ნუგზარ ფოფხაძე: ეს პიროვნება(!) გახლავთ მართლა დამოუკიდებელი კანდიდატი თემურ შაშიაშვილი.

გუშინდელმა პოლიტგადაცემამ “ტვ-პირველზე” დიდი სამსახური გაუწია სალომე ზურაბიშვილს. რატომღაც მგონია, რომ გაერთიანებული ოპოზიციის მხარდამჭერებიდან თუ ვინმე ადევნებდა თვალს ამაზრზენ ვითარებას, რაც ეკრანზე შეულამაზებლად და მონტაჟის გარეშე ჩანდა, სერიოზულად დაფიქრებს საკუთარი არჩევანის მართებულობა.

სალომე ზურაბიშვილის შტაბმა გულწრფელი მადლობა უნდა გადაუხადოს ბატონი გ.ვაშაძის წარგზავნილებს, ფასდაუდებელი საჩუქრისთვის და დახმარებისთვის, რაც მათ “ოცნების” კანდიდატს მიართვეს.

მეც მივიღე გადაწყვეტილება.

არა მგონია “ქართულ ოცნებას” ჭირდებოდეს ჩემი ხმა, მას ისედაც ბევრის მხარდაჭერა აქვს.

აქედან გამომდინარე, მინდა საზოგადოების ყურადღება მივაქციო პროგრამას, რომელიც შეიმუშავა სერიოზული მეცნიერული და მოქალაქეობრივი რეპუტაციის მქონე მრავალრიცხოვანმა ჯგუფმა, იმ ადამიანებმა, რომლებიც მყარად დგანან ეროვნულ -სახელმწიფოებრივ პოზიციაზე და რომლის სათათბიროს სათავეში ედგა სულ ცოტა ხნის წინათ აღსრულებული პროფესორი რამაზ ლომინაძე.

ვერ ვუღალატებ ჩემი უერთგულესი უმცროსი ძმობილის ხსოვნას და მის მაგივრად ხმას მივცემ იმ კანდიდატს, რომელსაც რამაზ ლომინაძე შეგნებულად ედგა მხარში, რომელსაც პირადად კარგად და ყოველმხრივვ ვიცნობ ათეული წლებია, რომლის გამოცდილებაში, გონიერებასა და კრისტალურ წესიერებაში მისხალი ეჭვიც კი არ მეპარება. ეს პიროვნება(!) გახლავთ მართლა დამოუკდებელი კანდიდატი თემურ შაშიაშვილი.

მეორე ხმა რომ მქონდეს კახა კუკავასთვის გავიმეტებდი. მას ნამდვილად ვხედავ მომავლის პოლიტიკოსად.

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *