რეზო ბალანჩივაძე: სამეცნიერო და შემოქმედებითი ინტელიგენცია უნდა წარიმძღვაროს წინ ხალხმა, რომ დასრულდეს უწიგნურობა, არაკომპეტენტურობა და არაპროფესიონალიზმი

ბატონ თემურ შაშიაშვილის თვალსაზრისი ასეთია:„გააცნობიერო,რომ ნებსით,თუ უნებლიედ, დაბრკოლებად იქეცი ქვეყნის მომავლისთვის და მიიღო გადაწყვეტილება წახვიდე პოლიტიკური არენიდან -ძლიერი უნდა იყო,ქართული სული და ეროვნული ცნობიერება უნდა გქონდეს. ისტორია დააფასებს იმას,ვისაც ეს ძალა აღმოაჩნდება.

თუ ამ ნაბიჯს არ გადადგამენ “ქართული ოცნება” და ნაციონალური მოძრაობის მდგენელი პარტიები, მაშინ ეს უნდა გააკეთოს ხალხმა…სხვა შემთხვევაში საქართველოს კიდევ უფრო მძიმე მომავალი ელოდება“. მინდა ამ აზრს გამოვახმაურო: ბატონო თეიმურაზ! რასაც ახლა თქვენ დღევანდელ პოლიტიკოსებს სთხოვთ, ჩემი აზრით, ეს არცერთ პარტიას არ გაუკეთებია არასოდეს. პარტია ხომ იმის პარტიაა, რომ იბრძვის ძალაუფლების მოპოვებისა და შენარჩუნებისთვის. მითუმეტეს საქმე ეხება პარტიებს /ძველსაც და ახალსაც, ანუ ნაციონალებსაც და „მეოცნებეებსაც/, რომელთაც არავითარი ქართული სული და ეროვნული ცნობიერება არ გააჩნიათ. ასეთ სიტუაციაში ერთადერთი ხსნა ადამიანთა, ანუ საზოგადოების აქტიურობაა, ანუ ხსნაა, როგორც დიდი გალაკტიონი იტყოდა: „ხალხი და მხოლოდ ხალხი“ სავსებით გეთანხმებით იმაშიც, რომ ასეთ სიტუაციში მხოლოდ სამეცნიერო და შემოქმედებითი ინტელიგენცია უნდა წარიმძღვაროს წინ ხალხმა, რომ დასრულდეს უწიგნურობა, არაკომპეტენტურობა და არაპროფესიონალიზმი

დიდი პატივისცემით!

რეზო ბალანჩივაძე

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *