თემურ შაშიაშვილი: “ჩვენ სასწაულის მოხდენა შეგვიძლია!”

ვფიქრობ,ქვეყანას სჭირდება რეიტინგების კვლევის ჯანსაღი და მართალი სისტემა.უპირცელესად,თანაბარი საეთერო დრო ტელევიზიებში.

თვენახევარია საარჩევნო პროცესი მიდის და მე არსად არ მქონია ჩემი პროგრამის წარდგენის საშუალება.

კანდიდატები უარს ამბობენ ხალხის წინ ღია დისკუსიაზე..აქვთ ,როგორც ჩანს,უდიდესი ფინანსური საშუალებები და უჭირავთ სატელევიზიო სივრცე.

გულდასაწყვეტია,რომ არ აწუხენთ ის,რომ საათობით სხედან სატელევიზიო ეთერში,მაშინ როცა მე ეს გზა გადაკეტილი მაქვს. არ მჯერა ასეთი ადამიანების სამართლიანობის.

სააგენტო,რომელიც რეიტინგებს იკვლევს,მე პრაქტიკულად არ მიბეჭდავს არაფერს,ხოლო ვის მიმართაც სიმპათიას გამოხატავს,მასზე გამოქვეყნებულ მასალებს თან ურთავს რეიტინგულ კვლევას.

მიუხედავად ამისა, მაინც საუკეთესო მხარდაჭერა მაქვს. მადლობა ყველას,ვინც მხარს მიჭერს…წარმომიდგენია,რა მხარდაჭერა მექნებოდა,მეც იმ ოთხეულის ტოლი საეთერო დრო რომ მქონდეს.

ჩვენ სასწაულის მოხდენა შეგვიძლია სუფთა და შიშველი ხელებით,წრფელი გულით და სიმართლით,ეროვნული აზროვნებისა და ზოგადკაცობრიული განწყობების შეერთებით.

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *