თბილისი და საქართველო საერთოდ, პოლიტიკოსებმა აბსურდის თეატრად აქციეს

თბილისი,საქართველო საერთოდ, პოლიტიკოსებმა აბსურდის თეატრად აქციეს, წაბილწეს ქართული ენაც და ყველასთვის სათაყვანებელი რუსთაველის პროსპექტიც,თითქმის მთელ საქართველოში , ქუჩას დაუკარგეს ისტორიულად დამკვიდრებული კულტურული ფენომენის ადგილი და დამანგრეველი პოლიტიკური ფუნქცია დააკისრეს.
გასაოცარი რამ ჩამოყალიბდა ცივილიზაციის სათავეებიდან მომდინარე საქართველოში:
- აშენებენ ეკლესია-მონასტრებს ხალხისთვის წაგლეჯილი ფულით – მერე პილიტიკურ დივიდენდებს ითხოვენ ხალხისგან…
- ეწევიან ჰუმანიტარულ დახმარებას-პოლიტიკურ მხარდაჭერას ითხოვენ..
- ატარებენ მიტინგებს – აბდაუბდას საუბრით, ტყუილებით, დემაგოგიით,ყალბი ეროვნული პათოსით, ჯერ ჩიხში შეჰყავთ ქვეყანა მერე კი, იმიჯმეიკერებით შეფუთულები გმირის მანტიით გვევლინებიან და პარლამენტში შესვლისთვის მხარდაჭერას ითხოვენ ხალხისგან!
არასდროს სხვა აზრი არ მქონია:
აშენებ ეკლესიას?
ეხმარები გაჭირვებულს?
აკეთებ რამეს შენი სოფლისა და ქალაქისთვის?
მოუწოდებ ხალხს მიტინგზე მოსვლისთვის?
თუ ყველაფერ ამაში გულწრფელი ხარ ,მაშინ ,კენჭს აღარ უნდა იყრიდე, ხალხისგან პოლიტიკურ დივიდენდებს აღარ უნდა ითხოვდე..
ვაი,რომ პირიქითაა-ყველაფერს ხელისუფლებაში მისვლისთვის აკეთებ!
ეს ფარისევლობაა… ამ ხალხმა მოგვიყვანა აქამდე..
ქვეყანა თავზე გვემხობა, ქვეყანაში შიმშილი და გაჭირვება მძვინვარებს..თავს კარგად მხოლოდ პოლიტიკური ზრახვებით ეკლესიათა მშენებლები და მიტინგების ორგანიზატორები გრძნობენ!
როდემდე უნდა ესახუროთ , ხალხო, ამ ფარისევლებს,ფულისა და ძალაუფლების მოყვარულთ?
გულწრფელად მინდა ნახოთ ეს მასალა, თუ საშუალება მოგეცემათ ,გახსნათ სტატიის ბოლოს მინიშნებული ლინკები
იხ. დაწყებულია შეთქმულება საქართველოს წინააღმდეგ, მხოლოდ ერთს გთხოვთ, წაიკითხეთ!


