სახელმწიფოებრივად საშიში და ანტიეროვნული გზა

ისევ ქვეყნის გარეთ დაწერილი ქუჩის სცენარით ვითარდება მოვლენები საქართველოში…ბარიკადების ორივე მხარეს “ქუჩის პილიტიკოსები” დგანან.პროვოცირებას აკეთებს მსოფლიო მასონიზმის მიერ წარმოუდგენლად დაფინანსებული ლგბტ და ეს შეგნებულად კეთდება-მთავარმა ორგანიზატორებმა იციან, რომ ლგბტ დღეს ერთადერთია, რომლის წინააღმდეგაც საქართველოში შეიძლება მოსახლეობის უდიდესი ნაწილის ქუჩაში გამოყვანა.

ორივე მხარეს ფული დგას,ორივე მხარეს პილიტიკური ინტერესია.

ართული პოლიტიკა კვლავ ულტრალიბერალებისა და ულტრანაციონალების ბრძოლის ასპარეზია.ერთიც და მეორეც ანტიქარათული,ყოველგვარი ეროვნული იდეის დამანგრეველია.

ვის აწყობს ყოველივე ეს?
ყველას, გარდა საქართველოსი, ქართველი ხალხის ,საქართველოს ძირძველი მოსახლეობისა.

გავაანალიზოთ !

● ლგბტ ამით არ სუსტდება,პირიქით,არნახულად ძლიერდება: ფულითაც, მათ მიერ შეცდენილი და მისყიდული ხალხით,განსაკუთრებით,ახალგაზრდების რაოდენობითაც…რაც ყველაზე დამღუპველია,იზრდება მათ მიმართ ინტერესი…დავფიქრდეთ, გარეთ ვერ გამოდიოდნენ,თავჩაქინდრულნი დადიოდნენ,დღეს თავაწეული დადიან,გვექადნებიან,ჩვენი დრო მოვა და 37 წლის რეპრესიები მოგონილი იქნებაო.(აი,თანამედროვე “დემოკრატები”…)

ძლიერდება ფსევდოოპოზიცია, იზრდება ხელისუფლებაში მათი მოსვლის შანსები. საცოდავი საქართველო!

ძლიერდება ულტრალიბერალური ძალაც…”ნაცმოძრაობა” და მისი ნაგლეჯები,განსაკუთრებით ბოკერიას გუნდი..ფულის პრობლემასაც აგვარებენ… უკვე ნაკადებით იღებენ,იაფად ყიდულობენ პროვინციული აზროვნების ადამიანებს,ამერიკელობა და ევროპელობა რომ უნდათ ,თავს რომ თავისუფალ ადამიანებად ასაღებენ, თუ ამას უწოდებენ საკუთარ თავს..

● მოგებულია არამართლმადიდებელი სამყარო ,-ქუჩით და შიდადაპირისპირებით, სუსტდება ეროვნული სახელმწიფო… ჩვენი დემოგრაფიული მდგომარეობა კატასტროფულია…მოდიან და მოდიან ამ სამოთხეში საცხოვრებლად არამართლმადიდებელნი…

ეს აწყობთ როგორც რუსეთის, ასევე ამერიკის სახელისუფლებო წრეებში. პირდაპირ ვთქვათ, ეს არის რუსეთ- აშშ ს შორის გლობალური დაპირისპირების გამოხატულება საქართველოში, მისი მიზანია ეროვნული ძალების დაჩოქება, ულტრანაციონალების და ულტრალიბერალების დაპირისპირებით რუსეთი შეეცდება რუსული ძალის მოყვანას,ამერიკა მისი ძალის შენარჩუნებას.

ჩვენი აზრით, ზოგადად, ამ ორი ქვეყნის პროგრამა წარმატებულად ხორციელდება…მალე ევროპა მუსულმანური იქნება.. ევროპული ცივილოზაცია -დასრულდება.მეცნიერები ამას არგუმენტირებულად გვისავბუთებენ, ქვეყანა სადაც შობადობა 2,11-ზე ნაკლებია,კვდომის პროცესშია.. ევროპაში 1,31 ია…საქართველოშიც კატასტროფული მდგომარეობაა…

მოგებულია ხელისუფლება… ფართოვდება მისი პოლიტიკური სავაჭრო არეალი აშშ -თან და რუსეთთანაც…ქვეყნის შიდა არეულობით გაამართლებს შიდა პრობლემებს,გაიზრდება კორუფცია,გაუარესდება ხალხის სოციალური მდგომარეობა..

აფხაზებსა და ოსებს ყოველგვარი, მათ შორის, მორალური პასუხისმგებლობა ეხსნება ,იყვნენ ერთიანი საქართველოს შემადგენლობაში..

ვიმეორებ,ჩვენ კვლავ ქუჩისკენ გვექაჩებიან…ეს დამღუპველია..ესაა გონებადაკარგული და ემოცია-აგრესიით მცხოვრები საქართველო!

გამოსავალი არის? რა თქმა უნდა!

ეს არის მეცნიერული პროგრამებით მოქმედება. ანუ ის,რაც ქვეყნისა და ხალხისთვის არის კარგი და ცუდი მხოლოდ ქუჩის პოლიტიკოსებისთვის.

პოლიტიკოსებმა 30 წელზე მეტია ტვინი წაჭამეს ხალხს “ეროვნულის” ძახებით და შედეგად, მივიღეთ სწორედ მისი საწინააღმდეგო.

დღეს გამარჯვება მებრძოლ ეროვნულ ინტელიგენციაშია,მისი მდუმარება უარესია,ვიდრე ულტრალიბერალიზმი და ულტრანაციონალიზმი,რადგან ყოველივე ეს არის-სახელმწიფოებრივად საშიში და ანტიეროვნული გზა..

არ არის საკმარისი ის 200 მეცნიერი,რომელთაც შექმნეს ქვეყნის განვითარების კონცეფცია “გზა ცივილიზებული სახელმწიფოსკენ”, გელათში დავითობას მიიღეს უნიკალური პროგრამული დოკუმენტი-“ახალი განზომილება,ანუ რა შევცვალოთ,რომ გადავრჩეთ!”.

ამ პროგრამების,როგორც ეს უკვე გამოჩნდა,ტყვიასავით ეშინია ხელისუფლებასაც და ქუჩის პოლიტიკოსებსაც,ჩვენს ე.წ. უცხოელ მეგობრებსაც.

პირდაპირ ვთქვათ,საქართველოში ყველგან და ყველაფერში,ყველა სფეროში-პოლიტიკით დაწყებული და განათლებით,კულტურით დამთავრებული, მთელ სახელისუფლებო ვერტიკალში პარლამენტით და მთავრობით დაწყებული,ქალაქისა და რაიონების საკრებულო-გამგეობებით დამთავრებული , უზნეო უმცირესობის ბატონობაა ზნეობრივ უმრავლესობაზე.

დიახ, ჩვენდასაუბედუროდ,მთელ ქვეყანაში უზნეო უმცირესობა ბატონობს ზნეობრივ უმრავლესობაზე!

ეს უნდა დამთავრდეს! ჩვენ სხვა გზა არ გვაქვს, გარდა მორალური ადამიანების ერთობისა და მეცნიერებაზე დაყრდნობით მისი მოქმედებისა.

ეს,მხოლოდ ეს არის ქართული გზა!

ვიცი,კარგად ვიცი,რომ ჩემს პოზიციას ხიშტით შეხვდებიან ხელისუფლებაშიც,ბარიკადების ორთავე მხარეს მდგარი პოლიტიკოსებიც, “უცხოელი მეგობრებიც”, არც მოსახლეობაში ექნება მხარდაჭერა, მაგრამ ,არაუშავს,როგორც აქამდე,შემდგომშიც ბევრი დარწმუნდება,რომ ჩემთვის მთავარი საქართველოა და არა ქვეყნის დამანგრეველი პოპულიზმი, ხმების მოპოვებისა და ხელისუფლებაში ხალხის მოტყუებით მისვლა.

არ მინდა ნიშნის მოგებით ვთქვა, მაგრამ ისე, უბრალოდ მინდა დავსვა კითხვა და ყველა პოლიტიკოსმა, ძველმაც და ახალმაც, საკუთარ თავს გასცეს პასუხი:

არ იცოდით, რომ ხელისუფლების სათავეში ულტრალიბერალევბის მოყვანით პროცესები ასე განვითარდებოდა?

არ ფიქრობდით , რომ დავით აღმაშენებლის ძეგლის გატანით ქვეყანაში ქართული იდეოლოგია თავდებოდა?

ეჭვი გეპარებოდათ, რომ ანტიეროვნული და ანტიეკლესიური კანონების მიღებას შემდგომი გაგრძელება მოჰყვებოდა?

შეკითხვა ბევრია. მთავარია სხვას კი არ ვებრძოლოთ, საკუთარ თავზე გავიმარჯვოთ. ჩვენ დღეს უნდა გავერთიანდეთ არა გაუგებარი ანტიქართული და ანტიეკლესიური ძალების წინააღმდეგ, არამედ იმისთვის, რომ დავით აღმაშენებელი დაბრუნდეს იმ ადგილზე, სადაც მისი აღმართვა აკურთხა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა და მოვითხოვოთ, კონსტიტუციაში ერთი პუნქტის შეტანა, რომ საქართველოში აკრძალულია ყველაფერი, რაც ეწინააღმდეგება ქართულ ტრადიციებს და მსოფლიოს ტრადიციული ეკლესიების პრინციპებს.

არასდროს, ჩემი ცხოვრების არც ერთ მონაკვეთზე, ხელისუფლებაში ყოფნის არც ერთ ეტაპზე სხვა პოზიცია არ მქონია და არ მექნება.

ვიყავი და ვრჩები იმ აზრზე,რომ პოლიტიკაში უმჯობესია,რამდენიმე მოაზროვნე კაცი გიჭერდეს მხარს,ვიდრე ათასები ბრმად გიკრავდეს ტაშს!

პირველი უძნელესია,მეორე უმარტივესი…პირველი ქვეყანაზე შეყვარებული სახელმწიფო კაცების გზაა,მეორე -სკამზე შეყვარებულთა ქვეყნისა და ხალხის მოძულე პოლიტიკანების!

ღმერთმა დამიფაროს მეორისგან,მე ყოველთვის პირველებთან ვიქნები,როგორც სამშობლოს რიგითი ჯარისჯაცი!

და კიდევ ერთი!

ვეკითხები “ნაცმოძრაობას”, “ევროპულ საქართველოს“,მათ შენაკადებს, მხარდამჭერებს,მათ უცხოელ მეგობრებსა და დამფინანსებლებს:

რა დაგიშავათ საქართველომ,რომ მარიამ ღვთისმშობლის წილხვედრ ქვეყანაში გარყვნილებს და გარყვნილებას, ცივილიზაციის სათავეებთან მდგომი ერის საუკუნეებგამოვლილ ტრადიციების წინააღმდეგ მებრძოლთ, რომ უჭერთ მხარს..მხარს უჭერთ იმ მოძრაობას,რომელიც რეპრესიებით გვემუქრება-საჯაროდ აცხადებს,რომ ბოლშევიკური რეპრესიები მონაგონი იქნება,როცა ისინი გაიმარჯვებენ…ესაა თქვენი დემოკრატია?! ან ის,რომ დემოკრატიულს უწოდებთ იმ ტელევიზიას,რომლის გენერალური დირექტორი  საჯაროდ ლამის კანიბალურ განცხადებებს აკეთებს… ლამის ადამიანების სისხლის დალევას აპირებს და ამას საჯაროდ მოუწოდებს სხვებსაც!

თქვენ გძულთ ეროვნული და ტრადიციული სახელმწიფოები. როგორც ჩანს,ნატო და ევროკავშირი გამოიგონეთ იმისთვის,რომ მის წევრობამდე ეროვნული სული ამოხადოთ სწორედ ეროვნულ სახელმწიფოებს,როგორც ეს უნდოდათ იგივე მასონურ ძალებს საბჭოთა იმპერიის შექმნით!

თუ საქართველოში ქუჩის პოლიტიკა გაგრძელდა  და კვლავ გაგრძელდება ქუჩის პოლიტიკოსების პარპაში,ამას შეძლებთ..მე იმის იმედით ვარ,რომ ქართულ პოლიტიკაში გონება დაბრუნდება,ამას მორალური ადამიანები გააკეთებენ მეცნიერებაზე დაყრდნობით და ეს იქნება გზა ცივილიზებული და არა მასონური სახელმწიფოსკენ!

ეს იქნება მთავარი თემა ოთხშაბათს  ოთხ საათზე ტრადიციული ფეისბუქკონფერენციისა,ვახტანგ ბოჭირიშვილის 37 ა-დან.. ვიწვევ ყველას,განსაკუთრებით მათ ,რომელნიც არ იზიარებენ ჩემ პოზიციას!

თემურ შაშიაშვილი

16.06.2019წ

 

პ.ს.ამ მინაწერს ჩემი 16 ივნისის განცხადებაზე 18 ივნისს ვაკეთებ .

მოვლენები ისე განვითარდა, შთაბეჭდილება მრჩება (ღმერთმა ქნას, მართალი არ ვიყო),  ამ ბოლო დღეებში რაც ხდებოდა, პირველი –ან დაპირისპირებულ მხარეთა შეთანხმებით, ან დაპირისპირებულ მხარეებს გათვლილი ჰქონდათ ეს შედეგი. ეჭვი მეპარება, რომ ლგბტ ორგანიზაცია საქართველოში ისეთი ძლიერია, რომ მის წინააღმდეგ ასეთი ძალით ბრძოლა იყოს აუცილებელი, ეს უფრო ამ ძალის მქონედ მის  აღიარებას ჰგავს. ეს აწყობდა სწორედ ლგბტ – ს. მიიღო შედეგი და უკვე დიდ დაფინანსებასაც მიიღებს გარედან., რაც სამომავლოდ უფრო საშიშია. მეორე – ვიღაცას, არ გამოვრიცხავ, სხვა სახელმწიფოსაც კი სჭირდებოდა იმის ხაზგასმა, რომ კვლავ ისინი მართავენ პროცესებს ქვეყანაში.

ერთიც და მეორეც დამღუპველია. ამ საუბარს გავაგრძელებ 19 ივნისის პრესკონფერენციაზე. მზად ვარ მოივისმინო საპირისპირო მოსაზრებები და ხელი შევუწყო ჯანსაღ დისკუსიას.

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *