თამაზ ჭეიშვილი: ვიღაც ვიღაცეებო,, ,როცა შაშიაშვილს ცილს წამებთ და მასზე ჭორებს ავრცელებთ,მერე ნუ კადრულობთ დრო და დრო ,,მამაოჩვენოს ,, წარმოთქმას!

კარგად დაიმახსოვრეთ! ეს არის თემურ შაშიაშვილი,ეროვნული გმირის,ჟიული შარტავას გაზრდილი და ჟიულივით ქვეყნისთვის თავდადებული უმწიკვლო ადამიანი,რომელიც იმერეთის გუბერნატორი იყო და შეეძლეო დღეს ჰქონოდა ბევრ ოლიგარქზე მეტი ფული,მაგრამ არ იკადრა ქურდობა და უმუშევარი დადის.სარგებლობს საზოგადოებრივი ტრანსპორტით და ცდილობს გადაარჩინოს სამშობლო ,,სპონსორების ინვესტიციის,, გარეშე!თემურ შაშიაშვილი ერთადერთი თანამდებობის პირი გახლდათ,რომელიც შევრდნაძეს ღიად მიუთითებდა შეცდომებზე და არ ასრულებდა ბევრ მის ბრძანებას,ხოლო სააკაშვილს უჩივლა სასამართლოში და მოუგო პროცესი!


უმუშევრად დარჩენილი მისი ოჯახის წევრები უცხოეთში წავიდნენ მოხუცების მოსავლელად,როგორც ეს გააკეთა ათიათასობით ჩვენმა უფუნქციოდ და უფულოდ დარჩენილმა თანამემამულემ! თემურ შაიაშვილმა შექმნა პარტია,,თეთრები,, და მასში გაერთიანდნენ მეცნიერები,განათლებული,წიგნიერი ადამინები და შეიმუშავეს ,,ქვეყნის გადარჩენის კონცეპცია,,!


დღეს ხელისუფლება და რამდენადაც გულსატკენია,თვით ხალხი,შაშიაშვილის პიროვნებას შესცქერის ,,მოწყალე ირონიით,, მიიჩნევს რა ,,ქარის წისქვილებთან მებრძოლ,, დონ კიხოტად! თუმცა ყოველი შემთხვევისთვის(რა იცი რა ხდება?!) დაუხშეს ყველა ტელევიზიის კარი(ეხლა ხომ ხვდებით რომ ქვეყანაში ,,მუშაობს,, ცენზურა) .შაშიაშვილს არ ეკარებიან ჟურნალისტები(მე მრცხვენია თქვენს მაგივრად ,,კოლეგებო,,!) ერთადერთი საშუალება კომუნიკაციისა იყო ღია ინტენეტრნეტით დიალოგი მოქალაქეებთან! ესეც დაუბლოკეს და ბოლო ორი ოთხშაბთია ვეღაღრ გავიდა ეთერში!დაუბლოკეს იმიტოომ რომ ის ხალხს აწვდის შეულამაზებელ სიმართლეს!


და ბოლოს!ეს ეხება ,,სეთური – თაბაგარის,, ტვინ გამორეცხილ კაცებს და დედაკაცებს! როცა შაშიაშვილს ცილს წამებთ და მასზე ჭორებს ავრცელებთ,მერე ნუ კადრულობთ დრო და დრო ,,მამაოჩვენოს ,, ლოცვის წარმოთქმას,მითუმეტეს ეეკლესიაში შესვლას და სანთლების დანთებას!რაც შეეხება ,,სეთურ – თაბაგარს,,!,,სეთური – თაბაგარი,, კრებითი სახელია დღევანდელ საქართველოში,ვინაიდან მომრავლდნენ და საზოგადოება დაანაწევრეს!
აი რისი თქმა მინდოდა!
პარასკევს, 2 საათზე, თემურ შაშიაშვილი ფეისბუქის პირდაპირ ეთერში კვლავ იტყვის სიმართლეს და თუ,,სარელეო ხაზე მოხდა შეფერხება,, ჩათვალეთ რომ ,,ვიღაცეებს,, ეშინიათ მისი სიმართლის!

თამაზ ჭეიშვილი.ფიტავი.2019 წლის 29 აგვისტო.ხუთშაბათი.

 

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *