მე ასეთი საქართველო მინდა დარწმუნებული ვარ,თქვენც…

ბოლოში კარგი მუსიკა გელოდებათ,მანამდე კი ,გთხოვთ,ეს პატარა,დამაფიქრებელი მასალა წაიკითხოთ…აქ მოცემული დოკუმენტების გაცნობა ამ საიტზე შეგიძლიათ www.civilizebuli.ge

სწორედ ეს პროგრამა მოგვცეს მეცნიერებმა ქვეყნის განვითარების ,ერთმანეთთან დაკავშირებულ, ორ კონცეპტუალურ ნაშრომში:
გზა ცივილიზებული სახელმწიფიფოსკენ
ახალი განზომილება – რა შევცვალოთ,რომ გადავრჩეთ

ეს განწყობაა “ხალხის წერილში”, რომელსაც 20 000 მდე ადამიანმა მოაწერა ხელი.

სამთავე დოკუმენტი დიდი ხანია გადაეცა პრემიერ-მინისტრს, პრეზიდენტს ,პარლამენტის თავჯდომარეს…

ჯერ არაფერი შეცვლილა…არც მეცნიერებთან შეხვედრა შემდგარა…უნდა ვიფიქროთ,რომ სწავლობენ ამ დოკუმენტებს და გაგრძელებაც იქნება.

თუ ეს მაისის ბოლომდე არ შედგა, ეს არის ნიშანი,რომ ამ ხელისუფლებას, ისევე როგორც წინას,არც ხალხის და არც მეცნიერების აზრი აინტერესებს.

ასეთ შემთხვევაში ,თუ ჩვენ-ხალხი და მეცნიერები ამას მოვითმენთ,მაშინ მეტის ღირსი,სწორედ ასეთი უგულო , უსულო და ჯიბეზე გაგიჟებული ხელისუფლების ღირსი ვყოფილვართ!

მინდა ვიფიქრო,რომ ასეთები არ ვართ და მორალური ადამიანები შევძლებთ დავიცვათ ხალხიც და ქვეყანაც, ქართული ინტერესი,რომელიც უცხოურის გაფეტიშებით გათელეს გარე ძალთა მსახურმა ხელისუფლებებმა…

მოისმინეთ ეს სიმღერა,მას აწ გარდაცვლილი,” ოცნების” წევრი და დეპუტსტი ასრულებს.

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *