ერთადერთს, ხალხს შეუძლია ამ დამანგრეველი პოლიტიკური სიტუაციის შეცვლა…

 

ქვეყნის მთავარი მტერი გარედან შემოგდებული და უვიცი,კაცთმოძულე,ფულისა და ძალაუფლების მოყვარე ე.წ. პოლიტიკოსების მიერ დროშად აფრიალებული ,დაპირისპირების მუხტია. ეს არის სუსტების ქვეყანაზე გაბატონების უმძლავრესი ინსტრუმენტი.

ისტორიის სიღრმეებიდან მოდის: დაყავი და იბატონე! ქვეყნის გადარჩენა თანამშრომლობის ჰარმონიზაციას შეუძლიაეს ძლიერთა გზაა. პირველთან ბოროტებაა დაკავშირებული, მეორესთან  – სიკეთე.

სამწუხაროდ, დღევანდელ საქართველოში,სიკეთე გათითოკაცებულია,ბოროტება ერთ მუშტადაა შეკრული.

ერთადერთს, ხალხს შეუძლია ამ დამანგრეველი პოლიტიკური იტუაციის შეცვლაშეუძლია არჩევნებით...არჩევნებს შეუძლია ბოროტების დამარცხება.

ბოროტებაა დაპირისპირებული ძალები: „ქართული ოცნება“ თავის შენაკადებით და სატელიტებით,..“ნაცმოძრაობა“-თავისივე ნაგლეჯებით და მხარდამჭერებით. ამ ორი დამანგრეველი ძალის პოლიტიკური არენიდან გაშვება, მათ რიგებში მიმოფანტული საღი პოლიტიკოსების შენარჩუნებითეს იქნება სწორედ ის,რასაც ჰქვია სიკეთით გამარჯვება და რაც ჰაერივით სჭირდება საქართველოს!

თემურ შაშიაშვილი

26.06.2019წ

Facebook Comments
Rate this post
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *