(ვიდეო) თემურ შაშიაშვილი: მინდა ვიყო ხალხის პრეზიდენტი (დებატები-2018)

პარტიებმა ბოდიში უნდა მომოვუხადოთ ხალხს, რომ ამ მდგომარეობამდე მივიყვანეთ ქვეყანა! მე კენჭს არ ვიყრი პარტიიდან, რადგან მინდა ვიყო ხალხის პრეზიდენტი. ხალხის პრეზიდენტს აქვს ძალიან დიდი დიდი მანდატი!

შუა ომში ჩავედი და ეპიცენტრი იყო ქუთაისი, ჩვენ შემოვიღეთ ქუთაისში ორპალატიანი სათათბირო და არეულობის დროს ჩვენ სიმშვიდე მივეცით მთელ ქუთაისს.

ორიენტაცია ავიღოთ გერმანიაზე, როგორც ევროპის წამყვან სახელმწიფოსთან, რომელსაც უსმენს და ანგარიშს უწევს როგორც ამერიკა, ისე რუსეთი. მისაღებია შვეიცარიული მოდელი.

ჩვენ გვაქვს უდიდესი პოტენციალი საგარეო ურთიერთობებში, მაგრამ ამას ვერ განახორციელებენ კანდიდატები, რომლებსაც საკუთარ თანამემამულეებთან საუბრის ეშინით! ისინი ვერც ტრამპთან დაჯდებიან სასაუბროდ და ვერც მერკელთან… ვერ მოიძებნა კაცი, ვინც შეძლებს პუტინთან საუბარს და მთელს მსოფლიოს გააგებინებს ჩვენს პოზიციას. მე ვიქნები ასეთი!

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *