თემურ შაშიაშვილი: ვარ პილიტიკოსი,რომელსაც იარაღი ხელში არ მჭერია!

ჩვენი უახლოესი ისტორია, სახელმწიფო გადატრიალება, კანონიერი პრეზიდენტის განდევნა და შემდგომ სამოქალაქო ომი კვლავ და კვლავ არის აზრთა სხვადასხვაობისა და ხშირად ურთიერთბრალდებების მიზეზი. საზოგადოება შეთანხმდა , რომ 90წლების დასაწყისში მოხდა ქვეყნისთვის დამანგრეველი მოვლენები, რომელიც არის სათავე შემდგომი კატაკლიზმებისა. თუმცა ალბათ დადგა დრო, ეს მოვლენები საღი თვალით შევაფასოთ, და წინ გავიხედოთ. “ჩვენ იქნებ ვერ შევთანხმდეთ წარსულზე, მაგრამ უნდა შევთანხმდეთ მომავალზე” – მიაჩნია თეიმურაზ შაშიაშვილს, –  თუ გვსურს ქვეყანა განვითარდეს და მუდმივ დაპირისპირებას არ გადაყვეს.

მიუხედავად იმისა, რომ მას უკვე დიდი ხანია ჩამოუყალიბდა საქმიანი და მეგობრული ურთიერთობა პირველი პრეზიდენტის ყველაზე ერთგულ და ახლო გარემოცვასთან, უზენაესი საბჭოს დეპუტატებთან “მრგვალი მაგიდიდან” (თავადაც იყო დეპუტატი) , კვლავ და კვლავ გაისმის ბრალდებები მის მიმართ. თუნდაც ისეთები, როგორიც ბ-ნი თამაზ ჭეიშვილის სტატუსს მოყვა კომენტარად.: “…კომუნისტების დროს მაღალ ჩინოსანი იყო, და ზვიად გამსახურდიას ავტომატ მომარჯვებული შეიარაღებული დაჯგუფებით დასდევდა!” ან კიდევ ” … თვით მას კითხეთ , როდესაც გამსახურდია ზუგდიდში დაბრუნდა , რამდენი შეიარაღებული პუჩისტით გაამაგრა ქუთაისის შესასვლელი გამსახურდიასთან და მის მომხრეებთან საბრძოლველად …” და ა.შ.

მსგავსი კომენტარების თუ კითხვების პასუხად, თემურ შაშიაშვილმა ერთ კომენტარში  ჩამოაყალიბა იმ პერიოდის რეალური სურათი. ხოლო მათ, ვისაც კვლავ გაუჩნდება კითხვები, ის იწვევს ღია დისკუსიისთვის ყოველ ოთხშაბათს, 4 საათზე, ბოჭორიშვილის 37ა – ში.

აი, რას წერს თემურ შაშიაშვილი:

“ვარ პოლიტიკოსი,რომელსაც იარაღი ხელში არ მჭერია.თუ ვინმე იტყვის,რომ მე ოდესმე, სადმე იარაღით დამინახა,პოლიტიკიდან კი არა,საქართველოდან წავალ.

რაც შეეხება ზვიად გამსახურდიასთან ურთიერთობას..უდიდესი პატივით იყო ჩემდამი,ასეთივე განწყობას გრძნობდა ჩემგან.1990 წლის ზაფხულში,მე მაშინ ქალაქის საბჭოს თავჯდომარე და პირველი მდივანი ვიყავი ქუთაისში, ლადო მესხიშვილის თეატრი დავუთმეთ … ლექცია წაიკითხა. ვესწრებოდი.შედგა შეხვედრა მთავარი რეჟისორის კაბინეტში.20-მდე ადსმიანი ესწრებოდა.მის წინადადებაზე გადავსულიყავი მათ მხარეს,ჩემი პასუხი იყო:მე ვდგავარ საქართველოს მხარეს და თანამდებობა არ მიშლის ვაკეთო ეროვნული საქმეები,თქვენ კი დაგღუპავთ თქვენივე გარემოცვა, ფანატიკოსი მხარდამჭერები და ეს საქართველოსთვის კარგად არ დასრულდება-თქო..ეს მოისმინა ყველამ.მე მას ვუთხარი,რომ თქვენს მიერ დასახელებული დეპუტატობის კანდიდატები,როგორი ერთგულებიც არ უნდა იყვნენ ისინი თქვენდამი,არც ქუთაისის სახეს არ წარმოადგენენ და არც ქალაქის მოსახლეობის განწყობას არ გამოხატავენ-თქო.

ვინ აღმოჩნდა მართალი,თქვენ შეაფასეთ.მე ვამაყობდი და ვამაყობ იმ ინტელექტუალებთან მეგობრობით,თუ თანამშრომლობით,რომლებიც გამსახურდიას უახლოეს გარემოცვაში იყვნენ ქუთაისიდან:მხატვარი არსენ ფოჩხუა,პროფესორები:მაგალი თოდუა,არჩილ კოსტავა,გურამ გაბუნია,პეტრე ვაჭრიძე,ტარიელ ფუტკარაძე,დათუაშვილი...და სხვები.

მეტიც,ქალაქის მერად რომ დავბრუნდი და გავიგე სასტუმროს ერთ ოთახიან ნომერში ცხოვრობდა უდიდესი მეცნიერი,უნივერსიტეტის რექტორი მაგალი თოდუა,ვეახლე მას სასტუმროში. მას ეგონა,რომ ვანთავისუფლებდი რექტორობიდან და მითხრა,განცხადებას დავწერ,წავალ ,პრობლემას არ შეგიქმნიო.ჩემი პასუხი იყო:თქვენ იქნებით რექტორი,ვერავინ შეგეხებათ,მე ვარ ამის გარანტი …ბინა არ გაქვთ,სირცხვილია აქ რომ ცხოვრობთ.. არც მე მაქვს ბინა,ერთი მომცეს კომუნისტების დროს და რექტორ არჩილ კოსტავას ვაჩუქე..ახლა მეორეს მაძლევენ და თქვენ გაჩუქებთ-ნეთქი.ეს ხალხი მე დახვრეტას გადავარჩინე,როგორც ეს მაშინ უნდოდათ მხედრიონელებს.

ბატონო თამაზ,რაც ვთქვი, ყველაფერს თვითმხილველი ჰყავს და დედამიწის ზურგზე არ არსებობს ადამიანი,რომელსაც შეუძლია თქვას,რომ მე იარაღით ხელში მნახა.

ზვიად გამსახურდიამ,ზუგდიდში მისი ყოფნის დროს ,მისი მთავრობის ჯანმრთელობის მინისტრის მოადგილე, მერაბ კვიტაშვილი გამომიგზავნა,რომელსაც დააბარა,რომ ფრთხილად ვყოფილიყავი,ფაქტიური მთავრობა არ გამახარებდა და თუ მე თბილისისკენ მიმავალ ტანკებს გავატარებდი, თბილისში შესვლამდე მცხეთაში ახალ მთავრობას დაასახელებდა ..მე ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობას მთავაზობდა.

ხშირად ვამბობ,ბოლოს წინა ოთხშაბათის ფეისბუკ-კონფერენციაზე ვთქვი (დევს ჩემ გვერდზე): სწორი გავაკეთე სამხედრო ტექნიკა რომ არ გავატარე, რადგან, ღრმად მწამს, რომ ქუთაისმა,  იმერეთმა დიდი სამოქალაქო ომი და სისხლისღვრა, (შეიძლება 21 საუკუნის ახალი ბაზალეთიც კი) ავაცილეთ საქართველოს,   თუმცა დღეს რა მდგომარეობაც არის ქვეყანაში,მეკისრება პასუხისმგებლობა,რადგან რომ გამომეტარებია ტანკები და სამხედრო ტექნია,ეჭვი არ მეპარება,რომ მდგომარეობა ამაზე უარესი არ იქნებოდა-თქო..ამიტომ ვიყავი ოპოზიციაში სააკაშვილის ხელისუფლებასთან და იგივე განწყობით ვარ ივანიშვილის მთავრობასთნ..

ეს არის ჩემი სიტყვა იმ ცილისწამებასთან დაკავშირებით,რომელიც არც თუ ხშირად,მაგრამ მაინც მესმის,როგორც თვითონ უწოდებენ საკუთარ თავს – ზვიადისტებისგან.არც მათ განვსჯი,ეს უფლის საქმეა..მე მათ სიკეთეს და საქმეში სამართლიან გარკვევას ვისურვებ!

ღმერთმა შეუნდოთ,თუ ცდებიან,თუ მართალს ამბობენ,მე განმიკითხოს!

მზად ვარ, ღია დისკუსიისთვის.ნუ გადავდებთ,ვიწვევ ყველას,ვისაც განსხვავებული აზრი აქვს,ან შეკითხვა აქვს,7 აგვისტოს, ოთხშაბათს,ოთხ საათზე,ვახტანგ ბოჭორიშვილის 37-ა ში.

გიდასტურებთ პატივისცემას თქვენ და ჩემ ცილისმწამებლებს ვეუბნები:თქვენ სიძულვილის კენჭებს,სიყვარულის ლოდს ვახვედრებ.

ერთად გავიმარჯვოთ საქართველოსთვის!”
.

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *