ფერიცვალება რკინის ჯვარზე – 2017

დიდი ძალა აქვს”რკინის ჯვარს” ამ ბიბლიურ ადგილს საქარათველოში! (ვიდეო)

პირველი საუკუნის 30-იან წლებში, ქრისტეს მოციქულებმა- ანდრია პირველწოდებულმა და სვიმონ კანანელმა აღმართეს რკინის ჯვარი.ეს ხარაგაულის რაიონია…რკინის ჯვარი ზღვის დონიდან 2439 მეტრზე…

მეამაყება, რომ ორი ათასწლეულის გასაყარიდან, 1999 წლიდან მოყოლებული ჩვენი ჯგუფი 19 აგვისტოს , ფერიცვალებას რკინის ჯვრზე ხვდება…

პირველად  აკადემიკოს აპოლონ სილაგაძესთან ერთად ვეზიარეთ ამ ბიბლიური ადგილის განწყობას…ხვალ მას და ხარაგაულის მაშინდელ გამგებელს, ტოგო ხიჯაკაძეს სანთელს დავუნთებთ..გავიხსენებთ პროფესორ ჯონი ჯანელიძეს,რომელც მოხიბლული იყო ამ ადგილით , სიცოცხლის ბოლომდე ბედნიერად თვლიდა თავს და მადლობას სწირავდა უფალს “ამ სიმაღლეზე ამოყვანისათვის”

გვქონდა ბედნიერება,2003 წელს საქართველოს ყველა კუთხიდან მოგვეწვია ახალგაზრდები ,რკინის ჯვარის ძირში გველოცა,გვესმინა დიდი მწერლის,რეზო ჭეიშვილისა და მთის კაცებისათვის – მწყემსებისათვის, დილით ავსულიყავით ამ წმიდა ადგილზე,მერე ცხენებით გადავსულიყავით მიმდებარე სოფელ ხიდარში და მომენათლა კეთილი კაცის მამუშა ხეცაძისშვილიშვილი ,რომელიც დღეს ჩვენი ქვეყნის ერთი ღირსეული შვილია.მიხარია,რომ ჩემი ნათლული გიორგი და ჩემი შვილი გიორგი მეგობრობენ ,რომ ჩემი შვილი ქრისტეს საფლავზე ლოცვისა და მუხლმოდრეკის შემდეგ,შეუერთდა ამ ბიბლიურ განწყობას.

ტრადიცია გრძელდება ..წლებია ამ საქმეს ხარაგაულის მკვიდრნი პატრონობენ -სიამაყით და ღირსებით აკეთებენ ამას..გამოკვეთილი პატრონ-ორგანიზატორი პროფესორ,სახელმწიფო პრემიის ლაურეატ დავით სახვაძის მრავალშვილიანი სიკეთით სავსე ოჯახია..

დღეს,მეცნიერებთან,ხარაგაულელებთან ერთად ავდივართ ალპურ ზონაში,ღამეს მეცხვარეებთან გავათევთ,ამ წმიდა ადგლზე ვისაუბრებთ იმედის წიგნში -“მინდა ვიცხოვრო ბედნიერებით სავსე სამშობლოში”წამოჭრილ პრობლემებზე,იმ დიდ პოტენციალზე,რომელიც სწორედ უფლის კურთხევით აქვს საქართველოს და იმაზე,რომ არ შეიძლება ასე ვცხოვრობდეთ იმ ქვეყანაში,რომელსაც ასეთი მიწა,წყალი,ჰაერი,სითბო აქვს და გონიერებით და ნიჭიერებით სავსე ადამიანები ჰყავს,როგორც ამას თავის წერილებში ხაზგასმით ამტკიცებს ლეგენდარული რომან რურუა...როგორც ამას ფიქრობს საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა..როგორც ეს რეალურად მიაჩნიათ ქართველ და უცხოელ მეცნიერებს,რომელთაც,სამწუხაროდ არ უსმენენ და პირველ რიგში,”ყველაფრისმცოდნე”ხელისუფალნი,რომელთაც ავიწყდებათ,რომ ხალხის მსახურნი არიან და არა უფროსები …

ეს იქნება ბუნებრივი კონფერენცია ბუნებაში -მეცნიერების,საზოგადოების წარმომადგენელთა,უმთავრესად მთის კაცთა მონაწილეობით…კონფერენცია წარუდგენთ “ქართული ერთიბის დარბაზისა” და მეცნიერთა საინიციატივო ჯგუფის -“ეროვნული თანხმობისათვის”წინადადებას-მომავალი წლის 19 აგვისტოს,ფერიცვალებას,”რკინის ჯვარზე”,პატრიარქის ლოცვა – კურთხევით დიდი ექსპედიციის მოწყობის თაობაზე, მართლმადიდებელი ეკლესიის,მეცნიერთა,საქართველოს ყველა კუთხის წარმომადგენელთა მონაწილეობით.

ეს იქნება ბუნებრივი გაგრძელება იმ განწყობისა,რომელიც საბედნიეროდ ,ნელა,მძიმედ,მაგრამ მაინც ძლიერდება სამშობლოში:

” ქართული,მხოლოდ ქართული გზა!ქვეყნის გადარჩენის სხვა გზა არ არსებობს – ქვეყანა ერის ბუნებიდან გამომდინარე უნდა იმართებოდეს!ქართული არასდროს ნიშნავდა ჩაკეტილობას,ყოველთვის იყო ნაზიარევი პლანეტარულთან, ზოგადკაცობრიულთან…ყალბი და არაქართულია ქვეყნის გარეთ მხსნელის ძებნა…გარეთ მხოლოდ მეგობრები უნდა ვეძებოთ და არა პატრონები!საქართველოს მსახური ცუდი ხელისუფლებაც კი ათასგზის სჯობს გარედან მართულ, ნაქებ-ნადიდებ ხელისუფალთ!დავიხსნათ თავი 25 წლიანი გარედან მართვისაგან !”

დილის ლოცვის შემდეგ დავიძვრებით “რკინის ჯვარისკენ ” და ამ წმიდა ადგილიდან მიულოცავთ საქართველოს ფერიცვალებას…ხმამაღლა ვიტყვით- ჩვენ გვინდა ვიცხოვროთ ბედნიერებით სავსე სამშობლოში…

საქარათველო სწორედ ასეთი ქვეყანა უნდა იყოს,ამის ძალა და უნარი,რაც მთავარია,უფლებამისი ისტორიის, ტრადიციის გამო აქვს დავით აღმაშენებლის შთამომავლობას –ქართველ ხალხს,საქართველოს მოსახლეობას,ჩვენს ნამდვილ მეგობრებს მთელ მსოფლიოში..

ამის ძალა და უფლება აქვს ღვთისმშობლის წილხვედრ ქვეყანას!

დიდი ძალა აქვს”რკინის ჯვარს” ამ ბიბლიურ ადგილს საქარათველოში!

 

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *