ბრიფინგი: “თბილისი – ლიეჟი – რომი” ის რაც დღეს ხდება ქვეყანასა და ქვეყნის გარეთ, იქნებ ეს არის ყველაზე დიდი შეთქმულება ქვეყნის წინააღმდეგ.

სტენოგრამა

მოგესალმებით როგორც ყოველთვის დღეს მომზადებული მოვედი.

აქ არის მასალები, რომლებიც შეგილიათ ნახოთ, მიიღოთ და ნებისმიერი აბზაცი გამოიყენოთ დამოუკიდებლად.

მე შევეცდები რაც აქ წერია, იმაზე არ ვისაუბრო, სხვა კუთხით შევხედავ დღევანდელი პრესკონფერენციის საკითხებს. აქვე გვაქვს მეცნიერთა მიერ შემუშავებული პროგრამები, რომლებიც რამდენიმე ტელევიზიას გადავეცი (აქ ესწრება რუსთავი ორი და  ქართული არხი) ვისაც სურს მიეცემა საშუალება გაეცნოს. ეს პროგრამები, არის ჩემ აზრით ძალიან მნიშვნელოვანი. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ის არ შეიძლება შეიცვალოს. ის მუდმივ სრულყოფას განიცდის.  არის მეცნიერთა მცდელობა, შეაფასონ ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობა  და დასახონ გზები, საით უნდა წავიდეთ. აქ საუბარია, რას ნიშნავს “სახელმწიფო კაცების საკრებულო“, რას ნიშნავს პროექტი „ვქირაობ ხელისუფლებას“ , „თავისუფალი ტელევიზია“, და ა.შ.  აქვე არის ექვსი თვის სამოქმედო პროგრამა და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ეს იწყება  „ხალხის წერილით“ რომელიც არის პირველ ნაწილში აგმოქვეყნებული და რომელსაც წარვადგენთ მარტის თვის პირველ ნახევარში. უკვე 10 ათასზე მეტ ხელმოწერა აქვს „ხალხის წერილს“. 10 მარტამდე ის ჩაბარდება ხელისუფლებას. ყველაფერი ეს მოცემულია კრებულში ახალი განზომილება რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ. ეს შესავალის სახით.

ჩვენს პრესკონფერენციას ძალიან მწვავე დასათაურება  აქვს:“ ის რაც დღეს ხდება.ქვეყანაში და ქვეყნის გარეთ. იქნებ ეს იყოს ყვეაზე დიდი შეთქმულება საქართველოს  წინააღმდეგ..“  რა თქმა უნდა,   შეიძლება იყოს ბევრი კითხვა. 10-15 წუთია განმავლობაში ყველაფერ ამას ვერ გავხსნი. ამიტომ  მზად ვარ ნებისმიერ ჟურნალისტს და ტელევიზიას ვესაუბრო ამ საკითხებზე.

ჩვენ მივიღეთ ძალიან სერიოზული პროგრამები. მე ვხედავ, რომ არავის არავითარი პროგრამა არ გააჩნია.    ის რაც მე ლიეჟში ვნახე, არის დისკრედიტაცია იმისა, რასაც ქვია „ქართველთა მსოფლიო კრება“. რასაც ქვია ყოველთა ქართველთა კონგრესი“  კიდევ ერთხელ დავრწმუნდი რომ დამოუკიდებლობის აღდგენის შემდგომ ქვეყანა  ვცხოვრობს სიყალბეში.  რაც უფრო მეტად ყალბია პოლიტიკოსი, მით უფრო მეტად ხმაურობს და მით უფრო მეტად ატყუებს ხალხს. ასეთი ტყუილებით მოვედით აქამდე და დღეს ჩვენ ვართ მდგომარეობაში, როცა ქვეყანას მართავს პოლიტიკური მაფია.

პოლიტიკურ მაფიაში არ შედის მხოლოდ მოქმედი ხელისუფლება. ოპოზიცია დ ა პოზიციაორივენი ერთად ქმნიან პოლიტიკურ მაფიას. პოლიტიკური მაფიის შემადგენლობაში ასევე  ის პოლიტიკოსებია, რომლებიც დარბიან პარტიიდან პარტიაში, მოვიდნენ კალოშებით და დღეს სასახლეებს ფლობენ. რომლებიც ხან გამსახურდიას აქებდნენ, ხან შევარდნაძეს, ხან სააკაშვილს, ხან კიდევ ვის და შემდეგ მასთან იბრძოდნენ, დღეს უკვე  ივანიშვილს აქებენ და მერე მასაც უღალატებენ ალბათ…  საქართველოში ამ სიყალბიდან გამოსვლაა დღეს მთავარი.

დღეს საჭიროა ამ სიყალბიდან გამოსვლა.სიყალბეს აქვს სამი მდგენელი. ეს არის ოლიგარქია და ბელადი, ეს არის პოლიტიკოსები, რ ომლებიც ფულს დასდევენ და ის ინტელიგენცია, რომელიც მიეყიდა ხელისუფლებას და ბევრი ყველა პირველ ხელისუფალს იყო მიყიდული.  ასეთები ბევრნი არან დღეს საქართველოში. მაგრამ ამავე დროს,მეორე ჯგუფი იღებს სიმაღლეს. ჩვენ ვსაუბრობთ მორალური ადამიანების ერთობაზე. ქვეყნის გადარჩენა არ შეუძლია რევოლუციებს, ქუჩას, ბელადებს თუ ოლიგარქებს, არც პარტიიდან პარტიაში მორბენალ ადამიანებს. ქვეყნის გადარჩენა შეუძლიათ მორალურ ადამიანებს. მორალურმა ადამიანებმა ( სახელწოდება პირობითია) შიშველი ხელებით უნდა დაამარცხონ ოლიარქიაც, ბელადომანიაც, ქუჩის პოლიტიკაც, ქუჩის პოლიტიკოსებიც  უნდა წაართვან ქვეყანა პოლიტიკოსებს ასევე იმ ძალებს, ვინც გარედან მართავენ ამ ქვეყანაში

დამოუკიდებლობის აღდგენის შემდგომ ქვეყნის სათავეში ვერ მოვიდა პოლიტიკოსი, პოლიტიკოსთა გუნდი, რომელიც ქვეყნის გარედან არ იმართება. როცა ვლაპარაკობთ, რომ ხელისუფება ქვეყნის გარედან არ უნდა იმართებოდეს, ეს არ ნიშნავს რომ   ურთიერთობა არ გვქონდეს რომელიმე ქვეყანასთან: ამერიკასთან, რუსეთთან, ევროპასთან თუ აზიასთან ან მეზობლებთან… ჩვენ არ უნდა ვებრძოლოთ არავის. ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ საქართველოსთვის/ საქართველოს პოლიტიკოსები ებრძვიან ვიღაცას ყოველთვის და ამარცხებენ საქართველოს. ეს არის უბედურება

ამერიკის კონსტიტუციის შემქმნელებმა  მიზნად დაისახეს ორი რამ: კონსტიტუციას უნდა უზრუნველეყო, რომ ხელისუფლების სათავეში არ მისულიყო ძალაუფლების მოყვარული და ფულის მოყვარული. სამწუხაროდ,  ჩვენ გარე ძალები მოგვეხმარენ ისეთი კონსტიტუციის შექმნაში, რომელსაც მოჰყავს მხოლოდ ფულის მოყვარული და ძალაუფლების მოყვარული. ამის დამარცხება შეუძლია მხოლოდ მორალურ ა დამიანებს, ზნეობის ადამიანებს, რწმენის ადამიანებს შიშველი ხელებით. სხვა გამოსავალი არარის.

მე დარწმუნებული ვარ, რომ აპრილის თვე დაადასტურებს სერიოზულ განწყობას  დიდი ჯგუფის   და განცხადებაც გაკეთდება მაისის თვეში აჭარიდან, სადაც დიდი შეკრება შედგება და იქნება ჩამოყალიბებული დიდი ქართული პროგრამა.

მე არ ვთანამშრომლობ იმ პოლიტიკოსებთან და პარტიებთან, რომლებიც ფინანსდებოდნენ ბიძინა ივანიშვილისგან. იმ პარტიებთან, ვინც მიეყიდა თავის დროს შევარდნაძეს თუსააკაშვილს. მე სუფთა ადამიანების  მომხრე ვარ. მირჩევნია წავაგო და  ვიყო სუფთა ადამიანებთან, ეს არის უმნიშვნელოვანესი, ვიდრე ტაშს გიკრავდნენ და მარცხდებოდე.

მე რაც ლიეჟში ვნახე, მე რომ პოლიტიკოსი ვიყო და ისე მხვდებოდნენ, და ტაში დამიკრან, როგორც სააკაშვილს შეხვდნენ, ეს არის დამონება ხალხის, მე უარს ვიტყოდი, გავიდოდი  ხალხთან და ვეტყოდი: ხალხო, გამოდით ამ მდგომარეობიდან!““ტაშმა დაღუპა ეს ქვეყანა!“ სააკაშვილი ვინ არის, რომ 15 წუთი ფეხზე ამდგარი ტაშს უკრავდნენ?!

რუსთავი 2-ს საყურადღებოდ  მინდა ვთქვა, რატომ არ გაქვთ გადაღებული, ის მომენტი,  სააკაშვილი რომ მოვიდა ჩემთან და რა ვისაუბრეთ. მე არ მივსულვარ მასთან, ის მოვიდა და რა ც მკითხა და რაც მესაუბრა  რატომ მოხდა, რომ ყველა, ვისაც ესაუბრა და  ხელი ჩამოართვა, ყველა გადაღებულია. ერთი საათი მეხვეწებოდნენ, სიტყვა არ მეთქვა და მაინცდამაინც მაშინ, როცა ჩემთან მოვიდა, სააკაშვილმა ანიშნა ტელევიზიებს, არ გადაეღოთ.

მე ვხედავ იმას, რომ ეს რეალურად არის ბევრი რამის იგნორირება. მე ვნახე ლიეჟში არა მარტო ის სააკაშვილი, რომელსაც ჯერ კიდევ 1997 წელს ვუწოდე არასერიოზული, გაუწონასწორებელი და ქვეყნისთვის საშიში. არამედ გაბოროტებული სააკაშვილი, რომელიც დგას გაბოროტებული ადამიანების გვერდით. ლიეჟში დაიმსხვრა მითი „სხვა სააკაშვილის“ შესახებ, როგორც ამაზე რუსთავი 2 და სხვა ტელევიზიები საუბრობდნენ …დღესვე შემიძლია იგივე რუსთავი 2 და სხვა ტელევიზიებს , ექსპერტთა მონაწილეობით ვაჩვენო, რა მდგმარეობაშია ჩემი ფეხები ლიეჟის შემდგომ. როდესაც ადამიანი 40- 50 კაციანი დაცვით დადის , უკვე ეჭვი მეპარება რაიმე სერიოზულზე და ქვეყანაზეა საუბარი.

იყო ლაპარაკი,  ჟრნალისტები კითხულობდნენ, რა თანხით წავედი ლიეჟში. ყველას ვურჩევ, მივიდეს ლიბერთ ი ბანკში, ჩემს მიერ სესხად აღებული. მაგრამ ყველაზე მნიშვნელობანია, თუ ქვეყანა გინდათ ჟურნალისტებს და ტელევიზიებს, ნახეთ, რომ 5040 ლარის ნაცვლად უნდა დავაბრუნო 10 ათასი ლარი, ეს არის 40 პროცენტიანი სესხი. ამ ბანკებთან არის დაკავშირებული ივანიშვილი. საუბარი არ არის მხოლოდ ერთ ბანკზე. საუბარია მთელ საბანკო სისტემაზე.

რა თქმა უნდა ის რაც ხდება დღეს თიბისი ბანკთან დაკავშირებით, კანონის ფარგლებში უნდა იყოს მოქცეული. მაგრამ მე ან გარკვეულ ჯგუფს იეცეს საშუალება,  რომ შემოწმდეს ის ბანკები, რომლებიც ივანიშვილთანაა დაკავშირებული, დარწმუნებული ვარ, იქ გაცილებით უარესი მდგომარეობა იქნება. ვიდრე სხვა ბანკებში.

ჩვენი პოზიცია არის ნათელი. ქვეყანა ცხოვრობს სიყალბეში. ქვეყანას მართავს პოლიტიკური მაფია. ამ მაფიაში შედის არა მარტო ხელისუფლება. მე ვიცი, რა ბრძოლაზეც მიდივარ ამ განცხადებით, მაგრამ ამაზე შეგნებულად მივდივარ. მე ვიზიარებ ბატონი ტრამპის შეფასებებს ტელევიზიებთან და ჟურნალისტებთან დაკავშირებით. რადგან რეალურად, ვერც ერთი პოლიტიკოსი ვერ შეძლებდა ქვეყნის ამ მდგომარეობამდე მიყვანას, რომ არ ყოფილიყო ჟურნალისტების დიდი მხარდაჭერა. როგორ შეიძლება რომელიმე ტელევიზიას ჰყავდეს საკუთარი პრეზიდენტობის კანდიდატი?! ან რომელიმეს ებრძოდეს ან უჭერდეს მხარს? შეიძლება გქონდეს ვინმეს მიმართ სიმპათია, მაგრამ მხარდაჭერა წარმოუდგენელია!

რეალურად ჩვენ დღეს გადაგვარჩებს არა ოლიგარქი და ფულიანი, არამედ შიშველი ხელებით მებრძოლი, სუფთა  ადამიანები. ეს მოძრაობაა დასაწყები. ქვეყანა უნდა გათავისუფლდეს იმ ხალისგან, ვინც თამაშობს და სკამისთვის ბრძოლა დაისახა მიზნად და არა ქვეყნის მდგომარეობიდან გამოყვანა. მე ვერ ვიქნები ვერასდროს იმ პოლიტიკოსებთან, ვისზეც წერია გაზეთ „ღირსებაში“.

ეს დოკუმენტი „სამართლიანობის მაიფესტი“ რომელიც გამოქვეყნდა 2008 – 2011 წლებში, სხვადასხვა ფორმით გადაეცა პრეზიდენტ სააკაშვილს. იგივე მეორე  დოკუმენტი  ემიგრანტებთან დაკავშირებით… რაც აქ წერია, ერთი მოთხოვნა არ ყოფილა შესრულებული. უფრო მეტს გეტყვით. როდესაც მე ვამბობდი, რომ მასწავლებლის ხელფასი 1 ლარით მეტი უნდა იყოს მერის ხელფასთან დაკავშირებით. მაშინ გამოვიდა სააკაშვილი და თქვა, თემურ შაშიაშვილი მასწავლებლების რევოლუციას იწყებს ქუთაისიდან, იმიტომ დაუნიშნა ქუთაისში მასწავლებლებს ისეთი ხელფასი, რომ ჩვენ ამას ვერ ვაკეთებთ მთელ საქართველოშიო და მე გამანთავისუფლეს ქალაქის  მერობიდან. შემდგომ მოვიდა სხვა მერი და ეს პროგრამა შეწყდა. ისევე, როგორც მე ვამბობდი, რომ პროფესორს, დოქტორს, მეცნიერს,უნდა ჰქონდეს ძალიან მაღალი ანაზღაურება ( მე მეცნიერებაზე ორიენტირებული ადამიანი ვარ ),ესეც მოშალეს   ჩემი მერობის დროს , უმაღლეს სასწავლებლებში სწავლა უფასო იყო და მისაღები გამოცდებიც არ იყო. დღეს რატომ არის ეს შეუძლებელი? ასეთი რამეები მივწერეთ ჩვენ,რაც აქ წერია,  ბევრი რამ მე უკვე გაკეთებული მაქვს. და რაც გაკეთებული მქონდა, იმას ებრძოდნენ. ერთხელ ტრიბუნიდან მიშამ თქვა, რაც „სამართლიანობის მანიფესტში“ წერია, ამას ერთ წელიწადში გავაკეთებთო. ეს ითქვა 2010 წელს. ვიდრე პრეზიდენტი იყო, 2012 წლამდე ორი წელი გავიდა. მას ერთი რამე არ გაუკეთებია. აი, ეს არის ტყუილზე აგებული პოლიტიკა!

ვამთავრებ იმით, რომ ოთხ რამეზე დგანან დღეს პოლიტიკოსები: ყალბი ეროვნული პათოსი, სოციალური დემაგოგია,დემოკრატიის თამაში და ელიტური კორუფცია. აი, ოთხი რამე, რაზეც დგას დღეს პოლიტიკური მაფია და ეს არის დასანგრევი! მე როცა ტანკი მოდიოდა, მე მას წი დავხვდი.  მაგრამ დღეს მოდის პოლიტიკური ტანკი, რომელსაც შიშველი ხელებით ერთი ადამიანი ვეღარ დახვდება. შიშველი ხელებით უნდა დახვდეს ამ პოლიტიკურ ტანკს ადამიანები. ფულიანი ამ პოლიუტიკურ ტანკს წინ არ  დახვდება.  შიშველი ხელებით მოძრაობა დაიწყება აპრილის თვეში. ჩვენ იმ პროგრამას წარვადგენთ მსოფლიოს 40 ქვეყანის 85 ქალაქში. ხელისუფლება  ხელს უშლის ამას, ქვეყნის შიგნით და გარეთ . დისკრედიტაცია მოახდინეს ამ პროგრამის. მაგრამ ყველაფერი იაზე იქნება დამოკიდებული, თუ როგორ შევძლებთ გელათის შემდგომ, 8 თებერვალს, 26 მაისს პარიზში, ლევილის ქართველთა მამულში,  შედგეს  შემდგომი კონგრესი. თუ ეს ყველაფერი შედგა და კარგად და მომავალი წლის სექტემბერში შედგება ეროვნული ყრილობა. თუ შევძელით „სახელმწიფო კაცების საკრებულოს“ შექმნა, თუ შევძელით და შევქმენით „ პიროვნებათა პარლამენტი,  თუ შევძელით და შევქმენით პროგრამა „ვქირაობ ხელისუფლებას“. როცა მეცნიერები შეადგენენ პროგრამას და იტყვიან „ჩვენ ვქირაობთ ხელისუფლებას, რომელიც ამას გააკეთებს“ ჩვენ მივდივართ სხვა გზით, მეცნიერებაზე დაყრდნობით და მეცნიერებთან ერთად. ჩვენ მზად ვართ ყველასთან თანამშრომლობისთვის, ვისაც აქვს სურვილი. ჩვენი პოზიცია ასეთია : ხალხის, ეკლესიისა და ხელსიუფლების ერთობას შეუძლია ქვეყნის ამ მდგომარეობიდან გამოყვანა. ვინც ანაწევრებს ქვეყანას  პოლიტიკურ სამთავროებად, ის არის ქვეყნის მტერი.

ერთი და მნიშვნელოვანი: ვინც ფიქრობს, რომ   სააკაშვილი და ივანიშვილი ერთმანეთს ებრძვიან, ძალიან ცდება. ჩვენ ამ ორმა პიროვნებამ პინგ-პონგის მაყურელის როლში ჩაგვაყენა. ისინი, პინგ-პონგს თამაშობენ ერთმანეთში და მაყურებელი  ვერც ზევით იყურება და ვერც ქვევით. ზევით ქართული ზეცაა, ქვევით ქართული მიწა. პინგ პონგის მოთამაშეები ერთმანეთში თამაშობენ , ისინი ქვეყანას ვერ გადაარჩენენ. ხალხი უნდა მოვიდეს აზრზე. უნდა გაიგოს, რომ გადარჩენა არც სააკაშვილშია არც ივანიშვილში. ვისაც მიაჩნია, რომ ან ერთი ან მეორე გადაარჩენს ქვეყანას. ის მტრობს ქვეყანას! ვინც ფიქრობს, რომ ან ნაცმოძრაობაშია გადარჩენა, ან ქართულ ოცნებაში, ის ქვეყანაზე არ ფიქრობსა. მე არ ვმბობ, რომ გადარჩენა ჩვენშია. გარადჩენა შიშველი ხელების, წესიერ ზნეობივ ადამიანებშია/

-კონკრეტული ადამიანები გყავთ მხედველობაში? შეგიძლიათ დაგვისახელოთ ისინი?

-რა თქმა უნდა, მე გითხარით, აპრილის თვეში დადგება დიდი გუნდი, რომელიც იტყვის, ჩვენ ვართ ის ხალხი, ვინც არ ფიქრობს ხელისუფლებაში მოსვლაზე,მაგრამ ასე არ ვაპარპაშებთ ქვეყანაში პოლიტიკოსებს. და მეორე, ეს იქნება უმძიმესი მიმართვა ინტელიგენცის მიმართ, რომელიც მიეყიდა ხელისუფლებებს, ძალიან ბევრი და მიატოვეს  ხალხი! ინტელიგენციის მიერ ასე მიტოვებული ხალხი მე არ მახსოვს რომელიმე ეპოქაში! მაგრამ  ეს ყველას არ ეკუთვნის. ყველა უნდა გამოფხიზლდეს! მე არ ვლაპარაკობ აქ როგორც პოლიტიკოსი და პარტია „თეთრების“ ლიდერი. მე ვლაპარაკობ მეცნიერთა დიდ გუნდში შესული კაცი.

კრებულში „გზა ცივილიზებული სახელმწიფოსკენ“ არის  პროგრამები, რომელთა  უკან დგას მილიარდები. მაგრამ ისინი არავის აინტერესებს. ჩვენ მივმართავთ ხელისუფლებას დავსხდეთ, განვიხილოთ ეს  პროგრამები, რატომ არ გინდათ ეს პროგრამები? რას დავსდევთ, იმას, რომ  მარიხუანა ააშენებს ამ ქვეყანას ან სააკაშვილი რომ ამბობს 10 მილიარდს შემოვიტანო. ვინ აძლევს ამ 10 მილიარდს? ვინც სააკაშვილს ამ ფულს ანდობს, იმას ალბათ ქვეყნის ყიდვა უნდა, ან რაში დებს ამ ფულს, ვინ იცის, საიდან არის? აი, აქ დევს ქართული  პროგრამები, რომელსაც შეუძლია დიდი მოგების მოტანა. და რომელიც არავის აინტერესებს.  ყველაზე დიდი ფასი ექნება მოკლე პერიოდში წყალს. . პროგრამა „წყალი“ გაკეთებულია ქვეყანაში არის ისეთი სიმდიდრე, რომელსაც მილიარდების მოტანა შეუძლია…მაგრამ ყველა ხელისუფლებამ გადააგდო ეს პროგრამა. ეს ყველაფერი წერია გაზეთ ღირსებაში“ დოკუმენტებს, რომელსაც აქ  ვაქვეყნებთ ვაგზავნიდით მიხეილ სააკაშვილთან, მერე ბიძინა ივანიშვილთან , მოვიდა ბატონი ღარიბაშვილი, გავუგზავნეთ ღარიბაშვილს, მოვიდა ბატონ კვირიკაშვილი, გავუგზავნეთ კვირიკაშვილს, ყველაფერი ეს ჩამოყალიბებულია  „ხალხის წერილში“.

დღეს თავშეწირული პოლიტიკოსების დროა. რომლებიც არ არიან აგებული ტყუილზე და სოციალურ დემაგოგიაზე. მე ვთვლი, რომ დღეს ემიგრანტების გამოყენება პოლიტიკური მიზნებისთვის, ისევე, როგორც ქვეყანაში  გაჭირვებული ადამიანების გამოყენება პოლიტიკური მიზნებისთვის, არა მარტო უზნეობაა , არამედ დანაშაული. და როცა საუბარია შეთქმულებაზე, ეს არის შეთქმულება ქვეყნის წინაშე.

მეგონა დამისვამდით კითხვას ყველაზე დიდი შეთქმულება რა არის/ მე ვთვლი, რომ ყველაზე დიდი შეთქმულებაა, რომ დაყვეს ნაცმოძრაობა რადენიმე პარტიად, ეხლა ქართულ ოცნებას დაყოფენ რამდენიმე პარტიად  და 2020 წლის არჩევნებში მივლენ ნაცმოძრაობის და ქართული ოცნების  ნაგლეჯები. ზოგი კონსერვატორს დაირქმევს, ზოგი პატრიოტს დაირქმევს, ზოგი „ევროპულს“ დაირქმევს, ზოგი „რუსულს“ დაირქმევს და ზოგი ამერიკულს დაირქმევს. „გირჩი“ იმიტომ დაირქვეს, რომ მასაც ჰყავს მომხრეები. ოჯახები გაიყოფა  და ზოგი ერთ პარტიას მისცემს ხმას , ზოგი მეორეს. ეს იქნება ყველაზე დიდი შეთქმულება ქვეყნის წინააღდეგ. დასავლეთის მასონურ წრეებს აღარ აწყობთ საქართველოში ერთი პოლიტიკური ძალა რომ იყოს წარმმართველი. ლაპარაკია იმაზე, რომ აქამდე იყო „მოქკავშირი“, დასჭირდათ მისი რევოლუციით დამარცხება, მოვიდა „ნაცმოძრაობა“, დასჭირდათ მისი  რევოლუციით დამარცხება, მოვიდა „ქართული ოცნება“ ეხლაც უნდათ რევოლუციით მისი დამარცხება. მე არ ვარ რევოლუციების მომხრე. არც ვადამდელი არჩევნების მომხრე ვარ. არჩევნები თავის ვადებში უნდა ჩატარდეს. ეს წერია ჩვენს პროგრამაში. შეიქმნება 7-8 პარტია. ერთს ივანიშვილი ჩაუდგება სათავეში, მეორეს სააკაშვილი, მესამეს –  ბოკერია მეოთხეს –  ბესელია, მეხუთეს  – კირკიტაძე და ა.შ მაგრამ ყველა იქნება მართული ერთი ცენტრიდან. ეს არის ყველაზე დიდი კატასტროფა, ეს არის ყველაზე დიდი შეთქმულება ქვეყნის წინაშე. ღმერთმა ქნას ვცდებოდე, მაგრამ  აქამდე არც ერთ პროგნოზში არ შევმცდარვარ.

არ შევმცდარვარ მაშინ 2004 წელს როცა საპრეზიდენტო არჩევნებში მივიღე მონაწილეობა, მივიღე დაბალი პროცენტი,დ ავმარცხდი, დავურეკე სააკაშვილს და ვუთხარი: დღეს მე დავმარცხდი, მაგრამ ეს დამარცხება გამარჯვების ტოლფასია, რადგან ცოტა ხანში გაგიჭირდება ცხოვრება -თქო“. გამოვედი და ვთქვი ხმამაღლა: „სააკაშვილისთვის ეს არის დამარცხების ტოლი გამარჯვება ჩემთვის კი გამარჯვების ტოლფასი დამარცხება“

და ბოლოს: როდესაც ინგა გრიგოლიასთან შეხვედრის დროს (დღემდევერ მოიძებნა პირველ არხზე ეს ჩანაწერი) , სააკაშვილის პირისპირ ვიჯექი, მაშინ ის მინისტრი  იყო, ვთქვი საცოდავი საქართველო ასეთი მინისტრების ხელში- მეთქი. მეორე დღეს დამირეკა პრეზიდენტმა შევარდნაძემ და მითხრა: ჩემს საუკეთესო მინისტრს რას ერჩიო. მე ვუპასუხე გამანთავისუფლეთ გუბერნატორობიდან და რიგით მოქალაქედ ვიბრძოლებ ასეთი მინისტრების წინააღმდეგ – მეთქი.

რაც შეეხება რომს . მე  შევუთვალე სააკაშვილს, გადაცემაში მონაწილეობდა ბატონი გიორგი სიგუა. რომელიც 2004-2006 წლებში დაათრევდა კუბოებს სააკაშვილის ფიტულით. მაშინ ერთად ვიყავით. მერე მიჭერენო და  თანხა შევაგროვეთ და წავიდა ქვეყნის გარეთ.  ამერიკიდან რომ ლანძღავდა, მე მცხვენოდა, ასე ადამიანის ლანძღვა არ შეიძლება- მეთქი. მერე რაღაც ესროლა. მერე ჩამოვიდა და ბიძინა ივანიშვილმა იფიქრა, აი, ვიშოვე კაციო. ვინც სააკაშვილს გააკრიტიკებს, ბიძინა ივანიშვილს თავისი მომხრე ჰგონია. ორივე ერთნაირია და ქვეყნისთვის ორივე უბედურებაა ორივე ღუპავს ქვეყანას, შეიძლება ივანიშვილმა ბიზნესში დიდი საქმე გააკეთოს.

მე მივმართე ორგანიზატორებს, თუ მომცემენ საშუალებას ჩავიდე და ნახევარი საათით გამოვიდე სავსე დარბაზის წინაშე, ჩემი საუბარი არ იქნება იმაზე, ვინ არის მიხეილ სააკაშვილი. მე არ ჩავდივარ იქ სააკაშვილზე სასაუბროდ. მე ჩავედი ლიეჟში და ჩავალ იქ იმ ხალხთან სასაუბროდ ვინც იქ არის. მე ჩავალ იქ და წარვუდგენ ამ პროგრამებს.

აი ეს მასალა „ემიგრანტები“ ხუთი პუნქტი, რაც ჩამოაყალიბა გიორგი სიგუამ , ხუთივე პუნქტი წერია ამ დოკუმენტში, რომელიც 2010 წელს გადავეცით სააკაშვილს, არც ერთი არ შეასრულა მაშინ და დღეს წარმოდგენილი აქვს საკუთარ პროგრამად.

თუ მიმიწვევენ რომში, მეტყვიან ჩამოდიო, წავალ არა სააკაშვილთან ან გიორგი სიგუასთან , არამედ იმ ხალხთან სასაუბროდ,ვისაც ემიგრანტი ჰქვია. მე როგორც პოლიტიკოსს ბოდიში მაქვს მათთან მოსახდელი. იმის გამო, რომ ისინი იქ არიან. მეკუთვნის თუ არა ბოდიშის მოხდა, იმის მიუხედავად. ეს ხალხი ქვეყნიდან წავიდა მოქკავშირის, ნაცმოძრაობის და ოცნების დრო. არც ერთი პარტიის წევრი ვყოფილვარ, არც ერთ მმართველ გუნდში არ ვყოფილვარ, მაგრამ მიმაჩნია, რომ ყველას ბრალია, რომ ეს ხალხი იქეთ არის დღეს. და ყველაზე დიდი ბრალია იმის, რომ 1997 წელს მიხეილ სააკაშვილის თავკაცობით მოეწყო ბაზრობების დაცვის აქცია ქუთაისში 1 აპრილს, მაშინ, როცა მე ვამბობდი, რომ ბაზრობები დააქცევენ ქვეყნის მსუბუქ და კვების მრეწველობას, და საქართველოს მოქალაქეები იძულებული გახდებიან გავიდნენ ქვეყნის გარეთ საწარმოები კი ჯართად გავიდოდა ქვეყნიდან, შედეგად,  ხალხი იძულებული იქნებოდა წასულიყო ქვეყნის გარეთ. ვისაც ჰგონია, რომ ეს ტყუილია, წაიკითხოს ბატონი რეზო ჩხეიძის რედაქტორობით გამოცემული გაზეთ „ქართული ფილმის“ 1997 წლის ნომერი. სადაც რეზო ჩხეიძემ გამოაქვეყნა ანალიზი. იმას მოყვა სწორედ საზღვრის გახსნა ბატონი აბაშიძის მიერ, რომელსაც არ ებრძოდა მოქკავშირი. და 1998 წლის 19 ოქტომბერს, როდესაც რუსეთიდან იმართებოდა ის, რაც ხდებოდა, მე რომ ტანკებს დავხვდი, სააკაშვილი იყო აჭარაში, საიდანაც იმართებოდა ამბოხი, ასლან აბაშიძესთან ერთად. თავიდან მან ეს დამალა, მაგრამ მერე აღიარა და მითხრა რომ იქ იყო და ძალიან ნერვიულობდა.

მე არ მივდივარ რომში ასეთი რამეების სათქმელად. მე მივდივარ იმისთვის რომ ვთქვა, არის სერიოზული პროგრამები,გავაერთიანოთ  ძალები. შეიძლება, რომ „ქართველთა მსოფლიო კრება“ დაიწყოს ივანიშვილის გინებით და დამთავრდეს ივანიშვილის გინებით?! ვინაა ივანიშვილი? რატომ ვაქციეთ ივანიშვილი ასეთ ფიგურად, რომ მთელი ორი საათი გამოვიდა სააკაშვილი, ილაპარაკა ივანიშვილზე, გამოვიდა სიგუა, ილაპარაკა ივანიშვილზე, გამოვიდა პრეზიდენტობის კანდიდატი ვაშაძე და მანაც ისაუბრა ვანიშვილზე. თითქოს ივანიშვლი ცახცახებდეს და ეშინოდეს ამის! სულ არ მაინტერესებს ივანიშვილი. მე ვხედავ, რომ ქვეყანას გვართმევენ  და ვხედავ, რომ ადამიანებს ჰგონიათ რომ ივანიშვილი ან სააკაშვილი გადაგვარჩენენ. მე ბევრი ვინმე გამკილავს ამ სიტყვების გამო, ღმერთმა ხელი მოგიმართოთ. მე ვამბობ იმას რაც მწამს და მჯერა. ღმერთმა ქნას ვცდებოდე!

-თუ არ მიგიწვიეს, არ ჩახვალთ რომში?

-მე არ მაქვს სურვილი ფეხები მომჭრან. რუსთავი 2 ს მივმართავ. მიმიწვიეთ სადად გინდათ დ ა ნახეთ რა მდგომარეობაში მაქვს ფეხები. როცა ადამიანი გეტყვის, ვერ გამოხვალ, თუ სააკაშვილი არ მიგიწვევსო, ვკითხე როგორ მეთქი და მიპასუხეს ,,გაგიჭრით შარვალსო“ . ვერ წარმოვიდგენდი, ასეთი რამე თუ არსებობდა. გავიგე მსგავსი გაუკეთებიათ თავის დროზე ბერიასთვის. ღილები დაურიათ შარვალზე. ეს ერთმა კაცმა მითხრა იქ. აი, კაგებე. გარეთ რომ გავედი, ფეხზე მეძინებოდა.  რაღაც გაზი გაუშვეს.

რა თქმა უნდა , შეცდომა იყო აქედან ხალხის გ აგზავნა. ამერიკიდან იყო ტყიბულელი კაცი ჩასული, თქვენ ხომ ეჭვი არ გეპარებათ , რომ ის თავისი ფულით არ ჩავიდოდა.

-თქვენ თქვენი სახსრებით წახვალთ?

– მე რუსთავს გადმოგცემთ ამონაწერს, თუ რა სახსრებით წავედი ლიეჟში. გარდა ამისა, ჩვენ გვყავს 700 800 კაცი, ვინც თუნდაც ორი-3 ლარი რომ შეაგრვოს, საკმარისი თანხა შეგროვდება

– პარტიას გულისხმობთ?

-არა. პარტია არაფერ შუაშია. მე კი ვამბობ, დამწვარა ყველა პარტია.პარტიებმა დააქციეს პარტიები ქვეყანას ვერ გადაარჩენენ. განსაკუთრებით, პარტიები, რომლებიც ამბობენ, რომ მხოლოდ პროპორციული არჩევნები უნდა იყოს. არავითარი მაჟპრიტარული. ამერიკა უყვართ. იქ მხოლოდ მაჟორიტარული არჩევნებია.  მე ამ პარტიებტან სასაუბროდ არ ვჯდები. რადგან ერთი კაცი ჩაუდგება მათ სათავეში და იმაზე ფიქრობს, პარლამენტში როგორ მოხვდეს. ამ არჩევნებზე ხალხის მიერ შედგენილმა სიამ უნდა გაიმარჯვოს. ამ სიაში შეიძლება მეც ვერ მოვხვდე. ვისურვებდი, ამ სიაში ვერც მე ვერ მოვხვდე ვერც ივანიშვილი და ვერც სააკაშვილი.

– ამას მოძრაობის სახე ექნება?

– ამას ყველფერს აპრილში განვაცხადებთ. რუსთავი 2 რომ ინტერესდება, ვიცი რატომაც. გადაცემაში, რომელიც ჩაწერეს, ვთქვი, რომ ლიეჟში პროგრამები არ ჰქონდათ , ეხლა ამბობენ, ნახეთ რა პროგრამები გვექნებაო. ოღონდ პროგრამები წარმოადგინონ. ეს წიგნები მიხეილ სააკაშვილს გადასცეს ლიეჟში. წაიკითხოს, გამოიყენოს. მე არავითარი თანამდებობა არ მინდა მე ვხედავ, რომ ებრძვიან ამ ქვეყანას, რომელზეც ოთარ ჭილაძემ თქვა:“შემაძრწუნებლად ვარ ბედნიერი ამ მიწის ნაგლეჯზე“ – ო მე შემაძრწუნებლად ვარ ბედნიერი ამ მიწის ყოველ ნაგლეზე. მინდა ჩამოვიდნენ ჩვენი თანამოქალაქეები, ჩამოვიდნენ ღირსეულად, აღარ იყვნენ ქუჩის პოლიტიკოსები, გაბოროტებული პოლიტიკოსები და იყოს ისე, როგორც ევროპაშია, მაგალიტად შვეიცარიაში  ერთმანეთს ეხვეწებიან: შენ იყავი პრეზიდენტიო, და შენ იყავი პრეიმერიო . იქ მეწარმისთვის სირცხვილია, იყოს ხელისუფლებაში. იქ ხელისუფლება ემსახურება ხალხს, საქართველოში კი ხელისუფლება ხალხს დააჯდა თავზე.

ბოლოს , მათქმევინეთ მძიმე რამე. უცხოეთში როცა ვხვდები კოლეგებს, მეუბნებიან: საქართველომ დაკარგა ინტერესიო. როცა ვეკითხები: “რატომ?’ მპასუხობენ: „თქვენ ერთმა კაცმა, დიქტატორმა გმართათ 9 წელი, ძალისმიერი მეთოდებით დაგაჩოქათ და მეორემ გიყიდათ!“  ვისაც არ ცხვენია ამის,  ვინც არ არის შეწუხებელი ამის გამო, ის მეეჭვება იყოს ქართველი!

მე შეურაცხყოფილი ვარ, როცა მეუბნებინ: რომ თქვენ გიყიდათ ივანიშვილმაო. მე ვერ მიყიდის ვერავინ და არ გავიყიდები. ბიძინა ივანიშვილს გაყიდიან ისინი, ვინც მან იყიდა. და რეალურად გაყიდეს კიდეც. ივანიშვილი უკვე თავის თავის გარდა აღარავის აღარ უნდა.

იხ. თემურ შაშიაშვილის ბრიფინგი: “თბილისი – ლიეჟი – რომი” ის რაც დღეს ხდება ქვეყანასა და ქვეყნის გარეთ, იქნებ ეს არის ყველაზე დიდი შეთქმულება ქვეყნის წინააღმდეგ. (“კვირა.ჯი” -ს პრესკლუბი, 27.02.2019წ)

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *