თემურ შაშიაშვილი: ლანძღვა-გინების და დაპირისპირების პოლიტიკა სამშობლოს დაგვაკარგვინებს!

“თეთრების” ლიდერმა საკუთარ ფეისბუქ-გვერდზე განცხადება გააკეთა

“ასე ცხოვრება აღარ შეიძლება!

ვარ ბელგიაში,ბრიუსელში.ორი დღე აქ ვიქნები…ვცხოვრობ,სასტუმრო “Jacgues Brel”-ში (30 rue de laSablinnier…tel +32(0)2 218 01 87)

მზად ვარ შევხვდე ნებისმიერ მსურველს,თუნდაც ჩემდამი არაკეთილგანწყობილს.

პოლიტიკოსების მიერ თავსმოხვეული ლანძღვა-გინების და დაპირისპირების პოლიტიკა სამშობლოს დაგვაკარგვინებს.

ასე ცხოვრება აღარ შეიძლება!

დავფიქრდეთ…მოქმედებაა საჭირო! ქვეყნის მომავლისთვის საშიშია ინტელიგენციის დუმილი…

ხალხი ათწლეულებია მიტოვებულია ხელისუფალთა მიერ. ამას ინტელიგენცია არ უნდა ეგუებოდეს,ხელისუფლებას არ უნდა პატიობდეს….არ შეიძლება ინტელიგენცია საკუთარ თავზე ფიქრობდეს და ასე უმოწყალოდ მიატოვოს ხალხი!

მდგომარეობა იმაზე უარესია,ვიდრე წარმოგვიდგენია…მე ამ ბრძოლაში მირჩევნია დავეცე,ვიდრე შევეგუო ყველაფერ იმას,რაც დღეს ქვეყანაში ხდება,რა მდგომარეობაშიც ცხოვრობს მოსახლეობის უმეტესობა.

ჩემ მოსაზრებებს ლიეჟის ,იქ და შემდგომ განვითარებული მოვლენების თაობაზე ,ვისაუბრებ თბილისში დაბრუნებისთანავე ,სამშაბათის საგანგებო პრესკონფერენციაზე”.

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *