ხალხმა სიმართლე უნდა იცოდეს!

“თეთრების” ლიდერი მორიგი ფეისბუქკონფერენციის წინ სოციალურ ქსელში განცხადებას აქვეყნებს.
“ჩვენთვის სატელევიზიო სივრცე ჩაკეტილია და ერთადერთი,ფეისბუქი და სოციალური ქსელი დაგვრჩა იმედად,ჩვენი სათქმელი მივიტანოთ ადამიანებამდე და ასე გავზარდოთ მორალური გუნდი.
სამწუხაროა,მაგრამ პრაქტიკულად, მხოლოდ ეს სეგმენტი დარჩა შევებრძოლოთ ქვეყნის დამანგრეველი ორი ძალის,”ნაცმოძრაობისა” და “ქართული ოცნების”, მათი ნაგლეჯებისა და სატელიტების პარპაშს და ბატონობას საქართველოში …და ასე შიშველი,მაგრამ სუფთა ხელებით, დავამარცხოთ სიყალბე და პოლიტიკური მაფია!
ამ ბრძოლას ჰქვია ღირსების ბრძოლა- -21 -ე საუკუნის დიდგორი.
ამ ბრძოლიდან ან ფარით უნდა დაბრუნდე და გამარჯვებული,ან ფარზე დასვენებული და სამშობლოსთვის შეწირული…სხცა გზა არ არსებობს .ეს არის ქართული გზა ეს არის დავითის გზა. ეს არის გზა ცივილიზებული სახელმწიფისკენ! ვიყოთ ერთად, ვიმოქმედოთ უშიშრად და გაბედულად! დღეს კაცია და ძლიერია ის,ვისაც უნდა,რომ მის შვილებს ლაჩარი და შეშინებული,მაფიის და ფულის წინ თავდახრილი მამა არ ჰყავდეს!
ეს არის დღეს,ახალი განზომილება, ანუ მამულიშვილობის საზომი!
თემურ შაშიაშვილი
14.08.2019წ


