სიძულვილის ენამ წაბილწა ქართული ენაც და ქართული ცნობიერებაც!

 

გენიალურად ამბობს კლასიკოსი ჭაბუა ამირეჯიბი, დიდ წიგნში “დათა თუთაშხია”,რომ სიკეთე გათითიკაცებულია და ბოროტება ერთ მუშტადაა შეკრულიო..

მძიმეა ამის თქმაც,აღიარებაც და ,მით უფრო გაცნობიერება..

პოლიტიკის საყრდენი ერთ მუშტად შეკრული ბოროტებაა…ამის დასტური სოციალური ქსელებია,რომელსაც დღეს, რეალურად ეროვნული სახელმწიფოების დაშლა-დანაწევრების ფუნქცია დააკისრეს  მასონურმა წრეებმა,სოროსული განწყობის გარეულმა,თუ შინაურმა ორგანიზაციებმა…ისინი არც ფულის ნაკლებობას განიცდიან და არც ფულისთვის მათ სამსახურში ჩადგომის მსურველთა,ამას ემატება მდგომარეობის  გამო უამრავი გაბოროტებული და კიდევ,როგორც ამას ცნობილი მეცნიერი,რამაზ გახოკიძე ამტკიცებს, ქვეყნის ბაზარზე უხვად შემოყრილი უხარისხო პროფუქციის მიღებით აგრესიულად ქცეულნი…და ასე გვეცლება ხელიდან ყოველგვარი ქართული…მაშინ ,როცა საჭიროა ერთმანეთის მიმართ მეტი დამთმობნი ვიყოთ,მტრებად ვიქეცით,ვჭამთ ერთმანეთს,სხვისი ლანძღვა-გინებით ვიღებთ სიამოვნებას…ეს მარტო ქვეყნის დაქცევის გზა კი არა,ადამიანის მხეცად,ცხოველად ქცევის გზაა.

სიმართლის თქმის დროსაც დიდი კულტურაა საჭირო,რომ შენ თვითონ არ დაკარგო ადამიანობა…როგორც იტყვიან, უსაზღვროებასაც აქვს საზღვარი და საქართველოში კი სხვისი ლანძღვა-ძაგება, ყოველგვარ საზღვრებს გასცდა.

მეც იმ ადამიანთა რიგში ვარ,ვისაც დაქირავებულ,თუ გაბოროტებულ მლანძღველთა დიდი რკალი აქვს შემორტყმული და ეს მაშინ,როცა გადაკეტილი მაქვს საინფორმაციო სივრცე.

ყველას გასაგონად ვამბობ :

მე ყველაზე დიდი ბრძოლა გადავიტანე და ვიცი, რომ სხვაზე კი არა,საკუთარ თავზე გამარჯვებაა მთავარი.

ჩემში ნატამალიც არ არის სიძულვილის.ჩემდამი მტრულად განწყობილთაც ,დიდი ხანია სანთელს ვუნთებ და ვლოცულობ იმისთვის,რომ ,იქნებ როგორმე, შევძლოთ გათითოკაცებული სიკეთის ერთ მუშტად შეკვრა, სამწუხაროდ,დღეს არნახულად შეკრული ბოროტებისა და სიძულვილის,სიყვარულით დასამარცხებლად…

დიახ,ბოროტებისა და სიძულვილის სიყვარულით დასამარცხებლად..

ყველას ვინც მლანძღავს და მაგინებს,ვეუბნები;თქვენ ამით საკუთარ თავს უფრო ახასიათებთ და საკუთარ თავს უფრო აჩვენებთ საზოგადოებას,ვიდრე გგონიათ,რომ მე მიკეთებთ ამას..

ვპასუხობ ყველა ასეთს:სიძულვილის კენჭი რომ მესროლოთ,სიყვარულის ლოდს დაგახვედრებთ!

დღეს დედაჩემის დღეა…მან მე სიყვარულით და წესიერებით ცხოვრება მასწავლა..სწორედ ამ დღეს,სანთელს ვუნთებ და ვლოცულობ ჩემდამი მძიმედ განწყობილთათვის..მადლიერებით გავიხსენე ქუთაისის გამორჩეული კოლორიტი,სიკეთით სავსე კაცი გივი ყალაბეგიშვილი,რომელმაც, ჯერ კიდევ პატარა ბიჭს,პრაქტიკყლად სკოლის მოსწავლეს,მთაში სიარულიც მასწავლა,კაცობაც და ლეგენდარულ პეტრე ჭაბუკიანთან დამეგობრებით -სიკეთის დინოზავრის ნაკვალევზე მატარა.

ვისაც გულწრფელად აინტერესებს,ვინ ვარ,ვთხოვ,მოკრიბოს ძალა და წაიკითხოს ვებ.გვერდზე
www.tetrebi.org ასეთი მასალა-“ეს ვარ მე!”

კიდევ ერთი,ვისაც რამე გაქვთ სათქმელი, ნუ იმალებით,მოდით ვახტანგ ბოჭორიშვილის 37-ა ში,საიდანაც ყოველ ოთხშაბათს,ოთხ საათზე,პირდაპირ ეთერში მიდის გადაცემა:”ხალხმა სიმართლე უნდა იცოდეს!”

სიკეთით გამარჯვებაა მთავარი ,მეგობრებო!

ესაა ქართული გზა,რომელიც ტაძართან,ანუ ცივილიზებულ სახელმწიფოსთან მიგვიყვანს!

თეიმურაზ შაშიაშვილი
16.08.2019წ
Facebook Comments
1/5 - (1 vote)
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *