მანუჩარ პირველი: თემურ შაშიაშვილის გეშინია და რეპრესირებულ, შენით გაბოროტებულ ხალხს მოუსმენ და იმათი მთავრობა გახდები როდესმე?!

ერთი თემურ შაშიაშვილის გეშინია და რეპრესირებულ, შენით გაბოროტებულ ხალხს მოუსმენ და იმათი მთავრობა გახდები როდესმე?! როგორც დიიიდი გოგი წულაია იტყოდა, დროშა არ ეყოთ, თორემ ცარიელად დარჩენილ სკამებზეც გადააფარებდნენ

ჩემთვის, შაშიაშვილის პატიოსნება დრომ დაადასტურა, 2004 წლის იანვარში ხელი ექავებოდათ მის დაჭერაზე, თავად მომიგზავნეს ხალხი, კომპრომატებს ვეძებთო, ვერც კორუმპირებულობა დაუდასტურეს და ვერც მის მიერ მიღებული გადაცდომილი გადაწყვეტილება, თორე კარგად მახსოვს, რკინიგზის ვაშაკიძესავით, პომპეზურად და სამაგალითოდ სურდათ მისი დაპატიმრება.

ჟვანია ცოცხალი არ არის, თუმცა ის ადამიანი ხომ მაინც ცოცხლობს, ვინც მე მომიგზავნეს?
ხო, აჭარაში, ერთ მაღალჭერიან დარბაზში ჩემთვის შეპირებული 20 ათასი დოლარიც მახსოვს, ერთი სულელური ბრალდების დაბეჭდვისთვის რომ მპირდებოდნენ.

და ამ ყველაფრის ფონზე, კადრებში ნახავდით, ის პატარა გოგო რა მონდომებით “მიარბენინებდა” შაშიაშვილს გარეთ… აი, მანდ გამოჩნდა რამდენად “მსოფლიო ქართველთა კონგრესიც“ გამოგივიდათ, თორემ ნამდვილი კონგრესი მაშინ უნდა გენახათ, ქუთაისში რომ ჩატარდა ამ 25 წლის წინათ, მსოფლიოში გაბნეული ქართველობა, ალიას ასული მთელი ებრაელობის ჩათვლით, ერთ დაძახებულზე რომ ჩამოვიდნენ ქუთაისში.


P.S. დარბაზი ვერ შეავსეს!

Facebook Comments
5/5 - (1 vote)
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *