თამაზ ჭეიშვილი: ხალხისგან არაფერი გვაქვს დასამალი მე და შენ თემურ და ამიტომ გწერ ასე ღიად და აშკარად

ამ სტრიქონების მკითხველო,ფამილარობაში რომ არ ჩამომართვა და არ გაგიკვირდეს ,ცნობილ და პატივცემულ კაცს შენობით რატომ მიმართავს ეს პენსიონერი ჭეიშვილიო,აგიხსნით:მე და თემურ შაშიაშვილი ვიცნობთ ერთმანეთს გასული საუკუნიდან ,, ფუთი მარილი გვაქვს ერთად ნაჭამი,, ,ჩემს მეგობრად ვთვლი და მეგობარს რომ ,,თქვენობით,, დავუწყო ლაპარაკი,რა ,,მატრაბაზობა,, არისო არ იტყვი?

ჩემო თემურ,ძმაო თემურ,როგორი პირდაპირი და მართალი კაციც ხარ ასე პირდაპირ მინდა გითხრა სიმართლე!
გიყურებ და გული მწყდება!ჰო,მარტო გიყურებ,არაფერში გეხმარები და გადგები!არ ვდგევარ შენს გვერდით საიმედო ჯარისკაცად !თავს არ ვიმართლებ,მაგრამ ჯანმრთელობა არ მიწყობს ხელს,ჯერჯერობით!,,ჯერჯერობით,, და როგორც კი მოვჯობინდები, არ დაგამადლი არც შენ ,არც პარტია,,თეთრებს,, და არც სრულიად საქართველოს ჩემ თავდადებულ საქმინობას, შესაძლებლობიდან გამომდინარე!

პირველად რომ დაიწყე ჩვენი სახელოვანი მეცნიერების და საზოგადოების მოაზროვნე ნაწილის ძებნა და მოგროვება ,სკეპტიკურად განვეწყვე! მაგრამ,გავიდა რამოდენიმე წელი და ჯიუტად რომ არ მოეშვი დასახული მიზნისკენ სვლას,წავიკითხე შენი გუნდის მიერ შექმნილი ,,ქვეყნის განვითარების და გადარჩენის კონცეფცია,,და აი მაშინ ნამდვილად დავიჯერე!არა,ადრეც მჯეროდა,ვიცოდი რა სპეტაკი და პატრიოტი კაცი იყავი მიუხედავად შენი,,ბოლშევიკური წარსულისა,, მაგრამ ამ დატანჯულ,გაუბედურებულ ხალხს,პოლიტიკოსები ჭირის დღესავით რომ შეაძულეს ალბათ უფალი თუ დაარწმუნებს პოლიტიკოსის კაიკაცობაში!

თემურ,ამხელა საქმეს აკეთებ და ვითომ საერთოდ არ არსებოს შაშიაშვილი! არავინ ყურადღებას არ გაქცევს!სადმე ,რომელიღაც LGBთ ან ,,ოღრაში,, რომ საპროტესტოდ გაპიარდება,მთელი ეროვნული მედია იქ გაჩნდება,,მოხუცი ხატაბიჩებივით,, და შენ,ამხელა საქმის წამომწყები და გამკეთებელი რომ ბოგინობ ამ ქვეყნად ვყველა ,,ნე ვიჟუს,, გიკეთებს, მედიიდან დაწყებული პარლამენტით და პრეზიდენტით დამთავრებული!

თემურ, ჩემი აზრით,პირველ რიგში შენმა გუნდმა უნდა გააკეთოს ის,რომ თითოეული ადამინის ცნობიერებამდე მიიტანოთ თუ რამხელა უნიკალური პროგრამა შექმენით! ამას ადვილად აკეთებენ ბრენდად ქცეული ტეკლევიზიები,რომლებსაც ზურგს უმაგრებენ მილიონობით ევროსა და დოლარის პატრონები! Pღ – ი დიდი ფულით კეთდება და შენ რომ არ გაქვს ეს,,დიდი ფული,, სწორედ ეს არის ხელის შემშლელი ფაქტორი!დიდი ფული რომ იშოვო,ფულიანს უნდა,,შეეკრა,,!ფულიანი ისე არ,,ჩადებს ინვესტიციას,,, მოგება თუ არ ნახა!მოგება კი ქვეყნის გადარჩენა იქნება და ,,ფულიანები,, არ არიან პატრიოტები ჩემო თმურ!ასეა სამწუხაროდ!

შენს გვერდით არიან პროფესორები,აკადემიკოსები,მოაზროვნე და გონებაგახსნილი ადამიანები!ამ ბუმბერაზმა ტვინებმა ეხლა უნდა მოძებნონ ადამინების გულებთან მისასვლელი გზა!უნდა დაუბრუნონ რწმენა ერს და თითოეულ მოქალაქეს,რომ ,,თეთრების,, პარტია ამსხვრევს ძველ სტერეოტიპებს და ახალი იდეებით,აზროვნებით და კონცეპციით მოდის 2020 წლის არჩევნებზე!იმისთვის კი არ მოდის,რომ პარლამენტში მოხვედრით ,,ფულში ჩაიქცეს,,!მოდის, ,რათა გადაარჩინოს ქვეყანა,ერი და ბერი გაქრობას და განადგურებას!ამას თუ მოახერხებთ,რწმენის დაბრუნებას თუ მოახერხებთ, მჯერა გვერზე დაგიდგებათ მთელი საქართველო!

♥️

თამაზ ჭეიშვილი.9 აგვისტო.2019 წელი.

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *