ლევან ღვინჯილია: მხარს ვუჭერ თემურ შაშიაშვილს, რადგან მას შესწევს უნარი, ქვეყანა ფეხზე დააყენოს!

ჩვენ არც თანაკურსელები ვართ, არც ნათესავები ვართ, არც თანაპარტიელები ვართ. უბრალოდ, ერთ ქვეყანაში ერთ დროს მოგვიხდა ცხოვრება. დავინახე კაცი მოაზროვნე, უდრეკი, ანალიზის უნარის მქონე, გაგების უნარის მქონე, დამნახავი და რაც დაინახა, იმის დამფასებელი. ეს ძალიან დიდი, ამავე დროს, დეფიციტური ნიჭია ერთად თავმოყრილი ადამიანში აქ ამაზე არაფერი არ თქმულა.
იმ გაგანია დაწყევლილ პერიოდში, ქუთაისში, ქალაქის მერმა მოინდომა, რომ იქ ყოფილიყო რაღაც ჯგუფი, რომელიც ენის სიწმინდეზე იზრუნებდა. მე სხვა პოლიტიკოსი არ მინახავს, თანამდებობაზე მყოფი, რომ მას ჰქონოდა გააზრებული, რა მნიშვნელობა აქვს ერისთვის ენას. ერთადერთი ილია ჭავჭავაძე იყო… სხვებმა თქვეს, რომ “ერი ეროვნების ბურჯიაო”, – გოგებაშვილმა თქვა, “რა ენა წახდება ერი დაიქცევაო”, – გრიგოლ ორბელიანმა და სხვებმა თქვეს, მაგრამ ილიამ თქვა ყველაზე მასშტაბურად – “მამული, ენა, სარწმუნოება”. ენაა შუაში, რომელიც შენ ერად გაქცევს.

მავანს შეუძლია, დააყენოს რეფერენდუმზე საკითხი, შევუერთდეთ რუსეთს, ან თურქეთს, დღესაც კარტოფილი, პომიდორი, ხახვიც კი, თურქეთიდან შემოგვაქვს, უფრო მდიდრულად ვიცხოვრებთ, უფრო კარგი გზები გვექნება,… რას ამბობო, – თქვენ იტყვით. რას ამბობთ კი არა, რა არის იმაში კარგი, რომ ცალკე ვართ? ცხადია, ვერ აყალიბებენ, მერე მე ვეუბნები, „ერად ყოფნა რა არის? ერი რა არის? საქართველოში ეს არ არის განსაზღვრული. ამერიკელი ერი, ქართველი ერი და ფრანგი ერი სამ სხვადასხვა რამეს ნიშნავს. მაშინ როდესაც ამერიკის დედაქალაი, საქართველოს დედაქალაქი და საფრანგეთის დედაქალაქი, ერთი და იგივეს ნიშნავს. როცა გეუბნებიან, ამერიკელი ერიო, მასში შედის ამერიკის ყველა მოქალაქე, როცა გეუბნებიან ქართველი ერიო, მასში არ შედის საქართველოს ყველა მოქალაქე. აბა უთხარი სომეხს, ქართველი ერი ხარო, ან აზეირბაიჯანელს უთხარი, რომელიც საქართველოში ცხოვრობს, ქართველი ერი ხარო…ფრანგების შემთხვევაში – ეს ამერიკული მოდელია, ოღონდ ეთნონიმი ფრანგების სახელწოდება აქვთ აღებული დანარჩენებისთვისაც. ლეგრანიც, ზინედინ ზიდანიც და ახლახან გარდაცვლილი შარლ აზნავურიც, რომელიც წარმოშობით ახალციხელი სომეხია, არის ფრანგი… ეს დაახლოებით ისეთ მოდელია, მაგალითად, ჩვენში რომ იყო ქართველი, ნიშნავდეს საქართველოს ყველა მოქალაქეს, ანუ სომეხსაც, აზერბაიჯანელსაც.

ჩვენთვის ქართველი ერი არის ადამიანთა ერთობლიობა, რომელიც სამყაროს ქართულად აღიქვამს, ეს არის ადამიანთა ერთობლიობა, რომელიც განსხვავებულად უყურებს სამყაროს. აი ეს ყველაზე კარგად აქვს გააზრებული პრეზიდენტობის კანდიდატს, ბატონ თემურ შაშიაშვილს. და როცა ის ამბობს, “ქართველი”, “საქართველო” და სხვადასხვა, ქართულად მოაზროვნე ადამიანების გადარჩენის, მათი ნააზრევის კაცობრიობისათვის შეთავაზებაა ეს, თუ ეს რათქმა უნდა ვინმესთვის მნიშვნელოვანია დღეს.

ახლა, დანარჩენი თვისებები: ის რამდენად გულადია, რამდენად პროფესიონალია, თავის ძირითად საქმეში,ვიღაცას შეიძლება ეგონოს, რომ ის პარტიული მუშაკია, არა, ბატონო, მაღალი კლასის პროფესიონალია კონკრეტულ დარგში და მე მზად ვარ ამ თემაზე დაველაპარაკო ნებისმიერს. კიდევ ერთი თვისება, რაც აქვს მას, თუ რაღაც აინტერესებს, არასოდეს ეთაკილება, დასვას კითხვა. ამ წიგნზე მუშაობისას მეც არაერთხელ მომმართა კითხვისთვის და რჩევებისთვის.

მარადიული კატეგორიაა ქართველი ერი, ადამიანთა ერთობლიობა, რომელთა „მოშენება“ მხოლოდ ამ ტერიტორიაზეა შესაძლებელი.

მე აქ დღეს ვარ სახელმწიფო სტრუქტურის წარმომადგენელი.მართალია, ეს სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლია,მაგრამ ხვალ შეიძლება ვინმემ დამირეკოს დამითხრას, სალომეს შეხვედრაზე რომ გამოსულიყავი, კიდევ გასაგებია, მაგრამ დამოუკიდებელ დეპუტატს რატომ უჭერ მხარსო. იმიტომ ვუჭერ მხარს, რომ შენ ისეთი ქვეყანა მომეცი, სადაც აზროვნების თავისუფლება იქნება, აზრის გამოხატვის თავისუფლება მომეცი. ამ შემთხვევაში მე ჩემს აზრს გამოვხატავ თავისუფლად და ყველას ვეტყვი,ვისაც ჩემი სჯერა, და ვისაც ჰგონია, რომ მე მთლად მეხუთმილიონე არა ვარ, საქართველოში,მე მას ვურჩევ, რომ მხარი დაუჭიროს თემურ შაშიაშვილს რადგან მას შესწემს უნარი, ქვეყანა ფეხზე დააყენოს!

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *