თემურ შაშიაშვილი: ვინც შევარდნაძის დროს დიდი ფული იშოვა, ყველა უღირსია, მაგრამ ისინი დღემდე ქმნიან პოლიტიკას! (იხილეთ ვიდეო)

იმერეთის ყოფილი გუბერნატორი – თემურ შაშიაშვილი ყოველდღიურად ავტობუსით მგზავრობს. მას არც მანქანა ემსახურება და არც ბიზნესი გააჩნია, რითაც ოჯახს არჩენს. უფრო მეტიც – მისი მეუღლე ამერიკაში გადაიხვეწა სამუშაოს საძებნელად, ხოლო ქალიშვილი – იტალიაშია და ოჯახში მომვლელად მუშაობს.

-“თანამდებობაზე ყოფნისას ფულის შოვნა რომ შეგიძლია და არ იშოვი – ამას დიდი ძალისხმევა სჭირდება! ვამაყობ, რომ ავტობუსით დავდივარ. ყველამ იცის, რომ მანქანა არ მყავს. ხალხის განწყობას ყოველდღე საზოგადოებრივ ტრანსპორტში ვაკვირდები. არ ვგავარ იმ პოლიტიკოსებს, დაცვით რომ დაიარებიანსაკუთარ ქვეყანაში. იმერეთის მხარის გუბერნატორი ვიყავი და ფულის შოვნა რომ დამეპირებინა, იმდენს ვიშოვნიდი, ბიძინა ივანიშვილს არც დაესიზმრებოდა, მაგრამ ჩემი გავლენით არასოდეს მისარგებლია. როგორც ჩანს, წესიერი ადამიანი მარტო ხელისუფლებას კი არა, ხალხსაც ათვალისწუნებული ჰყავს – არ აფასებენ წესიერებას. დღეს მარტო მე კი არა, ჩემი ოჯახის ყველა წევრი უმუშევარია, საჯარო სამსახურს არ გვაკარებენ. საქართველოს ისეთ ხელისუფლებას ვუსურვებ, რომელიც უცხოეთს კი არა, საკუთარ ქვეყანას მოემსახურება და საკუთარი მოსახლეობისგან დაცვა არ დასჭირდება. ფულის შოვნას კი არ სჭირდება ძალისხმევა, არამედ იმას, თანამდებობაზე ყოფნისას ცდუნებას რომ გაუძლებ და არ იშოვი!. ვინც შევარდნაძის დროს ფული იშოვა, ყველა უღირსებო ადამიანია, მაგრამ დღეს სამწუხაროდ, ისევ ისიბი ქმნიან პოლიტიკას!” – გვითხრა დამშვიდობებისას თემურ შაშიაშვილმა.

ვიდეო გადაიღო ჟურნალისტმა ზაზა დავითაიამ

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *