ქვეყანაში ბრძოლა ხელისუფლებისთვის იწყება და მთავრდება ტელევიზიების ხელში ჩაგდებით!

დრო ადასტურებს,რომ საქართველოში არც თავისუფალი,მით უფრო,მართალი ტელევიზია არ არსებობს.გენიოსი იყო მერაბ ბერძენიშვილი,როცა მეცნიერებს უთხრა,რომ მართალი ტელევიზიის გარეშე,საქართველოს მძიმე მომავალი ექნებაო.სწორი აღმოჩნდა.ასევე ფიქრობდა ბატონი რეზო ჩხეიძე და წერილით მიმართა ბატონ ივანიშვილს,მეცხრე არხი არ დაეხურა და კულტურისა და მეცნიერებისთვის გადაეცა.ღია წერილი გაზეთ “ლიტერატურულ საქართველოში “ გამოქვეყნდა.ვინ უსმენს ერის კაცებს.ყველა ტელევიზიის უკან ფულიანი დგას პოლიტიკური ინტერესებით და დააკვირდით,ქვეყანაში ბრძოლა ხელისუფლებისთვის იწყება და მთავრდება ტელევიზიების ხელში ჩაგდებით.მწამს და მჯერა,ვიდრე ქვეყანაში არსებობს პარტიული ტელევიზიები,ვიდრე ქვეყანაში არსებობს სახელისუფლებო და ოპოზიციური ტელევიზიები,სერიოზულ წინსვლაზე საუბარი შეუძლებელია.
გამოსავალი? მხილება პარტიულო ტელევიზიების,ეს ერთი,და მეორე,როგორც ეს სახელმწიფო კაცებს მიაჩნიათ,ისეთი ტელევიზიის შექმნა,რომლის აქციონერი იქნება საქართველოს ყოველი ოჯახი და რომლის აქციების ყიდვის 4 პროცენტიანი ზღვარი იქნება დადგენილი…ასეთი ტელევიზია დააფუძნა ბატონმა რეზო ჩხეიძემ,აჩყქა საქართველოს მოსახლეობას,მაგრამ ჯერ-ჯერობით მისი მხარდაჭერის სურვილი გულისნებში არ არის…კარგია,რომ ტელევიზია “ქართული TV” მუშაობს და სახელმწიფო კაცები ფიქრობენ მისი მხარდაჭერის საზოგადოებრივი პროექტის გამოქვეყნებას…
აშკარაა ასეთი ტელევიზიის არსებობის აუცილებლობა,რადგან მოსახლეობის აბსოლუტურმა უმრავლესობამ სიმართლე ქვეყანაში არსებული მდგომარეობის არც მიზეზებზე იცის და არც იმაზე,რისი გაჯეთებაც შეიძლება.ასეთ პირობებში ქვეყანას ჰყავს თვითკმაყოფილი ხელისუფლება და გაბოროტებული ოპოზიცია.ისინი ერთმანეთს ჯიჯგნიან და ამდაპირისპირებაში დაიკარგა საქართველო. ტელევიზიებმა საქართველო აქვიეს ულტრანაციონალებისა და ფსევდოლიბერალების ბრძოლის არენად.ამით ხალხს ნაციონალურიც შეაჯავრეს და ლიბერალიზმიც,უპირველესად – აშშ. ნამდვილად ეროვნული და ქართული არსად არ ისმის…ჩვენ წინ დიდი ბრძოლა გვაქვს.ეს უნდა იყოს მორალური ადამიანების ერთობით,სუფთა სინდისით და შიშველი ხელებით.
პ.ს. აღნიშნული განცხადება “თეთრების” ლიდერმა ცნობილი ჟურნალისტისა და პუბლიცისტის, თამაზ ჭეიშვილის საპასუხოდ გააკეთა, რომელმაც საზოგადოებრივ არხს მოუწოდა თემურ შაშიაშვილს საეთერო დრო დაუთმოს.
“მივმართავ ,,საზოგადობრივ,, ტელევიზიას!მიეცით საეთერო დრო თეიმურაზ შაშიაშვილს!ის არ გთხოვთვთ ამას!პირიქით,თქვენ უნდა დაუჩოქოთ,თხოვოთ, რომ მოვიდეს და შეხვალთ ისტორიაში,დამიჯერეთ!
ტელეფონით გადის ფეისბუქის ქსელში და ეს თქვენი სირცხვილია!!”


