დავფიქრდეთ…ქართული ტრადიციები გავამაგროთ…

მამაჩემის,გივი პოლიკარპეს ძე შაშიაშვილის და დედაჩემის,შუშანა ივანეს ასული სალდაძის შთამომავალნი, გილოცავთ ოჯახის დღეს.

აღდგომის დღეს ქუთაისში, მამა-პაპისეულ ეზოში… სწორედ იმ ეზოდან , სადაც 100 ზე მეტი წლის წინ , ფარცანაყანევიდან ჩვენს დიდ ბებია -მატრონა ფხაკაძესთან ერყად , ჩამოსახლდა დიდი ბაბუა, ანტონ ვასილის ძე შაშიაშვილი, რომლის დიდი წინაპრები, ხონის წმიდა გიორგის ეკლესიის ხატისკაცები იყვნენ მე 17 საუკუნიდან.

მომდევნო წელს ,სწორედ აღდგომის დღეებში,მთელი ამ შთამომავლობის შეკრებას ვაპირებთ,სწორედ აღდგომის დღეებში…

მე ვფიქრობ ,ასეთი შეხვედრები უფრო ღირებულია,ვიდრე ის დაპირისპირება და ურთიერთ-ლანძღვა,რომლითაც გაივსო საინფორმაციო, უპირველესად , სატელევიზიო და ინტერნეტ-სივრცე,სოციალური ქსელები…

დავფიქრდეთ…ქართული ტრადიციები გავამაგროთ…

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *