პარტია “თეთრები” ულოცავს საქართველოს პატრიარქს აღსაყდრების 35 წლისთავს.

პარტია “თეთრები” ულოცავს საქართველოს კათოლიკოს –patriarqiპატრიარქს, უწმიდესსა და უნეტარესს, ილია მეორეს  აღსაყდრების 35 წლისთავს.

ქართული ეკლესიის საჭეთმპყრობელი ერთი ნათელი წერტილია საქართველოს უმძიმეს დღევანდელობაში, პიროვნება, რომელიც ხალხის  საყოველთაო ნდობითა და სიყვარულით სარგებლობს, ხოლო ღვთისგან განაკუთრებული ნიჭით არის ხელდასმული, რათა თავისი ღვთივსათნო ლოცვითა და ღვაწლით დაიცვას და გააძლიეროს ჩვენი სამშობლო.

ღვთის განგებით ილია მეორე ჩვენი ერისა და ეკლესიისათვის უმძიმეს პერიოდში მოევლინა საქართველოს. მისი აღსაყდრების დღიდან მოყოლებული საქართველოში საფუძველი დაედო არა მარტო ეკლესიების აღმშენებლობას, არამედ ერის სულიერ აღორძინებას და  ეროვნული თვითშეგნების ამაღლებას.

ქართველი ხალხისთვის ყველაზე კრიტიკულ და მძიმე მომენტებში, ჩვენ გვაძლიერებდა ჩვენი სულიერი მოძღვრის ლოცვა

„ღმერთი ჩვენთან არს, არაფრის არ შეგეშინდეთ“  მისი მოწოდება სრულიად საქართველოსადმი, იმ საკრალურ სიტყვებად იქცა, რომლით  გამხნევებული და გაძლიერებული სრულიად საქართველო უძლებს ყოველგვარ ძნელბედობას და უდიდესი დაბრკოლებების მიუხედავად გზას მიიკვლევს გამთლიანებისა და თვითდამკვიდრებისაკენ .

ჩვენ ვუსურვებთ საქართველოს პატრიარქს დიდხანს სიცოცხლეს, მხნეობასა და ჯანმრთელობას ქართული ეკლესიისა და სახელმწიფოს სასიკეთოდ.

“თეთრების” პრეს-ცენტრი

2012 წლის 25 დეკე ბერი

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *