პროგნოზი მართლდება: დაპირისპირებულ ძალთაგან ერთ-ერთის გამარჯვება ქვეყნისთვის ზიანის მომტანია

საარჩევნო პროცესის დასაწყისიდან, პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი, თეიმურაზ შაშიაშვილი დაბეჯითებით ამტკიცებდა, რომ დაპირისპირებულ  მხარეთა: “ქართული ოცნების” და ნაცმოძრაობის” ერთ ერთი კანდიდატის არჩევა ქვეყნისა და ხალხისთვის მხოლოდ ზიანის მომტანი იქნებოდა და ქვეყანაში მდგომარეობას დაძაბავდა.
“გამოკვეთილად ვამბობ ორი გაბოროტებული ძალა უპირისპირდება ერთმანეთს “ქართული ოცნება” და ნაცმოძრაობა” ხალხს მივმართავ, თუ ამ ორი ძალიდან ერთ-ერთს აირჩევთ, უკეთესად ვერ იცხოვრებთ!” – აცხადებდა ლამის თითქმის ყველა საჯარო გამოსვლაში თემურ შაშიაშვილი.

სამწუხაროდ, საღი აზრი საზოგადოების დიდმა ნაწილმა კვლავ არ გაითვალისწინა. არჩევნების შემდგომი რეალობა ადასტურებს თემურ შაშიაშვილის პროგნოზს. ქვეყანა კი კვლავ დაპირისპირებისა და ურთიერთანგარიშსწორების ველად იქცა. დამოუკიდებელი საქართველოს  მთავარი პოლიტიკური ასპარეზი კვლავ ქუჩაა ხოლო მთავარი პოლიტიკური მოთამაშეები – ქუჩის პოლიტიკოსები.

 

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *