(euronews.ge)გია შერვაშიძე: ,,თეიმურაზ შაშიაშვილი არის ის კაცი, რომელიც იქნება მართლა პრეზიდენტი”

„მინდა კიდევ ერთელ მივმართო საზოგადოებას, ალბათ, დღეს ყველა უნდა დაფიქრდეს იმაზე, რომ კოჰაბიტაცია ჯერ არ დამთავრებულა მმართველ პარტიასა და „ნაციონალურ მოძრაობას“ შორის, სამართლიანობა არ აღდგენილა. სამართლიანობის აღდგენას უკვე ერთმანეთს ედავებიან და მიდის სამწუხაროდ, პინგ-პონგის თამაში.

კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რომ თეიმურაზ შაშიაშვილი არის ის კაცი, რომელიც მართლა იქნება უმაღლესი მთავარსარდალი და მართლა პრეზიდენტი. ბევრს ჰგონია, რომ ვერავინ ვერაფერს გააკეთებს იმ უფლებებით, რა უფლებებიც დღევანდელ პრეზიდენტს შეიძლება გააჩნდეს, მაგრამ დამერწმუნეთ, საკმაოდ დიდი უფლებებია იმისათვის, რომ ამ კაცმა ბევრი რამე შეცვალოს. თუ გავიგებთ ამას, კარგი იქნება, თუ ვერ გავიგებთ ამ ეტაპზეც, ძალიან მალე შესაძლებელია, უფრო უმართავი გახდეს პროცესები“, – განაცხადა შერვაშიძემ.

Facebook Comments
Rate this post
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *