(მედიანიუსი)როდემდე უნდა ემსახუროთ, ხალხო, ამ ფარისევლებს?! – თემურ შაშიაშვილი

“თეთრების ლიდერი“ მიიჩნევს, რომ თბილისი და საქართველო საერთოდ, პოლიტიკოსებმა აბსურდის თეატრად აქციეს, წაბილწეს ქართული ენაც და ყველასთვის სათაყვანებელი რუსთაველის პროსპექტიც, თითქმის მთელ საქართველოში, ქუჩას დაუკარგეს ისტორიულად დამკვიდრებული კულტურული ფენომენის ადგილი და დამანგრეველი პოლიტიკური ფუნქცია დააკისრეს.

დღეს საკუთარ ფეისბუქგვერდზე გამოქვეყნებულ პოსტში თემურ შაშიაშვილი წერს:

„გასაოცარი რამ ჩამოყალიბდა ცივილიზაციის სათავეებიდან მომდინარე საქართველოში:

● აშენებენ ეკლესია-მონასტრებს ხალხისთვის წაგლეჯილი ფულით – მერე პილიტიკურ დივიდენდებს ითხოვენ ხალხისგან…

● ეწევიან ჰუმანიტარულ დახმარებას-პოლიტიკურ მხარდაჭერას ითხოვენ..

●ატარებენ მიტინგებს – ტყუილებით, დემაგოგიით, ყალბი ეროვნული პათოსით, ჯერ ჩიხში შეჰყავთ ქვეყანა მერე კი, იმიჯმეიკერებით შეფუთულები გმირის მანტიით გვევლინებიან და პარლამენტში შესვლისთვის მხარდაჭერას ითხოვენ ხალხისგან!

აშენებ ეკლესიას? ეხმარები გაჭირვებულს?აკეთებ რამეს შენი სოფლისა და ქალაქისთვის?მოუწოდებ ხალხს მიტინგზე მოსვლისთვის? – თუ ყველაფერ ამაში გულწრფელი ხარ , მაშინ, კენჭს აღარ უნდა იყრიდე, ხალხისგან პოლიტიკურ დივიდენდებს აღარ უნდა ითხოვდე!

ვაი, რომ პირიქითაა- ყველაფერს ხელისუფლებაში მისვლისთვის აკეთებ! ეს ფარისევლობაა… ამ ხალხმა მოგვიყვანა აქამდე..

ქვეყანა თავზე გვემხობა, ქვეყანაში შიმშილი და გაჭირვება მძვინვარებს..თავს კარგად მხოლოდ პოლიტიკური ზრახვებით ეკლესიათა მშენებლები და მიტინგების ორგანიზატორები გრძნობენ!

როდემდე უნდა ემსახუროთ, ხალხო, ამ ფარისევლებს, ფულისა და ძალაუფლების მოყვარულთ?!“ – დაწერა თემურ შაშიაშვილმა.

წყარო: http://medianews.ge/ge/rodemde-unda-emsakhurot-khalkho-am-farisevlebs-temur-shashiashvili/60809

Facebook Comments
Rate this post
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *