რატომ არიან პრეზიდენტობის კანდიდატები არათანაბარ სასტარტო პირობებში?

ღია წერილი საქართველოს ცენტრალური საარჩევნო 

კომიისიის თავმჯდომარეს ქ-ნ თამარ ჟვანიას

ქ-ნო თამარ,
საპრეზიდენტო არჩევნები გადამწყვეტ ფაზაში შევიდა, რაც პრეზიდენტობის კანდიდატებს ავალდებულებს ამომრჩევლებამდე მიიტანონ საკუთარი წინასაარჩევნო პროგრამები და გააცნონ წინასაარჩევნო სტრატეგია.

პირდაპირ ვიტყვით: არსებული საარჩევნო კანონმდებლობა არათანაბარ სასტარტო პირობებს უქმნის პრეზიდენტობის კანდიდატებს, რაც უპირველესად უფასო საეთერო დროის გადანაწილებაში გამოიხატება.

დაკვირვება გვიჩვენებს, რომ რამდენიმე საპრეზიდენტო კანდიდატი პარტიული („ევროპული საქართველო“, „ნაციონალური მოძრაობა“) და დამოუკიდებელი („ოცნების“ მიერ მხარდაჭერილი – ქ-ნი სალომე ზურაბიშვილი) შეუზღუდავად სარგებლობენ საეთერო დროით ცენტრალურ ტელევიზიებში, ხოლო, ჩვენს მიერ წარდგენილ დამოუკიდებელ კანდიდატს ბ-ნ თეიმურაზ შაშიაშვილს მთელი საარჩევნო კამპანიის დაწყებიდან დღემდე მხოლოდ 5 წუთი აქვს ნასარგებლი საზოგადოებრივ არხზე..

მიგვაჩნია, რომ ეს აშკარა დისკრიმინაციაა და არსებითად ეწინააღმდეგება დემოკრატიული არჩევნების პრინციპებს.

კანდიდატს, რომელსაც არა აქვს საკმარისი ფინანსური რესურსები ფასიანი ტელერეკლამების და საეთერო დროის შესაძენად, არ უნდა იმყოფებოდეს არათანაბარ პირობებში თავის კონკურენტებთან – საზოგადოებრივი არხის მიერ ჩვენთვის გამოყოფილი მინიმალური დრო ოდნავადაც ვერ აკმაყოფილებს საარჩევნო კამპანიის ჩასატარებლად არსებულ მოთხოვნებს.

გთხოვთ რეაგირებას. თუ თქვენგან სათანადო რეაგირება არ იქნება, ჩვენი პოზიციის დასაცავად მივმართავთ პროტესტის უმწვავეს ფორმებს.

პატივისცემით, ზაურ ნაჭყებია,
საქართველოს პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატის
თეიმურაზ შაშიაშვილის წარმომადგენელი ცესკოში,
მხარდამჭერთა საინიციატივო ჯგუფის ხელმძღვანელი
03.10.2018 წელი

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *