(მედიანიუსი)მივმართავ ერთმანეთის მიმართ მტრად ქცეულ ორ პოლიტიკურ ძალას: რას ერჩით ამ ქვეყანას…”

„თეთრების“ ლიდერი თემურ შაშიაშვილი აცხადებს, რომ ნაცმოძრაობის და ქართული ოცნების დაპირისპირებამ ქვეყანას სახე დააკარგვინა. დღეს გავრცელებულ განცხადებაში ის წერს:

„ნაცმოძრაობამ“ და „ქართულმა ოცნებამ“ ჩვენ იქამდე დაგვიყვანეს, რომ ერთ გაუგებარ რუს ჩინოვნიკს, შეუძლია შინაომამდე მიგვიყვანოს. იქამდე დაგვიყვანა ამ ორი პოლიტიკური ძალის დაპირისპირებამ, იმ სიძულვილმა, რომელიც მათ შორისაა, რომლითაც განწყობილია სააკაშვილი ივანიშვილის მიმართ და ივანიშვილი – სააკაშვილის მიმართ, რომ სახეს ვკარგავთ.

აქ მახსენდება გენერალ დე გოლის ცნობილი სიტყვები: „არ შეიძლება ხელისუფლებაში დაბალი განვითარების ადამიანების დაშვება, რადგან ისინი ქვეყანას თავიანთ დონემდე დაიყვანენ“.

ზემონათქვამიდან გამომდინარე, მივმართავ ერთმანეთის მიმართ მტრად ქცეულ ორ პოლიტიკურ ძალას – „ქართულ ოცნებას“ და „ნაცმოძრაობას“: რას ერჩით ამ ქვეყანას… თუ ოდნავ შეგრჩათ ქართული ღირსება, ნებაყოფლობით თქვით უარი არჩევნებში მონაწილეობაზე სულ მცირე, ერთი ვადით მაინც, ან ჩაატარეთ ისეთი არჩევნები, რომლის წესიც ქართული სული იქნება და რომელიც გამორიცხავს ყოველგვარ გაყალბებას. მხოლოდ ასეთ შემთხვევაში, იქნება სიმშვიდე საქართველოში და ეს დაგიფასდებათ ყველას, განსაკუთრებით, ბიძინა ივანიშვილს.“, – ნათქვამია „თეთრების“ ლიდერის განცხადებაში

წყარო: http://medianews.ge/ge/mivmartav-ertmanetis-mimart-mtrad-qtseul-or-politikur-dzalas-ras-erchit-am-qvekanas/60792

Facebook Comments
Rate this post
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *