არავითარი უკან დახევა! დუმილი დღეს – ღირსების დაკარგვის ტოლფასია!

არავითარი უკან დახევა!
დუმილი დღეს – ღირსების დაკარგვის ტოლფასია!
კაცები ამ არაკაცობას არ უნდა ვითმენდეთ და თუ მოვითმენთ, ჩვენც არაკაცები ვხდებით!
ყველაფერ ამაზე,პირდაპირ გადაცემაში ,ფეისბუქზე,
ოთხშაბათს,4 სექტემვერს,4 საათზე ვახტანგ ბოჭორიშვილის 37 ა დან..
https://m.facebook.com/story.php?story_fbid=119548779412105&id=100040709496364
ეს ” ნაციონალების” მომზადებული მასალაა…გულწრფელად მინდა,რომ ეს სიმართლე არ იყოს…დღეს ბეცრმა ანტინაცმაც კი არა თუ დამისასტურა,უარესად განმივრცო.
ეს უკვე ტრაგედიაა,ეროვნული სირცხვილია!
ჩვენ შევთანხმდით,რომ აქ ერთპროცენტიანი სიმართლეც კი საშინელებაა ცივილიზაციის სათავეებთან მდგომი საქართველოსთვის!
შევთანხმდით იმაზეც, რომთუ ამას დავუმატებთ,რასაც “ქოცები” აქვეყნებენ “ნაცების” ქონებაზე და იმას,რასაც ორთავე ერთად შევარდნაძისა და აბაშიძის ოჯახურ,თუ სამეგობრო კლანურ ქონებაზე,გამოდის,რომ ქართველთა ყველა წინა თაობას, საბჭოთა პერიოდის მთელ მოსახლეობას იმისთვის უშრომია და უცხოვრია,რომ შევარდნაძე -აბაშიძე-სააკაშვილ-ივანიშვილის კლანების ბატონობა დაკანონებულიყო საქართველოში,აბუჩად აეგდოთ ბაგრატოვანთა დინასტია და მეფეთ-მეფის დავით აღმაშენებლის ისტორიაც და ძეგლიც.
დიდი ანალიზი არ არის საჭირო დაასკვნა,რომ ამ ოთხეულის ერთი რიგითი მდიდარიც კი მეტ ქონებას ფლობს,ვიდრე მთელ ბაგრატოვანთა გვარს ჰქონდა ცხრა საუკუნოვანი მეფობის დასასრულს…
თუ იმასაც ვიტყვით,რომ ამ ოთხეულის კლანთა თითოეულმა წევრმა ეს სიმდიდრე მხოლოდ ცხრა წლის (და არა საუკუნის) მანძილზე დააგროვა, გასაგებია რა დონის თაღლით მძარცველებთან გვაქვს საქმე..
მეტიც, გარეგნულად ,ამ ოთხეულის ბოსები ერთმანეთს ებრძვიან,მაშინ,როცა მათი წევრების ბიზნესები ერთმანეთშია გადახლართული და ,როგორც ამას სერიოზული ექსპერტები მიმტკიცებენ,ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ,ბოსებსაც კი ერთობლივი ბიზნესები აქვთ.მათი აზრით,სწორედ ამიტომ არ საჯაროვდება საიდუმლო ხელშეკრულებები.. რომ ენერგოპროჯორჯიაში 49-49 პროცენტს სააკაშვილი და ივანიშვილი ფლობენ,ხოლო 2 პროცენტს,რომელსაც მმართველი პოლიტიკური პროცენტი ჰქვია,საქართველოს “მეგობარი” უცხოელი პოლიტიკური პატრონები.
ეს ხდება იმ ქვეყანაში,სადაც მეფეებიც კი ხალხის ცხოვრებით ცხოვრობდნენ და ფუფუნებრივი ცხოვრებით ხალხს არ აღიზიანებდნენ.
ერთ მაგალითსაც მოვიტან..
უდაბნოში ლაშქრობს დროს ალექსანდრე მაკედონელს მწყურვალე ჯარმა წყალი შეუგროვა ალექსანდრემ ეს წყალი გადაღვარა…ამით თავისი თავი გაუტოლა უბრალო–რიგითი ჯარისკაცების პირობებს…/.არავითარი უპირატესობა./…..მას რომ წყალი დაელია ყელგამშრალი ჯარისკაცების წინაშე, უთუოდ დაკარგავდა ავტორიტეტს….
არადა მიშას და ბიძინას ასაკში მაკედონელი კაი ხნის მკვდარი იყო, მათი ნახევარიც ვერ იცოცხლა. , თუმცა მას არისტოტელე ასწავლიდა, ესენი კი ედუარდის უნიჭო მოწაფეები არიან და დიდ გურულს მათთვის ხეზე ასვლა არ უსწავლებია.
მდგომარეობა იმაზე უარესია,ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს…სამწუხაროა,რომ დუმს ინტელიგენცია და ამ ოთხეულის ინტერესთა დამცველად უფროა ქცეული, ვიდრე ხალხის ინტერესების…მე აღარ მიკვირს,მდიდრებს რატომ არ უყვართ წესიერები,ან თუნდაც რატომ სძულთ სტალინი,მიუხედავად იმისა,რომ საკუთარ თავში უყვართ დიქტატორი….დიქტატორ სტალინს ერთი ჩექმა და კიტელი ჰქონდა ქონებად..
გენოციდი ვინ მოაწყო უფრო დიდი? ისტორია იტყვის,რომ უფრო დიდი გენოციდი საქართველოს მის ისტორიაში არ ჰქონია,ვიდრე 1992 წლის შემდეგ არც სისხლისღვრა და პოლიტიკური მკვლელობები,არც უკიდეგანო შიმშილობა დაჰკლებია…მაგრამ მთავარი მაინც ის გენოციდია,რომელსაც სისხლის გაშრობა ჰქვია.
საქართველოში მისი ძიძველი მისახლეობის გენოციდია,რომელიც ქვეყნიდან იძულებით გასვლაში,შიმშილით და სისხლის გაშრობით სიკვდილში,თვითმკვლელობებში,ქართული ცნობიერების,მართლმადიდებელი ეკლესიის წინააღმდეგ ბრძოლაში,სიძულვილის ერთ მუშტად შეკვრაში ვლინდება.
არავითარი უკან დახევა მორალური ადამიანისთვის სჯობს ამ ბრძოლას შეეწიროს,ვიდრე ამ ყოფას,კაცთმოძულე მიზანტროპთა პარპაშსა და ბატონობას შეეგუოს.
მე ამ განწყობის ადამიანებთან ვდგავარ,როგორც რიგითი ჯარისკაცი.. ჩემგან ღალატი არ იქნება!
ეს არის ჩემი პიზიცია
https://m.facebook.com/story.php?story_fbid=1898121463632847&id=100003050343517


