მთავარია სიკეთით გამარჯვება – ამიტომ არის დიდი პასუხისმგებლობა “მორალური გუნდის” წევრობა!

თემურ შაშიაშვილის მიმართვა ოთხშაბათის ტრადიციული ფეისბუქკონფერენციასთან დაკავშირებით

ყოველ ოთხშაბათს, ოთხ საათზე

ვახტანგ  ბოჭორიშვილის 37ა – ში,  უკვე ტრადიციად ქცეული ფეისბუქ-კონფერენცია:

სიტყვა ეძლევა ყველა მსურველს

მიუხედავად ასაკისა, რწმენისა, პოლიტიკური შეხედულებისა, ეროვნებისა, პირადად ჩემდამი კეთილი,თუ არაკეთილი განწყობისა.

კონფერენცია აკრედიტაციის გარეშე, ბოლო შეკითხვამდე,პირდაპირ ეთერში აქ-ფეისბუკზე…

შეკითხვების თემატიკა შეუზღუდავია, მხოლოდ გინება და ბილწსიტყვაობაა
აკრძალული.

პრესკონფერენციის მსვლელობისას სოციალურ ქსელში დასმული ყველა შეკითხვა გახმოვანდება.

მთავარი კითხვა:გვეშველება?

 

ჩემი პასუხი : გვეშველება-გადარჩენა არც ქუჩის მიერ შექმნილ ბელადშია და არც მილიარდელში…გადარჩენა მორალურ ადამიანთა ერთობაში,გულანთებულ და შიშველხელებიანთა მოძრაობაში, თავგანწირვისთვის მზად მყოფ პოლიტიკოსებშია….მხოლოდ ამგზით შეიძლება განათლებულ ადამიანთა ხელისუფლების შექმნა… ხელისუფლების,რომელიც გარედან არ მოიმართება და ხალხის მსახური იქნება

დღევანდელი რეალობა:

– იმიჯმეიკერების მიერ შეფუთული ურეპუტაციო და გარე ძალთა მსახური პოლიტიკოსები;

– მდიდარი მონები;

– ბანკებისა და სასამართლოს მიერ დაჩოქებული ხალხი;

– დემოკრატიული და ნიჭის ძალაუფლების ნაცვლად, ფულისუფლების ქვეყანა….

– დადუმებული ინტელიგენცია

 

მაგრამ მაინც, გვეშველება!

უფალი არ გაგვწირავს. რაც მთავარია,  მოსახლეობის დიდ ნაწილშიუკვე გაცნობიერდა, რომ ასე ცხოვრება აღარ შეიძლება… რომ არ შეიძლება  ვითმენდეთ ცხოვრებას სიყალბეში  და პოლიტიკური  მაფიის მმართველობას.

გვეშველება, რადგან  მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა მიხვდა, რომ რეალურად ჩვენ ვცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც ყველგან, ყველა სფეროში უზნეო უმცირესობა ბატონობს ზნეობრივ უმრავლესობაზე.

გვეშველება, რადგან მოსახლეობის მოაზროვნე ნაწილში უკვე კარგად გაცნობიერდა , რომ ქვეყნისთვის, საქართველოს მომავლისთვის ერთნაირად დამანგრეველი და ბოროტია, როგორც ულტრალიბერალიზმი, ასევე ულტრანაციონალიზმი, რომ ერთიც და მეორეც გარედანაა შემოგდებული, ქვეყნისადმი მტრულად განწყობილი ძალების მიერ. იმ ძალების მიერ, რომელთაც ატანა არ აქვთ ისტორიის სათავეებთან მდგომი ხალხების, ატანა არ აქვთ ტრადიციების ერთგული ქვეყნების, ატანა არ აქვთ ტრადიციული რელიგიების.

გვეშველება, რადგან რაც დრო გადის, მით მეტი ადამიანი ეცნობა და ხდება აქტიური მხარდამჭერი მეცნიერთა მიერ შექმნილი ქვეყნის განვითარების კონცეფციის „გზა ცივილიზებული სახელმწიფოსკენ“ და 8 თებერვალს, დავითობას, გელათში, გელათის მეცნიერებათა აკადემიის ისტორიულ კედლებში მიღებული პროგრამული დოკუმენტის, „ახალი განზომილება – რა შევცვალოთ, რომ გადავრჩეთ“

გვეშველება, რადგან ხალხი სავსეა მებრძოლი სულის მორალური ადამიანებით და დაიწყო მათი გაერთიანების ჯანსაღი პროცესი. მათ შექმნეს მეცნიერთა მიერ შექმნილი პროგრამული დოკუმენტების მხარდამჭერი ფონდი.

გვეშველება, რადგან იქმნება „მორალური გუნდი“, რომლისთვისაც მიუღებელია ყოველგვარი დაპირისპირება … გუნდი, რომელიც ქვეყნის მომავალს თანამშრომლობის ჰარმონიზაციაში ხედავს… გუნდი, რომლისთვისაც მხოლოდ ერთი გამარჯვებაა  მისაღები: სიკეთით გამარჯვება. .. გუნდი, რომელიც მთავარ მიზნად ისახავს გათითოკაცებული სიკეთის ერთ მუშტად შეკვრას, დღეს ერთ პოლიტიკურ მუშტად შეკრული ბოროტების სიყვარულით დასამარცხებად. დიახ, ბოროტების სიყვარულით და არა ძალისმიერი მეთოდებით დასამარცხებლად.

ეს არის ქართული გზა. ეს არის ჩვენი მეფეების, ჩვენი დიდი წინაპრების, მართლაც,  უნიკალური გზის გაგრძელება. ისინი ასე მიმართავდნენ ხალხს:

„… შემიწყვეთ ხელი, რომ მივსცეთ  გზა დ ა განი  სწავლას, შრომას და ნიჭს, რომელთაც  ქვაკუთხედად  უნდა დაედოს საერო სიყვარული.“

ჩვენ ასეთი საქართველო გვინდა… ეს არის ქართული გზა… ეს არის მებრძოლი მორალური ადამიანების გზა…

ამიტომ არის დიდი პასუხისმგებლობა „მორალური გუნდის“ წევრობა. მე ეს კარგად მაქვს გაცნობიერებული  და  აქ ვდგევარ, როგორც რიგითი ჯარისკაცი, ვდგევარ სიცოცხლის ფასად. 

ამ განწყობით ვცხოვრობ, ამ განწყობით ვემზადები ყოველი კონფერენციისთვის – ხალხთან საუბრისთვის,  მიუხედავად იმისა, ვინ როგორ არის ჩემს მიმართ განწყობილი.

მწამს და მჯერა, სიკეთით გამარჯვეებაა მთავარი. ..სიყვარულით ბრძოლაა მთავარი… საკუთარ თავში სიძულვილის დამარცხებაა მთავარი… მთავარი სხვაზე კი არა, საკუთარ თავზე გამარჯვებაა.

 

Facebook Comments
Rate this post
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *