მაგული ქუთათელაძე: ნეტავ საშუალება მქონდეს ტრიბუნაზე დავდგე და ყველა ემიგრანტის სათქმელი ხმამაღლა ვიყვირო

თემურ შაშიაშვილი ქართველი ემიგრანტის, საბერძნეთში მცხოვრები ქალბატონის, მაგული ქუთათელაძის სულისშემძვრელ, ტკივილით სავსე წერილს აქვეყნებს და ასეთ კომენტარს უკეთებს:

“ეს სულისშემძვრელი წერილი მივიღე…რა დღეში ჩავაყენეთ საქართველოს ძირძველი მოსახლეობა.დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ,არც ერთ მთავრობას იმის მესამედი არ გაუკეთებია ქვეყნისთვის,რაც ემიგრანტებმა.ამ დროს ხელისუფალნი ფუფუნებაში და ემიგრანტები ტანჯვაში არიან…თუ კაცები ვართ,ეს სიტუაცია უნდა შევცვალოთ!”

ა-ნი მაგული წერს:
“ბატონო თემურ მოგესალმებით საბერძნეთიდან 18 წელი ემიგრაციაში მყოფი 63 წლის ემიგრანტი და გილოცავთ მარიამობის ბრწყინვალე დღესასწაულს,გფარავდეთ წმინდა მარიამ ხვთისმშობლის მადლი თქვენ,თქვენს ოჯახს,თვითეულ ქართველ მართლმადიდებელ ქრისტიანს და სრულიად საქართველოს.

არ ვარ პოლიტიკოსი,ერთი რიგითი მოქალაქე გახლავართ,სპეციალობით ეკონომისტი,შეძლებისდაგვარად ვერკვევი საკითხებში და რაც მთავარია მტკივა და მაწუხებს დღევანდელი საქართველოს,ჩემი სამშობლოს სატკივარი და ამიტომ თვალყურს ვადევნებ სოციალური ქსელით და პრესის საშუალებით იმ საქართველოს წარუმატებლობას,სადაც ჩემი ოცნებით ყოველდღე,მაგრამ ოდესღაც მაინც უნდა დავბრუნდე.ვხედავ და ყველას თვალი ხედავს ,რომ ვინც კარგი პერსოექტიული,განათლებული და ინტელექტით სავსე პოლიტიკოსები იყავით (სახელების ჩამოთვლას არ ვთვლი საჭიროდ) ყოფილმა ფაშისტურმა მმართველობამ ყველა ჩამოგაშორათ დროებით პოლიტიკას და თავს უფლებას მივცემ გითხრათ თქვენ იმ ადამიანების გვერდითდგომით ისე ჭირდებით ქვეყანას,როგორც ჰაერია საჭირო არსებობისთვის,ამას გეუბნებით მე, ძალიან უბრალო ადამიანი,რომელსაც შეხება მაქვს ჩემნაირ უბრალო ხალხთან და ვისმენ მათ აზრსს, უბრალო ხალხი,რომელსაც დიდძალი მასა ეწოდება და რომელიც უფრო განიცდიან ქვეყნის ბედს,ვიდრე გაზულუქებული ადამიანები,რომელთაც მათ საკუთრებად წარმოუსახავთ ჩვენი ქვეყანა,როგორც თქვენ ბრძანეთ ერთი კაცის ახირებას უნდათ გადააყოლონ ჩვენი სამშობლო,დიდი მადლობა რომ თქვენ მისალმების შემდეგ სწორედ ემიგრანტებს მოგვილოცეთ მარიამობის დღესასწაული,იმ ემიგრანტებს,რომელიც მთავრობას საერთოდ დავიწყებული ყავს და ემიგრანტებს,რომელთაც ლომის წვლილი მიუძღვით საქართველოს ბიუჯეტის შევსების საკითხში და ერთი ემიგრანტი საქართველოში 4-5 ოჯახს ასულდგმულებს და მთავრობას ეშველება.სხვა რა შეგვიძლია გავაკეთოთ,როდესაც გაუგებარი კანონების გათვალისწინებით ემიგრანტების უზარმაზარ ნაწილს არჩევნებში მონაწილეობის მიღების უფლებაც არ აქვს.

მაპატიეთ სათქმელი გამიგრძელდა,მაგრამ ნეტავ საშუალება მქონდეს ტრიბუნაზე დავდგე და ყველა ემიგრანტის სათქმელი ხმამაღლა ვიყვირო,იქნებ ხმა მივაწვდინოთ ვინმეს ვისაც შვილებს დაცილებული დედების შეცოდება შეუძლია,ვისაც ძალუძს ჩვენი უკან დაბრუნება ცხოვრების ელემენტალური მოთხოვნებით დააკმაყოფილოს და ვისაც სხვა ქვეყნებში დასამარხად არ გაუმეტებივართ,გისურვებთ წარნატებებს ჩვენი სამშობლოს საკეთილდღეოდ ,თქვენ გენდობათ საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა.უფალი თქვენთან.”

Facebook Comments
5/5 - (1 vote)
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *