საქართველოში სახელმწიფო კაცების საკრებულო და პიროვნებათა პარლამენტი იქმნება _ ,,თუ გავერთიანდებით, ყველაფერი ადვილად გამოვა”

თეიმურაზ შაშიაშვილი, პოლიტიკური მოძრაობა ,,თეთრები”-ს ლიდერი:

_ მომდევნო კვირაში გამოქვეყნდება სია იმ 15 პიროვნებისა, რომლებიც უკვე დასახელდნენ საკრებულოში სახელმწიფო კაცებად. ეს პროცესი გაგრძელდება. ყველას შეუძლია, შემოგვთავაზოს თავისი კანდიდატურა. უბრალოდ, უნდა იცოდნენ, რომ პრეზიდენტად შეიძლება აგირჩიონ, მაგრამ სახელმწიფო კაცების საკრებულოში ძალიან გაჭირდება მოხვედრა. როგორც პატრიარქმა ბრძანა და წარმოდგენილი ჰქონდა მერაბ ბერძენიშვილს, 70 წელს გადაცილებული, ძალიან ცნობილი მოღვაწეებით უნდა იყოს წარმოდგენილი სახელმწიფო კაცების საკრებულო.

ასევე, უკვე დაწყებულია მუშაობა პიროვნებათა პარლამენტის შექმნის კუთხით. ეს იქნება უნიკალური მოვლენა. ხალხის თავად გაუკეთებს ფორმირებას საარჩევნო სიებს. რომელი ქალაქიდან ვინ უნდა აირჩიონ, ამას თავად ხალხი გადაწყვეტს. თუ ჩვენ გავერთიანდებით, ხალხი და მეცნიერები, ყველაფერი ადვილად გამოვა.

წყარო:http://euronews.ge/%E1%83%A2%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%A5%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%A8%E1%83%98-%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%9B%E1%83%AC/?fbclid=IwAR2EyswsX-8Fbvg9eEW28QeOYCh3OkiWALAXS7MjsdSVjsZ6hFm8QfdFbXw

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *