ახლა ვდგევარ თანამედროვეობის უდიდესი მომღერლის,პლაჩიდო დომინგოს გვერდით და სიამაყით ვსაუბრობ ქუთაისის მუსიკალურ ტრადიციებზე
100 წლის იუბილესთან დაკავშირებული მილოცვა მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის სამუსიკო სასწავლებელს

თემურ შაშიაშვილმა მილოცვის წერილი გაუგზავნა მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ქუთაისის სამუსიკო სასწავლებლის დირექტორს, 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით. წერილში ნათქვამია:
“ქალბატონო მანანა, გილოცავთ..დიდი მადლობა იუბილეზე მიწვევისთვის! სამწუხაროდ,ვერ ვესწრები.
ახლა ვდგევარ თანამედროვეობის უდიდესი მომღერლის,პლაჩიდო დომინგოს გვერდით და სიამაყით ვსაუბრობ ქუთაისის მუსიკალურ ტრადიციებზე…იმაზე,რაც სამუსიკო სასწავლებელმა გაუკეთა ქუთაისს…რომ ყოველ დროს,ყოველ ეტაპზე,ყოველ ეპოქაში აკეთილშობილებდა ქუთაისს, ადამიანებს,ადამიანურ ურთიერთობებს…ვამბობ,როგორც ბეთჰოვენის სიმფონიაა მუსიკის ევერესტი,ასევე ხართ თქვენ ქართული მუსიკალური სამყაროსთვის.
გენიალურად თქვა კლასიკოსმა მწერალმა რეზო ჭეიშვილმა,რომ ცოტა ვინმეს ესმის მუსიკა ქარშიო.. ქუთაისი გამონაკლისია..ტრადიციულად ქარების ქალაქში,ყველას გვესმის მუსიკა ქარში და ეს ქუთაისის მუსიკალური სასწავლებლის დამსახურებაა..
არის წერეთლის ქუჩაზე,რიონის პირას ერთდროულად მუსიკისა და სიყვარულის სახლი და აჟღერებს ყველაზე დიდი კომპოზიტორის, ყველაზე ეროვნული კომპოზიტორის ჰანგებს…ასეთია მდინარე რიონი-მდინარე,რომლის სათავეც საქართველოშია და ზღვასაც თავის სამშობლოში უერთდება.
ვამაყობ სასწავლებელთან მეგობრობით.სასწავლებელი მისი ისტორიით და პედაგოგებით,ჩვენი ქვეყნის დიდი სიმდიდრე,ეროვნული საგანძურია.
გამარჯვებით!
თემურ შაშიაშვილი,
თქვენი მეგობარი, წარსულშიც,აწმყოშიც და მომავალშიც”


