თემურ შაშიაშვილის ბრიფინგი: “თბილისი – ლიეჟი – რომი” ის რაც დღეს ხდება ქვეყანასა და ქვეყნის გარეთ, იქნებ ეს არის ყველაზე დიდი შეთქმულება ქვეყნის წინააღმდეგ თეზისები

„კვირა .ჯი„ პრესკლუბი 27.02.2019წ

 

  • თბილისილიეჟირომი
    ის რაც დღეს ხდება ქვეყანასა და ქვეყნის გარეთ, იქნებ ეს არის ყველაზე დიდი შეთქმულება ქვეყნის წინააღმდეგ.
  • ქვეყნის გადარჩენა შეუძლიათ მორალურ ადამიანებს, მორალურ პოლიტიკოსებს, პოლიტიკოსებს, რომლებიც მზად არიან თავშეწირვისთვის. პოლიტიკოსი დღეს არის ის, ვინც სიცოცხლის ფასად არის მზად ქვეყნისა და ხალხისთვის. მორალური ადამიანების ერთობამ უნდა აჩვენოს მთელ მსოფლიოს, რომ საქართველო ის ქვეყანაა, რომელიც ბელადების, ფულის ძალაუფლების, ოლიგარქების გარეშე შეძლებს უმძიმესი კრიზისიდან გამოსვლას. ეს იქნება ქვეყნის გადარჩენა შიშველი ხელებით. როგორც იტყვიან, „შიშველი ხელი ხელსა, მადლი ღმერთსა“
  • ემიგრანტთა პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენება და საერთოდ, გაჭირვებული ადამიანების პოლიტიკური მიზნებისთვისგამოყენება (მოსყიდვით თუ დაპირებებით) – ეს არათუ უზნეობა, არამედ დანაშაულია.
  • ტრაგიკულია, რომ 90-იანი წლების შემდგომ, 2 მილიონზე მეტი ქართველი იძულებული გახდა, გასულიყო ქვეყნიდან საკუთარი ოჯახისა და ახლობლების სიცოცხლის გადასარჩენად. პრაქტიკულად, ამ ადამიანებმა არა მარტო საკუთარი ოჯახები და ახლობლები, არამედ საქართველო გადაარჩინეს.

ჩვენ ძალიან გვაწუხებს, რომ ეს პროცესი კვლავ გრძელდება. ამასთან, გვაწუხებს ის უმადურობა, რომელსაც ხელისუფლებები იჩენდნენ და დღესაც იჩენენ ამ ადამიანებისადმი. კიდევ მეტად უარესია, როცა სწორედ ისინი, რომელთა თავხედობამ და უნიათობამ ეს ხალხი იძულებული გახადა ქვეყნიდან წასულიყო, ხელისუფლებაში ყოფნის დროს  ძალაუფლების შენარჩუნებისთვის იყენებდნენ, ხელისუფლებიდან წასვლის შემდგომ, ხელისუფლებაში დაბრუნებისთვის!   მიგვაჩნია, რომ ამ პროცესის პოლიტიზება დამანგრეველია საქართველოსთვის!

  • ჩვენ ვაგრძელებთ ჩვენ პროექტს, რომლის განხორციელება შესაძლებელია ხალხის, ეკლესიისა და ხელისუფლების ერთიანობით. პოლიტიკოსებმა პრაქტიკულად, მტრობა გამოუცხადეს ამ პროექტს და აშინებთ 8 თებერვალს, დავითობას, გელათში დაწყებული კონგრესის სესიები, რომლებიც გაგრძელდება მსოფლიოს 40 ქვეყნის 85 ქალაქში და დასრულდება ეროვნული ყრილობით. პარტიებმა და პოლიტიკოსებმა, ნაცვლად იმისა, რომ მხარდაჭერა გაეკეთებინათ მეცნიერთა დიდი ჯგუფის მიერ შედგენილი საზოგადოებრივი პროექტისადმი:“გზა ცივილიზებული სახელმწიფოსკენ – ახალი განზომილება“,მას სხვადასხვა ფორმით,პირველ რიგში იგნორირებით, ასევე მტრობა გამოუცხადეს.
  • ჩვენ ვამაყობთ იმით, რომ მიუხედავად დიდი სირთულეებისა, შესაძლებელი გახდა, არ გაწყვეტილიყო პროცესი. 1994-95 წლებში, ბატონების: რეზო ჩხეიძის, მერაბ ბერძენიშვილის, ინტელიგენციის საუკეთესო ნაწილის ინიციატივით დაიწყო და თბილისში შედგა ქართველთა პირველი კონგრესი. კონგრესის მმართველ ორგანოს არ შეუწყვეტია მუშაობა, მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლებების არათუ მხარდაჭერა არ ჰქონდა, არამედ მხოლოდ მათი მხრიდან ხელისშეშლა და წინააღმდეგობა იყო. უფრო მეტიც, 2006 წელს დაარბიეს საინიციატივო ჯგუფის ოფისი თბილისში და რამდენიმე პიროვნება დააპატიმრეს კიდეც.

სწორედ ამის გამო იყო, რომ 2009 წლის მაისში, ეს შეხვედრა შედგა არა თბილისში, არამედ სოჭში, იმერეთის დაბლობზე, სადაც ქართველებთან, ოსებთან და აფხაზებთან ერთად მსოფლიოს 18 ქვეყანაში მცხოვრებმა ქართველებმა მიიღეს მონაწილეობა. მწარედ ვიხსენებ იმას, რომ სოჭის კონგრესის რამდენიმე მონაწილე, რომელთაც იმჟამინდელი საქართველოს ხელისუფლება დაპატიმრებით ემუქრებოდა, რუსეთში დააპატიმრეს. ვფიქრობ, მრავლისმეტყველი ფაქტია.

  • როგორც დაგეგმილი გვქონდა, სწორედ დავითობას დავიწყე კონგრესის სესიების ორგანიზება მსოფლიოს 40 ქვეყნის 85 ქალაქში, სადაც ისტორიულად თუ ბედის უკუღმართობის გამო, თითოეულ ქალაქში1000 ზე მეტი ქართველი მაინც ცხოვრობს. გელათის შემდგომ პირველი სესია ჩატარდება საფრანგეთის ქ.ლევილის ქართველთა მამულში 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, (პარიზის შემდგომ), საბერძნეთის სამ ქალაქში: ოლიმპოს, ნიკეასა და ათენში. კონგრესის საზღვარგარეთის სესიები დასრულდება უკრაინასა და ისრაელში.  კონგრესის სესიებთან ერთად ეს იქნება ამ ქვეყნებთან ჩვენი ისტორიული მოგობრობის დადასტურებაც და რაც განსაკუთრებით ხაზგასასმელია, ამ ქვეყნებში ჩავატარებთ დავით გურამიშვილისა და შოთა რუსთაველის იუბილეებს. ყველაფერი ეს დასრულდება 2020 წლის შემოდგომაზე, საქართველოში, „ყოველთა ქართველთა, საქართველოს შვილთა და საქართველოს მეგობართა კონგრესით“. ეს პრაქტიკულად, იქნება ეროვნული ყრილობა, რომლის აუცილებლობაზეც საუბრობდნენ ჩვენი დიდი წინაპრები. ეს გრანდიოზული პროექტია – მისი განხორციელება შეუძლებელია ხალხის ეკლესიისა და ხელისუფლების ერთობის გარეშე.
  • აშკარაა,რომ სააკაშვილს აძლიერებს დღევანდელი ხელისუფლების უკიდურესი სისუსტე.დარწმუნებული ვარ,”ხალხის წერილს1 მარტამდე კიდევ მეტი შემოუერთდება და ამ წერილმა თუ არ შეცვალა სიტუაცია,მაშინ ხალხმა უნდა შეცვალოს ხელისუფლება.

უცხოეთის შეხვედრებმა დამარწმუნა,რომ საქართველოს მომავალი არც ნაცმოძრაობასთან და არც ოცნებასთან არ არის დაკავშირებული , რომ ვიდრე სააკაშვილი და ივანიშვილიარიან პოლიტიკაში ,საქართველოში სიკეთე არ იქნება.ისინი ერთმანეთს ასაზრდოებენ პოლიტიკურად,ქვეყანას კი ყოფენ ორ დაპირისპირებულ ბანაკად…ასეთი დაპირისპირება კი დამანგრეველია, აძლიერებს სიყალბეს და პოლიტიკურ მაფიას.

მწამს და მჯერა,ქვეყნის მომავალი არც ბელადთან ,მით უფრო,არც სიყალბეზე აღმოცენებულ სააკაშვილთან და არც მილიარდელ ოლიგარქთან არ არის დაკავშირებული…საქართველოს მომავალი განათლებულ ადამიანთა ხელისუფლებასთანაა დაკავშირებული.

  • შეცოდების გარდა რა უნდა მქონდეს იმ ადამიანის მიმართ,რომელიც ამბობს,რომ მე ნოდარ ნათაძესთან ერთად კარავში ვიყავი 2011 წელში.როგორ უნდა ვიკამათო ასეთი ტყუილის მთქმელთან.ჩემ მცხოვრებაში კარავში მთის გარდა არასდროს ვყოფილვარ…

ან როგორ ვეკამათო ბოლშევიკური აზროვნების იმ ადამიანს, რომელსაც არ ახსოვს,რომ კომუნისტურ პარტიაში იყვნენ მუხრან მაჭავარიანი, ნიკო ჭავჭავაძე, აკაკი ბაქრაძე, ჩემი მასწავლებელი ჟიული შარტავა და უამრავი,რომელთაც სიცოცხლის ფასად დაიცვეს სამშობლო და ქვეყნის ინტერესები…

ან იმ ადამიანთან,რომელიც აქებს და ადიდებს ამერიკას,სააკაშვილს და მის გარემოცვას ამერიკული პროგრესის მატარებლად მიიჩნევს და სხვა ყველა რუსეთის მომხრე ვართ…არც ის ახსოვს,ქართული ეკონომიკა სააკაშვილის დროს რომ გადავიდა რუსეთის ხელში,რომ კგბ ს გენერალ, ვინმე გენერალოვის,ათწლეულებია რუსეთის დუმის წევრის ,-ხელის ბიჭი ნაყოფიაა სააკაშვილის მთავარი ფინანსისტი,რომლის მეშვეობითაც საქართველოს ოქროს საბადოები და საერთოდ უდიდესი სიმდიდრე გადავიდა რუსეთის ხელში…არც ის ახსოვს,რომ სააკაშვილის ლამის მთელი ოჯახი კომუნისტი იყო,რომ ბაბუა მიხეილ სააკაშვილი 1937 წელში, როცა მთელი ინტელიგენცია დახვრიტეს და დაიჭირეს,19 წლის ასაკში, სტალინის რეკომენდაციით გახდა მოსკოვის ბოლშევიკური პარტიის წევრი,რომ სააკაშვილის დედა კომკავშირის პრემიის ლაურეატია, რომ  სააკაშვილი კომკაცშირის ცკ-ს რეკომენდაციით მოეწყო კიევის დიპლომატიურ სასწავლებელში,რომ მათი პრეზიდენტობის კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე პარტიის ჭიათურის ქალაქკომის პირველი მდივნის შვილია,რომ ჯერ პირველ მდივბად ,შემდეგ მინისტრად შევარდნაძის რეკომენდაციით დაინიშნა,რომ ვაშაძის მთელი კარიერა მის რუს სიმამრთან,უმდიდრეს ბანკირთან და სსრკ-ს საგარეო საქმეთა მინისტრ შევარდნაძესთანაა დაკავშირებული….

ან როგორ ვიკამათო რუსთავი-2”-თან,რომელუც ამ ფაქტებზე დუმს;რომელიც ზიზღით ლაპარაკობს ყველაზე,ვინც სააკაშვილს არ აქებს და არ ადიდებს,რომელმაც ერთი წუთი არ დამითმო,როგორც პრეზიდენტობის კანდიდატს…და,რომლის ბოროტების შედეგი ვნახე უცხოეთში,რომელმაც თქვა,რომ სააკაშვილზე თავდასხმა მინდოდა.

  • ასე ცხოვრება აღარ შეიძლება!

პოლიტიკოსების მიერ თავსმოხვეული ლანძღვაგინების და დაპირისპირების პოლიტიკა სამშობლოს დაგვაკარგვინებს. დავფიქრდეთ…მოქმედებაა საჭირო! ქვეყნის მომავლისთვის საშიშია ინტელიგენციის დუმილი…ხალხი ათწლეულებია მიტოვებულია ხელისუფალთა მიერ. ამას ინტელიგენცია არ უნდა ეგუებოდეს,ხელისუფლებას არ უნდა პატიობდეს….არ შეიძლება ინტელიგენცია საკუთარ თავზე ფიქრობდეს და ასე უმოწყალოდ მიატოვოს ხალხი!

მდგომარეობა იმაზე უარესია, ვიდრე წარმოგვიდგენია. ნამდვილ პოლიტიკოსს ამ ბრძოლაში ურჩევნია დაეცეს, ვიდრე შეეგუოს ყველაფერს რაც ქვეყანაში ხდება,მ რა მდგომარეობაშიც ცხოვრობს მოსახლეობის უმეტესობა, მით უფრო, რომ ყველაფერი ეს პოლიტიკოსთა „მოღვაწეობის“ შედეგია!

  • ნუ ვირჩევთ და ნუ ვემსახურებით უღირსებს!

ღირსება არ აქვს ხელისუფლებას-ყოფილს,თუ დღევანდელს, რომელიც , ,ღირსების ულტიმატუმი -“ს ელემენტარულ მოთხოვნებს არ ასრულებს…არც იმას,ვინც ასეთების ხელისუფლებაში დაბრუნებისთვის,თუ ხელისუფლებაში შენარჩუნებისთვის იბრძვის.

,ღირსების ულტიმატუმი” 2009 წლის 23 ნოემბერს გაეგზავნა პრეზიდენტ სააკაშვილს…გაპრემიერებისთანავე დაეგზავნათ ბატონებს:
ბიძინა ივანიშვილს
ირაკლი ღარიბაშვილს
გიორგი კვირიკაშვილ

შედეგი ნულის ტოლია !

ვის სჭირდება ხელისუფლება,რომელიც ხალხის ელემენტარულ მოთხოვნებს არ,თუ ვერ ასრულებს?

დავფიქრდეთ,ნუ ვირჩევთ და ნუ ვემსახურებით უღირსებს !

რეზიუმეს სახით კი ვიტყვი: 

  • წარსულს უნდა ჩაბარდეს პარტიულ სამთავროებად დაყოფილი საქართველო. პოლიტიკოსთა პარპაში ქვეყანაში;
  • წარსულს უნდა ჩაბარდეს რევოლუციები და რევოლუციებით ხელისუფლებაში „ქუჩის პოლიტიკოსების“ მოსვლა;
  • წარსულს უნდა ჩაბარდეს ისეთი ხელისუფლებები, რომელთაც დაივიწყეს, რომ ადამიანი მიზანია და არა საშუალება ხელისუფლებაში მოსვლისა და შენარჩუნებისთვის;
  • წარსულს უნდა ჩაბარდეს ბელადომანია და ოლიგარქების მმართველობა.

ხალხმა უნდა დაიბრუნოს პოლიტიკოსების მიერ წართმეული სამშობლო. უნდა გაცნობიერდეს, რომ ქვეყნის გადარჩენა არა ფულის, არამედ ნიჭის ძალაუფლებასთანაა დაკავშირებული. ყველაფერი ამისთვის კი, მორალურ და ღირსების მქონე ადამიანთა დიდი ერთობაა საჭირო.

ვფიქრობ, ეს არის მოაზროვნე ქართველთა, საქართველოს შვილთა და საქართველოს მეგობართა განწყობა.

 

 

 

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *