თემურ შაშიაშვილის გამოსვლა მორალური გუნდის ფორმირებასთან დაკავშირებით

პირველ დეკემბერს, თემურ შაშიაშვილმა პირდაპირ ეთერში გააკეთა  განცხადება  დისკუსიის: “ ქვეყნის ბატონ-პატრონი ხალხია და არა ხელისუფლება !“გახსნის თაობაზე.

დისკუსია წარიმართება წიგნად გამოცემულ პროგრამულ კონცეფციაზე  :” გზა ცივილიზებული სახელმწიფოსკენ !”– დაყრდნობით და მისი მიზანი იქნება მოსაზრებათა გაცვლა სახელმწიფოებრივი პასუხისმგებლობის მორალური გუნდის შექმნასთან დაკავშირებით.

“ჩვენ გვინდა ერთად გავიაზროთ,რას ნიშნავს მორალური გუნდის მთავარი ამოცანა – ქვეყანაში დამკვიდრდეს პრინციპი- “ქვეყანას მართავს ხალხის მიერ დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლება, ხელისუფლებას მართავს საზოგადოება, საზოგადოებას-ინტელექტი და ზნეობა!”ეს დემოკრატიის ოქროს კანონია,რომელსაც სრულიად სხვა ფილოსოფიის პილიტიკური ძალები,სრულიად სხვა პოლიტიკური კულტურა სჭირდება. სამწუხაროა,რომ ეს თემები არ აწუხებს დღევანდელ ტელევიზიებს,კარგი იქნება,თუ სოციალურ ქსელში მაინც შევძლებთ ამაზე საუბარს”.  – განაცხადა თეიმურაზ შაშიაშვილმა სოციალურ ქსელში გავრცელებულ მიმართვაში.

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *