და ჟვანიას მკვლელობის დამადასტურებელი კადრები სიცოცხლის გარისკვის ხარჯზე მოიპოვა?
– მე მგონი ის ჩანაწერი იმ პიროვნების გაკეთებულია, რომელზეც მე ვეჭვობ(!!!)

– ირაკლი ოქრუაშვილის?
– ის ჭკვიანია და მან იცოდა, რომ გარკვეული პერიოდის შემდეგ მას რაღაც-რაღაცეების გამო თვის მართლება დასჭირდებოდა!… ამ პიროვნებას, რომლის სახელსა და გვარს მე ისევ არ დავაკონკრეტებ, ძალიან ბევრი ჩანაწერი აქვს გაკეთებული.

– ირაკლი ოქრუაშვილის ხმა ამ ჩანაწერში ისმის?
– არა, მე მხოლოდ პატარა მონაკვეთს მოვუსმინე, სადაც სააკაშვილის ხმა ნამდვილად ისმის. ისმის ძალიან მძიმე სუნთქვა, მიდიან- მოდიან,ისმის ფეხების ბრახუნი და სააკაშვილის ის გამონათქვამი, რაც ზემოთ გითხარით, – ახლა როგორც შევთანხმდით, ისე მოაწესრიგეთ ყველაფერიო! ამ სიტყვას უფრო მძიმედ ამბობს, რა თქმა უნდა … ერთი პიროვნება რომ არ არის იქ, ფაქტია, მაგრამ ასიც რომ არ არის, ესეც ფაქტია. მაქსიმუმ ოთხ კაცზეა იქ ლაპარაკი, ეს ჩემი ვარაუდია…

– თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ, ამ ყველაფრის ვიდეოთი გადაღება?

რა თქმა უნდა, აუდიოჩანაწერს ვიდეოკამერები ჯობია. კასეტის მფლობელების აუდიოკასეტებზეა საუბარი, ბოლო წინადადება იყო ასეთი – ზურაბ ჟვანიას საქმე შევა ევროსასამართლოში, აი, მაშინ წარმოვადგენთ ჩანაწერს, რადგან მაშინ ევროსასამართლო ვალდებული იქნება დაადასტუროს ხმების იდენტურობაო! აი, ამიტომ არ ამთავრებენ ეს სატანისტები ჟვანიას ს აქმეს და არ არის საქმე დახურული, რადგან არ უნდათ, რომ ოჯახმა საქმე ევროსასამართლოში შეიტანოს! აი, ასეთი სიტუაციაა და ჩვენ ამას ვითმენთ!

ესაუბრა დიტო ჩუბინიძე

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *