(ასავალ-დასავალი) თემურ შაშიაშვილი: სანდრა რულოვსი  ამერიკიდან და ევროპიდან კი არა, მოსკოვიდან გამოგზავნეს!

ქართული პოლიტიკის გორდიას კვანძს ვერც ბიძინა ივანიშვილი ვერც „ქართული ოცნება“ და ვერც სააკაშვილი და  „ნაცმოძრაობის“ ნაფლეთები ვერ გახსნიან და იგი უნდა გაიჭრას.

 

პარტია „თეთრების“ ლიდერი თეიმურაზ შაშიაშვილი ქვეყანაში შექმნილ უმძიმეს საზოგადოებრივ-პილიტიკურ ვითარებას ეხმიანება და იმ დროს იხსენებს, როცა წლების წინ სანდრა რულოვსი ქუთაისში გამოჩნდა. მისი თქმით,“ქართული პოლიტიკის გორდიას კვანძს ვერც ბიძინა ივანიშვილი ვერც „ქართული ოცნება“ და ვერც სააკაშვილი და  „ნაცმოძრაობის“ ნაფლეთები ვერ გახსნიან და იგი უნდა გაიჭრას.

– შევარდნაძისა და სააკაშვილის დროს სამართალი არ იყო და შესაბამისად, არ იყო მშვიდობაც! ხალხი ბიძინა ივანიშვილის გამოჩენას უდიდესი ენთუზიაზმითა და აღმაფრენით შეხვდა, მაგრამ ბიძინამ ხალხს სამართალი ვერ გაუჩინა, აქედან გამომდინარე, საქართველოში მშვიდობა არ არის და ალბათ, არც უახლოეს მომავალში იქნება. ერთსა და იმავე წრეზე ვმოძრაობთ – მოვიდა შევარდნაძე და შევარდნაძის სანათესავო დააჯდა ქვეყანას თავზე! მოვიდა სააკაშვილი და მისმა ოჯახმა და უახლოესმა გარემოცვამ გაატყავა მთელი საქართველო! მოვიდა ივანიშვილი და სადაც გინდა ხელი გაიშვირო, ყველაფერი ან მისი დეიდაშვილის უჩა მამაცაშვილისაა,ანდა მისი ძმის, ადიკო ივანიშვილის. რომელი კლანიც  მართავს ქვეყანას., სწორედ ის კლანია ჩაბუდებული ზესტაფონში, ჭიათურაში და საქართველოს რკინიგზაში. ვინც საქართელოში დიდი  ფული იშოვა, ყველა დაკავშირებულია ზესტაფონთან ჭიათურასთან, და საქართველოს რკინიგზასთან!

იცით, ვერა ვერ გავიგე? შევარდნაძეს ყველა ლანძღავს და შევარდნაძის კადრების გარეშე არსებობა მაინც არ შეუძლიათ!

 – ბატონო თემურ, მოდით, გახსენით ფრჩხილები და დაარქვით ყველაფერს თავისი სახელი!

– შევარდნაძის გარშემო თუ ვინმე იყო კორუმპირებული და უზნეო, ყველამ ბიძინა ივანიშვილის გარემოცვაში მოიყარა თავი. სწორედ უზნეო ადამიანებმა დაღუპა ზვიად გამსახურდია, ედუარდ შევარდნაძე, მიხეილ სააკაშვილი, და უზნეო ადამიანები ღუპავენ ბიძინა ივანიშვილსაც! შევარდნაძეს სიმართლეს რომ ვეუბნებოდი, ბევრს არ მოსწონდა, მაგრამ ამით შევარდნაძეს კი არ ვმტრობდი, ქვეყნისთვის სიკეთე მინდოდა. არც ბიძინა ივანიშვილის მტერი ვარ, მაგრამ ასე ქვეყანა არ აშენდება. კონკურსი ჩაშალეს და გააჩერეს. იმის გამო, რომ ჩემი ოჯახის წევრი სადმე არ დასაქმებულიყო, რადგან ყველანაირ პირობებს აკმაყოფილებდა! როცა ამ ამბით დავინტერესდი, პირდაპირ  მითხრეს – ბატონო თემურ, ხომ იცით, რომ ყველაფერს ერთი კაცი წყვეტს და მის გარეშე არაფერი ხდებაო! ბატონო ბიძინა, დავიჯერო, საქმე მართლა ასე შავად გვაქვს?! ქვეყანაში ისეთი სიტუაციაა, შვილმა შესაძლოა პატიოსანი მამა მოიძულოს! ბავშვები, ჩვენი შვილები უყურებენ, რომ წინაურდებიან უსახელო და კორუმპირებული ადამიანები, რომლებიც შეკრული იყვნენ ჯერ შევარდნაძესთან, მერე სააკაშვილთან და ახლა საერთო ენა გამონახეს ბიძინა ივანიშვილთან! ამ მაგალითს ვაძლევთ ჩვენს შვილებს?! ისრაელში რომ ვიყავი, ძალიან მაღალი თანამდებობის პირებმა პირდაპირ მითხრეს – დავით აღმაშენებელიც რომ გაცოცხლებულიყო, ისრაელის თავდაცვის მინისტრად, როგორც არაებრაელს არ დავშნავდითო!

 – ეს რატომ გითხრეს?

– ეს მითხრეს იმ ფონზე, როცა სააკაშვილმა საქართველოს თავდაცვის მინისტრად დანიშნა პირადი მსახური და ხელისუფლებაში ცალ-ცალი კალოშით მოსული დავით კეზერაშვილი.კეზერაშვილს დღეს საერთაშორისო მასონური წრეები იცავენ, ოფიციალური მილიარდერია და საერთოდ, რაზე ვლაპარაკობთ? ავიღოთ კობა ნაყოფია – სააკაშვილის ერთ-ერთი მთავარი მთავარი დამფინანსებელი, რომელიც რუსეთის დუმის დეპუტატის, გენერალ გენერალოვის ხელისბიჭია ნაყოფია ქუთაისში არც მივიღე და ხელი არ ჩამოვართვი, ხოლო შევარდნაძეს კაბინეტში შევუვარდი  და ერთი ამბავი დავაწიე- „კაგებეს“გენერალ გენერალოვზე ჭიათურასა და ზესტაფონს როგორ ყიდით მეთქი?  მოხდა „ვარდების რევოლუცია“ , კაგებეს გენერალმა ყველაფერი იყიდა, ხოლო საქართველოს თავზე თავისი ხელისბიჭი კობა ნაყოფია დაასვა, რომელიც დღეს სანდრა რულოვსის მთავარი დამფინანსებელია.

 – ბატონო თემურ, თქვენ რამდენადაც ვიცი, არც გიგა ბოკერიას ჩამოართვით  კაბინეტში ხელი!

– ამერიკელებო, არ გრცხვენიათმ რომ დღეს თქვენი სახელით საქართველოს მოსახლეობას გიგა ბოკერია, ნიკა გვარამია,“თავისუფლების ინსტიტუტი“ და „ენდიაი“ ელაპარაკებიან?! ასეთი რა გაგიჭირდათ, რომ ამ მართლმადიდებელ ქვეყანაში თქვენი სახელით ათეისტებს და ნეოტროცკისტებს ალაპარაკებთ? მე ამერიკა მიყვარს ისეთი, როგორიც არის და არა ისეთი, როგორებიც სააკაშვილმა გვაჩვენა!

 – ჩვენი ინტერვიუ რომ გამოქვეყნდება, ის ორომტრიალი და ვაიუშველებელი ზუგდიდში სავარაუდოდ, დამთავრებული იქნება. ვინ არის სანდრა რულოვსი?

სანდრა რულოვსი სპეცსამსახურების წარმომადგენელია და ფიზიკურად ისეა მომზადებული ერთდროულად ხუთი-ექვსი ადამიანის გალახვა შეუძლია!

 -= სად გალახა სანდრა რულოვსმა ხუთი კაცი?

– მაგალითად სანდრა რულოვსმა ხუთი კაცი ქუთაისში სცემა. დიდი ეჭვი მაქვს, რომ მისი მწარე ხელი მაღალი თანამდებობის ზოგიერთმა პირმაც იგემა. არ მინდა ამ თემაზე დაწვრილმანება, თორემ სალაპარაკო ბევრია!

 – ბატონო თემურ, ფაქტია, რომ   სანდრა რულოვსი ქუთაისში ჩამოვიდა თქვენი გუბერნატორობის დროს. საიდან ჩამოვიდა სანდრა რულოვსი საქართველოში?

– სანდრა რულოვსი საქართველოში ამერიკიდან და ევროპიდან კი არა, მოსკოვიდან გამოგზავნეს!

 – ვინ გამოგზავნა?

– მოსკოვიდან დამირეკა ჩემმა მეგობარმა ზურაბ აბაშიძემ, რომელიც მაშინ საქართველოს ელჩი იყო რუსეთში და მითხრა – ჩემთან მოვიდნენ ქუთაისელები და შემატყობინეს, რომ არსებობს ქალბატონი, რომელსაც საქართველოში, კერძოდ ქუთაისში ჩამოსვლა უნდაო!  ზურაბ აბაშიძემ მაშინვე დამალაპარაკა სანდრა რულოვსი, რომელიც დამტვრეული ქართულით საუბრობდა. აშკარა იყო,რომ ქართული მას სხვაგან ასწავლეს. ზურაბ აბაშიძეს ვკითხე – რაღა მაინცდამაინც ქუთაისში ჩამოდის-მეთქი? – ქუთაისში იმიტომ უნდა ჩამოსვლა, რადგან ქუთაისელი ბიჭების გარემოცვაშიაო! დამალაპარაკეს ის ქუთაისელი ბიჭებიც. იმ საცოდავებს მერე ისეთი დღე დააწიეს და იმათ ოჯახებს ისეთი პრობლემები შეუქმნეს საქართველოში, აღად მინდა ამ თემაზე ლაპარაკი. იმ ბიჭების ოჯახებთან მილაპარაკია, ბევრი  რამ ვიცი და ააქ ვჩერდები!

მოკლედ, სანდრა რულოვსი წამოვიდა მოსკოვიდან. გამოიარა  სოჭი, სოხუმი, რომელიც ჯერ კიდევ არ იყო დაცემული და ჩამოვიდა ქუთაისში

 – რომელ წელს მოხდა ეს ამბავი?

– ეს იყო 1993 წელი!

 – სანდრა რულოვსს პირადად შეხვდით?

– არ შევხვდი მარტივი რამის გამო – სანდრა რულოვსმა ულტიმატუმის სახით გამოაცხადა – მაინცდამაინც იმ სართულზე და იმ კაბინეტის გვერდით უნდა მოვკალათდე, სადაც ქუთაისის მერი თემურ შაშიაშვილი ზისო! რულოვსს კიდევ იმიტომ არ შევხვდი, რომ ამერიკელმა მეგობარმა, რომელთანაც  კონსულტაცია გავიარე, პირდაპირ მითხრა – შეხვედრას არ გირჩევო! ეს რომ თქვა, სამხრეებზე დაიდო ხელი, რითაც მიმანიშნა – სანდრა რულოვსი სპეცსამსახურების თანამშრომელიაო!

გარდა ამისა, საგანგებოდ ვესაუბრე უშიშროების უფროსს, გელა ლობჟანიძეს და იმანაც დეტალურად მომითხრო იმ საშინელი სიტუაციის  შესახებ, რაც ხდებოდა სანდრა რულოვსის ოჯახში.

 –  რულოვსს ხომ მაშინ ოჯახი არ ჰყავდა, სააკაშვილზე დაქორწინებული არ იყო?

– მე ვგულისხმობ იმ ოჯახს,  სადაც სანდრა რულოვსი ქუთაისში მდგმურად ცხოვრობდა!

 – მაინც რისთვის ჩამოვიდა რულოვსი?

 – როგორც თავად ამბობდა, ჰუმანიტარულ დახმარებებს კურირებდა. არ მინდა მისი გვარისა და სახელის თქმა, მაგრამ საქართველოში მოღვაწეობდა ერთ-ერთი ულამაზესი ამერიკელი ქალბატონი, რომელიც „ხნის არმიას“ წარმოადგენდა. მის სახელს იმიტომ არ ვასახელებ, რომ ერთ-ერთ შეხვედრაზე ისე მოიქცა, კინაღამ მეუღლეს დამაშორა. 2004 წელს, როცა „ვარდების რევოლუცია“ უკვე მომხდარი იყო, იმ ქალბატონმა შეხვედრა მთხოვა…“ხსნის არმია“ უკვე წასული იყო საქართველოდან, მაგრამ ის ქალბატონი მათ არ გაყვადა აქ დარჩა საცხოვრებლად. გაკვირვებულმა ვკითხე – რაშია საქმე, რატომ დატოვა საქართველო თქვენმა გუნდმა-მეთქი? ამერიკელმა ქალბატომა ასეთი პასუხი გამცა – ჩვენი მისია ამოიწურა, გაიმარჯვა რულოვსმა და მისმა გუნდმა, ხოლო ჩვენი გუნდი, ვისი გაპრეზიდენტებაც ჩვენ გვინდოდა, დამარცხდაო!

1993 წელს ამერიკაში „ევრაზიის ფონდის“ პრეზიდენტს შემახვედრეს ნაციონალურ პრეს-კლუბში, სადაც ქართველთაგან მხოლოდ შევარდნაძე და ალექსანდრე ჩიკვაიძე იყო ნამყოფი. პირაპირი გადაცემა მომიწყვეს და ამერიკელები აშკარად მიმანიშნებდნენ, რომ ჯერ პრემიერ-მინისტრი და შემდეგ პრეზიდენტი გავხდებოდი, თუ რაღაც-რაღაცეებს გავითვალისწინებდი… თბილისში რომ დავბრუნდი, აეროპორტში ერთი სომეხი დამახვედრეს, რომელიც დღეს სწორედ „ევრაზიის ფონდს“ წარმოადგენს კავკასიაში. მაგრამ ამერიკელებთან ჩემი ურთიერთობა როდის დამთავრდა იცით? – როცა ვუთხარი – საქართველოშიც გახსენით ასეთი ამერიკული ბანკები, რომლის წლიური სარგებელიც ერთ პროცენტს არ აჭარბებს და ჩვენს ქვეყანას არც ჰუმანიტარული დახმარება დასჭირდება და არც არაფერი-მეთქი! გაინტერესებთ, რა მიპასუხა? – ჩვენ ხელგამოშვერილი საქართველო გვჭირდება, ძლიერი და ფეხზე დამდგარი საქართველო რას გააკეთებს, არავინ იცისო!

მოკლედ, ამერიკელებიც სერიოზულ რამეებს მთავაზობდნენ, რუსებიც და ორივეს უარი ვუთხარი. მაგრამ მაინც ვთვლი, რომ რუსეთთანაც შეიძლება ურთიერთობის დალაგება. არადა, ქართულ პოლიტიკას ვაჟკაცები აკლია – ტრამპთან ენა აქვთ ჩავარდნილი და ხმას ვერ იღებენ, ხოლო პუტინს ვერ ხვდებიან! ამით ვისი საქმე კეთდება? ცხადია, რუსეთის! თუ არ შეხვდები და არ დაელაპარაკები, რუსეთსაც ეს უნდა – კიდევ ჩამოგვაჭრის ტერიტორიებს!

 – ბატონო თემურ, ის დომხალი, რაც ზუგდიდურ არჩევნებს თან სდევდა, რაზე მეტყველებს?

ამერიკელები იქცევიან სწორად – სააკაშვილი ჩაანაცვლეს“რუსთავი2“ – ით და ნებისმიერ თემაზე მოხდა საზოგადოებრივი აზრის პოლარიზება!  ყველაფერი კეთდება იმისთვის, რათა საქართველოში საბოლოოდ ჩამოყალიბდეს მასონური ორპარტიული პარლამენტი. ბიძინა ივანიშვილმა „ქართული ოცნება“ ნაწილებად დაყო და გეგმავს ასე ნაწილ-ნაწილ შეიყვანოს ყველა პარლამენტში. არ გაბრიყვდეთ – ისევე, როგორც ბოკერია, უგულავა, ვაშაძე არიან სააკაშვილის  თანაგუნდელები, ვინც ვითომ :ქართული ოცნებიდან“ წამოვიდა, ყველა ივანიშვილის ბრძანების მოლოდინშია!

არ მინდა სახელებითა და გვარებით ლაპარაკი, მაგრამ ჩემს მეგობრებთან მივიდნენ უცხოეთში და უთხრეს – ივანიშვილმა დაგვშალა, რათა ოთხი და ხუთი პროცენტით ისევ პარლამენტში შევიდეთო!

 – ეს ბიძინა ივანიშვილის გეგმაა თუ სხვისი?

– ცხადია, ეს ამერიკელების გეგმაა! დიდმა პარტიებმა – „მოქკავშირმა“, „ნაცმოძრაობამ“ და „ქართულმა ოცნებამ“ ამერიკელებს სისხლი გაუშრო! ამიტომ ნაცები და „ქართული ოცნება დაანაწევრეს და ასე ცალ-ცალკე აპირებენ პარლამენტში მათ გათრევას. იმედი მაქვს, რომ ხალხი არ მოტყუვდება. პირდაპირ გეტყვით, ეჭვი არ მეპარება, რომ „ქართულ ოცნებას“ და ნაცმოძრაობას ერთი და იგივე ძალა მართავს, ხოლო პოლიტიკაში ბიძინა ივანიშვილის მოღვაწეობა განაპირობებს მიხეილ სააკაშვილისა და რუსთავიო 2“ -ს არსებობას!

თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ ამ გარე ძალის წარმომადგენელი ერთი და იგივე პიროვნება ჯერ ბიძინა ივანიშვილს ეუბნება – „რას ითმენ „რუსთავი 2“-ისა და ნიკა გვარამიასგან“? – ხოლო ნიკა გვარამიას აქეზებს – „არ დაუთმო, აბა, შენ იცი! აი, ეს არის დღეს საქართველოს პრობლემა და აი, ამიტომ არ იხსნება გორდიას კვანძი. ისე კი, გორდიას კვანძი როცა არ იხსნება, იგი უ ნდა გაიჭრას და გაიჩეხოს. ეს კი არც ბიძინას შეუძლია, არც „ქართულ ოცნებას“ არც ნაცმოძრაობასა და არც მის ნაგლეჯებს! გორდიას კვანძის გაჭრა შეუძლიათ მხოლოდ და მხოლოდ მორალურ ადამიანებს, რომლებიც მეცნიერებთან, ეკლესიასთან და პატიოსან ქართველ ხალხთან იქნებიან კავშირში. საქართველოს ბიძინა ივანიშვილი სჭირდება, მაგრამ არა პოლიტიკაში. პოლიტიკოდი ბიძინა ქვეყნისთვის დამანგრეველია, ხოლო ქველმოქმედი აღმშენებელი!

ესაუბრა დიტო ჩუბინიძე

 

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *