(euronews.ge)ლგბტ ამით არ სუსტდება, პირიქით, არნახულად ძლიერდება…”

ისევ ქვეყნის გარეთ დაწერილი ქუჩის სცენარით ვითარდება მოვლენები საქართველოში…ბარიკადების ორივე მხარეს “ქუჩის პილიტიკოსები” დგანან.პროვოცირებას აკეთებს მსოფლიო მასონიზმის მიერ წარმოუდგენლად დაფინანსებული ლგბტ და ეს შეგნებულად კეთდება-მთავარმა ორგანიზატორებმა იციან, რომ ლგბტ დღეს ერთადერთია, რომლის წინააღმდეგაც შეიძლება მოსახლეობის უდიდესი ნაწილის ქუჩაში გამოყვანა.

ორივე მხარეს ფული დგას, ორივე მხარეს პოლიტიკური ინტერესია.

ართული პოლიტიკა კვლავ ულტრალიბერალებისა და ულტრანაციონალების ბრძოლის ასპარეზია.ერთიც და მეორეც ანტიქართული,ყოველგვარი ეროვნული იდეის დამანგრეველია.

ვის აწყობს ყოველივე ეს?
ყველას, გარდა საქართველოსი, ქართველი ხალხის ,საქართველოს ძირძველი მოსახლეობისა.

გავაანალიზოთ !

● ლგბტ ამით არ სუსტდება,პირიქით,არნახულად ძლიერდება..ფულითაც, მათ მიერ შეცდენილი და მისყიდული ხალხით,განსაკუთრებით,ახალგაზრდების რაოდენობითაც…რაც ყველაზე დამღუპველია,იზრდება მათ მიმართ ინტერესი…დავფიქრდეთ, გარეთ ვერ გამოდიოდნენ,თავჩაქინდრულნი დადიოდნენ,დღეს თავაწეული დადიან,გვექადნებიან,ჩვენი დრო მოვა და 37 წლის რეპრესიები მოგონული იქნებაო.(აი,თანამედროვე დემოკრატები…)

● ძლიერდება ფსევდოოპოზიცია , იზრდება ხელისუფლებაში მათი მოსვლის შანსები. საცოდავი საქართველო!

● ძლიერდება ულტრალიბერალური ძალაც…”ნაცმოძრაობა” და მისი ნაგლეჯები,განსაკუთრებით ბოკერიას გუნდი..ფულის პრობლემასაც აგვარებენ,უკვე ნაკადებით იღებენ,იაფად ყიდულობენ პროვინციული აზროვნების ადამიანებს,ამერიკელობა და ევროპელობა რომ უნდათ ,თავს ,რომ თავისუფალ ადამიანებად ასაღებენ,თუ უწოდებენ….

● მოგებულია არამართლმადიდებელი სამყარო ,-ქუჩით და შიდადაპირისპირებით, სუსტდება ეროვნული სახელმწიფო… ჩვენი დემოგრაფიული მდგომარეობა კატასტროფულია…მოდიან და მოდიან ამ სამოთხეში საცხოვრებლად არამართლმადიდებელნი…

● ეს არის რუსეთ- აშშ ს შორის გლობალური დაპირისპირება,ანუ ქვეყნის შიგნით მისი გაგრძელება,
ძალების დაჩოქებით … ულტრანაციონალების და ულტრალიბერალების დაპირისპირებით ქვეყნის დამონების გაგრძელება რუსეთი შეეცდება რუსული ძალის მოყვანას,ამერიკა მისი ძალის შენარჩუნებას.

ამ ორი ქვეყნის პროგრამა წარმატებულად ხორციელდება…მალე ევროპა მუსულმანური იქნება.. ევროპული ცივილოზაცია -დასრულდება.მეცნიერები ამას არგუმენტირებულად გვიმტკიცებენ, ქვეყანა სადაც შობადობა 2,11 ზე ნაკლებია,კვდომის პროცესშია.. ევროპაში 1,31 ია…საქართველოშიც კარასტროფული მდგომარეობაა…

● მოგებულია ხელისუფლება… ფართოვდება მისი პოლიტიკური სავაჭრო არეალი აშშ -თან და რუსეთთანაც…ქვეყნის შიდა არეულობით გაამართლებს შიდა პრობლემებს,გაიზრდება კორუფცია,გაუარესდება ხალხის სიციალური მდგონარეობა..

● აფხაზებსა და ოსებს ყოველგვარი, მათ შორის, მორალური ვალდებულებაც ეხსნება,იყვნენ ერთიანი საქართველოს შემადგენლობაში..

ვიმეორებ,ჩვენ კვლავ ქუჩისკენ გვექაჩებიან…ეს დამღუპველია..ესაა გონებადაკარგული და ემოცია-აგრესიით მცხოვრები საქართველო!

გამოსავალი არის?რა თქმა უნდა!

ეს არის მეცნიერული პროგრამებით მოქმედება. ანუ ის,რაც ქვეყნისა და ხალხისთვის არის კარგი და ცუდი მხოლოდ ქუჩის პოლიტიკოსებისთვის.

პოლიტიკოსებმა 30 წელზე მეტია ტვინი წაჭამეს ხალხს “ეროვნულის” ძახებით და შედეგად, მივიღეთ სწორედ მისი საწინააღმდეგო.

დღეს გამარჯვება მებრძოლ ეროვნულ ინტელიგენციაშია,მისი მდუმარება უარესია,ვიდრე ულტრალიბერალიზმი და ულტრანაციონალიზმი,რადგან ყოველივე ეს არის-სახელმწიფოებრივად საშიში და ანტიეროვნული გზა..

არ არის საკმარისი ის 200 მეცნიერი,რომელთაც შექმნეს ქვეყნის განვითარების კონცეფცია “გზა ცივილიზებული სახელმწიფოსკენ”, გელათში დავითობას მიიღეს უნიკალური პროგრამული დოკუმენტი-“ახალი განზომილება,ანუ რა შევცვალოთ,რომ გადავრჩეთ!”.

ამ პროგრამების,როგორც ეს უკვე გამოჩნდა,ტყვიასავით ეშინია ხელისუფლებასაც და ქუჩის პოლიტიკოსებსაც,ჩვენს ე.წ. უცხოელ მეგობრებსაც.

პირდაპირ ვთქვათ,საქართველოში ყველგან და ყველაფერში,ყველა სფეროში-პოლიტიკით დაწყებული და განათლებით,კულტურით დამთავრებული, მთელ სახელისუფლებო ვერტიკალში პარლამენტით და მთავრობით დაწყებულიი,ქალაქისა და რაიონების საკრებულო-გამგეობებით დამთავრებული , უზნეო უმცირესობის ბატონობაა ზნეობრივ უმრავლესობაზე.

დიახ,ჩვენდა საუბედუროდ,მთელ ქვეყანაში უზნეო უმცირესობა ბატონობს ზნეობრივ უნრავლესობაზე!

ეს უნდა დამთავრდეს! ჩვენ სხვა გზა არ გვაქვს,გარდა მორალური ადამიანების ერთობისა და მეცნიერებაზე დაყრდნობით მის მოქმედებისა.

ეს,მხოლოდ ეს არის ქართული გზა!

ვიცი,კარგად ვიცი,რომ ჩემს პოზიციას ხიშტით შეხვდებიან ხელისუფლებაშიც,ბარიკადების ორთავე მხარეს მდგარი პოლიტიკოსებიც, “უცხოელი მეგობრებიც”, არც მოსახლეობაში ექნება მხარდაჭერა, მაგრამ ,არაუშავს,როგორც აქამდე,შემდგომშიც ბევრი დარწმუნდება,რომ ჩემთვის მთავარი საქართველოა და არა ქვეყნის დამანგრეველი პოპულიზმი ხმების მოპოვებისა და ხელისუფლებაში ხალხის მიტყუებით მისვლა.

ვიყავი და ვრჩები იმ აზრზე,რომ პოლიტიკაში უმჯობესია,რამდენიმე მოაზროვნე კაცი გიჭერდეს მხარს,ვიდრე ათასები ბრმად გიკრავდეს ტაშს!

პირველი უძნელესია,მეორე უმარტივესი…პირველი ქვეყანაზე შეყვარებული სახელმწიფო კაცების გზაა,მეორე -სკამზე შეყვარებული ქვეყნისა და ხალხის მოძულე პილიტიკანების!

ღმერთმა დამიფაროს მეორისგან,მე ყოველთვის პირველებთან ვიქნები,როგორც სამშობლოს რიგითი ჯარისჯაცი!

და კიდევ ერთი!

ვეკითხები “ნაცმოძრაობას”, “ევროპულ საქართველოს“,მათ ნაწილებს, მხარდამჭერებს,მათ უცხოელ მხარდამჭერებსა და დამფინანსებლებს:

რა დაგიშავათ საქართველომ,რომ მარიამღვთისმშობლის ქვეყანაში გარყვნილებს რომ უჭერთ მხარს..
მხარს უჭერთ იმ მოძრაობას,რომელიც რეპრესიებით გვემუქრება-საჯაროდ აცხადებს,რომ ბოლშევიკური რეპრესიები მონაგონი იქნება,როცა ისინი გაიმარჯვებენ…ესაა თქვენი დემოკრატია?ან ის,რომ
დემოკრატიულს უწოდებთ იმ ტელევიზიას,რომლის გენერალური დირექტორი  საჯაროდ ლამის კანიბალურ განცხადებებს აკეთებს: ლამის ადამიანების სისხლის დალევას აპირებს და ამას საჯაროდ მოუწოდებს სხვებსაც!

თქვენ გძულთ ეროვნული და ტრადიციული სახელმწიფოები. როგორც ჩანს,ნატო და ევროკავშირი გამოიგონეთ იმისთვის,რომ მის წევრობამდე ეროვნული სული ამოხადოთ სწორედ ეროვნულ სახელმწიფოებს,როგორც ეს უნდოდათ იგივე მასონურ ძალებს საბჭოთა იმპერიის შექმნით!

თუ ქუჩის პოლიტიკა გაგრძელდა საქართველოში და კვლავ გაგრძელდება ქუჩის პოლიტიკოსების პარპაში,ამას შეძლებთ..მე იმის იმედით ვარ,რომ ქართულ პოლიტიკაში გონება დაბრუნდება,ამას მორალური ადამიანები გააკეთებენ მეცნიერებაზე დაყრდნობით და ეს იქნება გზა ცივილიზებული და არა მასონური სახელმწიფოსკენ!

 

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *