ბონდო ქურდაძე: ბატონო თემურ, თქვენ მე, თვალები ამიხილეთ!

ბატონო თემურ, მინდა გულწრფელი მადლობა მოგიხადოთ პარიზში სტუმრობისთვის, თქვენ მე, თვალები ამიხილეთ!
მადლობა მინდა გითხრათ “სახელმწიფო კაცების“ საკრებულოს შექმნის მეცნიერული იდეისთვის, რომელიც ძირფესვიანად შეცვლის არჩევნების არსებულ კლანურ და მაფიოზურ სისტემას.

“სახელმწიფო კაცებს“, თავის ჭკუაზე ვერავინ ატარებს, ჩვენ მივიღებთ არაჩვეულებრივი პრინციპით შერჩეულ ადამიანთა საუკეთესო ჯგუფს, რომელსაც ამომრჩეველი თვითონ მართავს და არა პირიქით, როგორც დღეს…

მადლობა იმისთვის, რომ თქვენ არ დადიხართ ადამიანებთან სხვებივით კარდაკარ ხმების სამათხოვროდ, თქვენ ადამიანებთან მხოლოდ იმიტომ მიდიხართ, რომ აუხსნათ ცივილიზებული სახელმწიფოს შენების საიდუმლო, რომელიც მეცნიერულად სრულიად ახალ განზომილებაში გყავთ აყვანილი!..

მადლობა უბრალაებისთვის, თავაზიანობისთვის, რაც სისხლხორცეულად გაქვთ შეთვისებული!..
ბონდო ქურდაძე. პოლიტიკური ემიგრანტი. პარიზი. 2.06.2019.

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *