“ფერიცვალება რკინის ჯვარზე – 2019” – ჩვენი გადაწყვეტილება

ამ უნიკალურ გარემოში, რკინის ჯვრის მიდამოებში – ტბასთან  დაბანაკებულმა ჩვენმა 50 კაციანმა გუნდმა, მიიღო გადაწყვეტილება:

  • მომდევნო 2020 წელს, რკინის ჯვარზე მოეწყოს მასშტაბული ასვლა საქართველოს ყველა კუთხე – კუნჭულის წარმომადგენლების მონაწილეობით, როგორც ეს მოხდა 2003 წელს.
  • ეთხოვა ცნობილ ლიტერატორსა და მოღვაწეს, იზა ვეფხვაძეს, მოამზადოს მეცნიერთა მონაწილეობით ლიტერატურული სპექტაკლი :“რკინის ჯვარი“, რომლის პრეზენტაცია უნდა მოეწყოს სამების ტაძრის ახალგაზრდულ ცენტრში და შემდგომ რკინის ჯვარზე და უნდა გაგრძელდეს საქართველოს ყველა რეგიონულ ცენტრში.
  • ეთხოვოს ცნობილ ქართველ მწერლებსა და საზოგადო მოღვაწეებს, მიიღონ მონაწილეობა ტრადიციად ქცეულ  რკინის ჯვრის საუბრებში „მომავლის საქართველო“.
  • სასურველად იქნას მიჩნეული ეროვნულ-პატრიოტული თემატიკის პოეზიის საღამოს ორგანიზება იმერეთის ყველაზე მაღალი მწვერვალის (2642მ ზღვის დონიდან) ამ მწვერვალის ძირში – ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე. მნიშვნელოვანია, რომ მასში მონაწილეობის სურვილი დაადასტურა ცნობილმა პოეტმა ტარიელ ხარხელაურმა.
  • მიღებულ იქნას ზომები ასასვლელი გზის მოწესრიგებასთან დაკავშირებით, (სინანულით აღინიშნა, რ ომ სრთოდ უყურადღებოდაა მიტოვებული და რაც დრო გადის, მითუფრო გაუვალი ხდება), თუ სახელმწიფო ამ საკითხს ვერ მოაწესრიგებს, ამ შემთხვევაში, დაინტერესებულ პირთა მონაწილეობით მოხდეს მინიმალური თანხების მობილიზება და გზის შეკეთება.
  • 2020 წლის ივლისის დასაწყისში, ყველა საინფორმაციო საშუალებას დაეგზავნოს წერილი რკინის ჯვარზე ასვლასთან და დაგეგმილ ღონისძიებებთან დაკავშირებით.
  • მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლებების ინფორმირება დაგეგმილ ღონისძიებებთან დაკავშირებით.
  • რკინის ჯვარი – 2020 ორგანიზებასთან დაკავშირებით, შეიქმნა საორგანიზაციო ჯგუფი ბატონ დავით სახვაძის (მეცნიერების დოქტორი, სახელმწიფო პრემიის ლაურეატი)ქ-ნი  იზა ვეფხვაძის (ლიტერატორი, მწერალი და პუბლიცისტი), თეიმურაზ შაშიაშვილი (გელათის მეცნიერებათა აკადემიის წევრი), თანათავმჯდომარეობით. მისასალმებელია, რომ საორგანიზაციო საბჭოში მუშაობის სურვილი გამოთქვა შეხვედრის ყველა მონაწილემ და ეს რიგები იზრდება საორგანიზაციო ჯგუფმა „რკინის ჯვარი 2020“ – ს სრული პროგრამა  მის გამოცხადებამდე,  სახელმწიფო ორგანიებსა და საინფორმაციო საშუალებებში წარდგენამდე უნდა წარუდგინოს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმიდესსა და უნეტარეს ილია მეორეს და მხოლოდ მისი ლოცვა-კურთხევის მიღების შემდგომ, დაიწყოს მოქმედებები.

შეკრების მონაწილეებმა  უდიდესი მადლიერება გამოხატეს ხარაგაულის და რკინის ჯვარის მიმდებარე სოფლების მოსახლეობის მიმართ, რომელთა დიდი მხარდაჭერით 19 აგვისტო,ფერიცვალების აღნიშვნა რკინის ჯვარზე ტრადიციად აქციეს და 2000 წლიდან მოყოლებული, მისი მასშტაბები იზრდება . ითქვა ისიც, რომ ნიშანდობლივია, ეს ტრადიცია სათავეს იღებს არა მარტო საუკუნეთა არამედ ათასწლეულთა გასაყარზე. რომ შემთხვევითი არ არის  მისი აღნიშვნა სწორედ 19 აგვისტოს –  ფერიცვალებას ბუნება იცვლის ფერს და ჯვარმა შეცვალა საქართველო –  წარმართული ქვეყნიდან ქრისტიანულ და მართლმადიდებელ ქვეყნად აქცია.

Facebook Comments
5/5 - (1 vote)
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *