“თეთრები”: მომავალს ვხედავთ მაჟორიტარულ არჩევნებში.

პარტია „თეთრები“ არ იზიარებს პარტიათა ჯგუფის პოზიციას, რომელიც ქვეყნის პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას ითხოვს.
„თეთრებს“ მიაჩნია რომ შეთანხმების მონაწილე პოლიტიკური ძალები სულაც არ მოიცავენ ქვეყნის სრულ პოლიტიკურ სპექტრს. არსებობს განსხვავებულად განწყობილი პოლიტიკური ძალებიც, რომლების აზრს რატომღაც ნაკლებად ითვალისწინებენ ასევე ნაკლებად შუქდება მედიით!
“ჩვენთვის მიუღებელია ამ ეტაპზე საქართველოში პროპორციული საარჩევნო სისტემა რადგან ის ამ სახით ხელს არ შეუწყობს დემოკრატიის განვითარებას, ჩვენ მიგვაჩნია, რომ პროპორციული სისტემა ეს არის პოლიტიკოსთა პარპაშის გაგრძელება საქართველოში, ეს არის პოლიტიკურ ლიდერთა ნათესავ-საძმაკაცოს ქვეყნის უპირველეს ორგანოში შესვლის მექანიზმი. ეს არის ბელადების სისტემა. – ვიღაც ჩაუდგება პარტიას სათავეში და პარლამენტში ხალხისთვის სრულიად უცნობი ადამიანები შეჰყავს. (თვით ჩატრებული გამოკითხვებითაც სჩანს, რომ ხალხი საერთოდ არ იცნობს საკუთარ დეპუტატებს,) რომლებიც ანგარიშვალდებულნი არიან პარტიის ლიდერების და არა ხალხის წინაშე. .
ამავდროულად, პროპორციული სისტემით ჩვეულებრივ მოქალაქეს, თუ ის არ არის რომელიმე პარტიის წევრი, არ აქვს არანაირი შანსი, იყაროს კენჭი და გახდეს ხალხის წარმომადგენელი საკანონმდებლო ორგანოში.რაც ასევე ანტიდემოკრატიულია.
ნიშანდობლივია, რომ პროპორციული საარჩევნო სისტემა სწორედ გარედან დაფინანსებული და მართული პოლიტიკური ძალები ლობირებენ. თუმცა მათ რატომღაც ავიწყდებათ, რომ თავად ამერიკაში მაჟორიტარული სისტემა მოქმედებს ანუ რა გამოდის? ყველაფერი ამერიკული მოსწონთ, საარჩევნო სისტემის გარდა, რომელიც არ აწყობთ!“.
“თეთრები” მომავალს ვხედავთ მაჟორიტარულ არჩევნებში. მიგვაჩნია, რომ აუცილებელია საჯარო დისკუსია ამ საკითხებთან დაკავშირებით პოლიტიკური პარტიების სრული სპექრის და არა მათი გარკვეული დაჯგუფების მონაწილეობით, ასევე საზოგადოების ფართო ფენების აქტიური ჩართულობით.
ჩვენ ვთვლით, რომ აუცილებელია ამ საკითხებზე რეფერენდუმის ჩატარება, რადგან ქვეყანაში მთავარი პოლიტიკური ძალაა არა ხელისუფლება , არა ცალკეული პოლიტიკური პარტიები თუ მათი ერთობა, არამედ ხალხია და ეს პრინციპული საკითხი უნდა გადაწყვიტოს თვით ქართველმა ხალხმა, საქართველოს მოსახლეობამ რომლის არჩევანის მიხედვითაც უნდა განისაზღვროს ქვეყნის მომავალი.
“თეთრების” პრეს-ცენტრი


