აზრზე მოვიდეთ,პირად ამბიციებს ნუ ვწირავთ ქვეყანას!

არაკვალიფიციური განმარტებები..
ვისმენდი “რუსთავი -2″ზე განმარტებებს,საქართველოსთამ დაკავშირებით სანქციების დაწესებას. ეს და საერთოდ “”რუსთავი” რუსული შოვინისტური პოზიციების გამტარებელი უფროა,ვიდრე მის წინააღმდეგ მებრძოლი.ეს არც მიკვირს..ამ ტელევიზიის საკონტროლო პაკეტის მფლობელი რუსეთის, დეპუტატის, პუტინთან დაახლოებული კკბ-ს გენერალ გენერალოვის ხელის ბიჭის,სააკაშვილისა და ნაცების მთავარი დამფინანსებლის ხელის ბიჭი ნაყოფიაა…მას მთელი ქონება რუსეთში აქვს და საქართველოში ჩამოსვლის პირველი დღიდანვე რუსულ საქმეს აკეთენს.
შემდეგ,სანქციები არამარტო ტურიზმს,არამედ ღვინოს და კვების პროდუქტებს შეეხება.რაც მთავარია ,რუსეთის ამ ფორმით გაღიზიანება,პირველ რიგში,უკვე დაკარგულის საბოლოოდ დაკარგვას და ორჯერ მეტის დაკარგვის პროცესის დაწყებას ნიშნავს.
დავუბრუნდეთ ტურიზმს
აი, რა გახდა უკვე დღეს,სულ ერთი საათის წინ ჩემთვის ცნობილი და შეტყობინებები მიიღეს სასტუმროების მფლობელებმა:
დღეს 14 საათისათვის ჩემს სასტუმროში უკვე გაუქმდა 78 ჯავშანი. თითქმის ყველა სინანულით დაგვემშვიდობა. გიგზავნი ერთ გამოხმსურებას. ნახე რამხელა პოტენციალია ხალხთა შორის მეგობრობისათვის პოლოტიკოსები რომ არ უშლიდნენ ხელს..
სწორია ეს მეწარმე…სახელმწიფო თუ სრულ ზარალს არ აუაზღაურებს ამ ხალხს,ეს იქნება უმძიმესი დანაშაული. ყველა სასტუმრო,ქარხნები ბანკებშია ჩადებული და მალე ამ ქონების მფლობელები ბანკები გახდებიან,ძირითადში ბ ნ ივანიშვილთან დაკავშირებული…მოგებული სწორედ ის რჩება.ჩვენ კი ვნადგუტდებით..
მიტინგებით და სხვისი ლანძღვით ქვეყანა წინ კი არ წავა,დაიქცევა. მით უფრო ,როცა ანტისამთავრობო განწყობას სოროსელები და “თავისუფლების ინსტიტუტი” წარმართავს..
აზრზე მოვიდეთ,პირად ამბიციებს ნუ ვწირავთ ქვეყანას!



